#370323 · 16 Feb 2004, 21:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მამულიშვილნო!
უკანასკნელ პერიოდში, პოლიტიკის განყოფილებაში თავი იჩინა მოდერებისადმი აშკარა უპატვიცემობამ და მეტიც - თავზეხელაღებულმა განუკითხაობამაც კი!
ამას აქვს რამდენიმე მიზეზი, რომელთა აქ და ამჟამად განხილვა დიდ დროს წაიღებს, ამიტომ ჯობია ეს მომავლისათვის გადავდოთ. მთავარი კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ის, რომ ბოლო ტოპიკთა უმრავლესობა ვეღარ აღწევს მე-5 გვერდამდე გაუოFFტოპიკებლად!
ოFFების უდიდესი უმრავლესობა ეძღვნება მოდერთა საქმიანობას, მასონების ძიებას საქართველოში, ძირითადი სამთავრობო წრეების სომხობასა და ებრაელობაში დადანაშაულებას! ეს უკვე ჩამოყალიბებულ ტენდენციად იქცა!.. და ეს დაუშვებელია!
აღნიშნული კვირის განმავლობაში, პოლიტიკის განყოფილების მოდერატორთა გუნდის მიერ, დამუშავდება სამოქმედო წესები, რომლებიც შეავსებს ფორუმის ზოგად წესებს და საფუძვლად დაედება პოლიტიკის განყოფილების ყოვილდღიურ ცხოვრებას!
აღნიშნული წესების მთავარი პრინციპი იქნება დაუნდობელი ბრძოლა ყოველგვარი გადახრისადმი! აღნიშნული პრინციპი გულისხმობს, რომ ადმინისტრაცია აღარ გააგრძელებს ადრე არსებულ ტრადიციას ლოლიავისა და თვალდახუჭვისა და პირველივე მცირე მიზეზის გაჩენისთანავე მიმართავს გადამჭრელ ზომებს გაფრთხილების დონის (warn level) აწევიდან დაწყებული უფლებების შეზღუდვითა (restrict) და საბოლოო ჩამორთვევით (ban) დამთავრებული!
ამავე დროს, აღსანიშნავია რომ ფორუმზე ადგილი აქვს უფლებაშეზღუდული მომხმარებლების ახალი ნიკით შემოსვლას, რაც დაუშვებელია და აღკვეთილ იქნება აღნიშნული პროგრამის მიღებისთანავე!
ამ მანიფესტის გამოქვეყნების ძირითადი მიზანი არის ფორუმისა და მისი მოდერატორებისადმი არაკონსტრუქციულად განწყობილი მომხმარებლების ბოლო გაფრთხილება და მომზადება იმ საბოლოო გადამჭრელი ზომებისადმი, რომელთა მიღებაც გარდაუვალი გახდება მათ მიერ ჩვეული ქცევა-მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში.
იმედს გამოვთქვამ, რომ ღირსეული ფორუმელების ყოველდღიურობაში აღნიშნული პროგრამა არ გამოიწვევს დისკომფორტს და ისინი ჩვეული ჟინითა და შემართებით გააგრძელებენ მრავალი ფუნდამენტური საკითხის განხილვას პოლიტიკის განყოფილებაში.
გმადლობთ!
|