qutaturihttp://www.palitratv.ge/akhali-ambebi/poli...-biznesshi.htmlარჩილ გეგენავა დისკვალიფიცირებულია. პარლამენტარის კომპანიებს ძალოვანმა სტრუქტურებმა ხელშეკრულებები შეუწყვიტეს. შსს სამინისტროს მიერ გეგენავას კომპანიებში გაგზავნილი წერილების ასლები დღეს რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა წარმოადგინა.
შს სამინისტროს გარდა არჩილ გეგენაავს კომპანიები საკვები პროდუქტებით თავდაცვის სამინისტროს და სამინისტორს ბაზებს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს და ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ოპერატიულ დეპარტამენტს და შინაგან ჯარს უზრუნველყოფდა.
სასჯელაღსრულების მინისტრმა დღეს მმართველი გუნდის წევრ ბიზნესმენთან გაწყვეტილ ხელშეკრულებაზე საუბარი არ ისურვა.
თანაგუნდელების ბიზნეს ინტერესებისა და ჩაშლილი ტენდერების შესახებ საუბარი არ სურთ არც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებს.
გეგენავას ოპოზიციონერ კოლეგებს არ უკვირთ ხელისუფლებაში ბიზნესების გადანაწილების პროცესი. თუმცა ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ არჩილ გეგენავას კონპანიებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს
არჩილ გეგენავას ბიზნესინტერესების შევიწროვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ბიზნესმენი დეპუტატი პირველად გუშინ პლენარულ სხდომაზე გამოჩნდა. რა ხდება გეგენავას ბიზნესში? - ამ თემაზე თავად დეპუტატი არ საუბრობს.
"მეგაფუდი", "ფუდსერვისი",
კომპანია "ვაკე," პურპროდუქტებსი ქარხანა "კოლხი," "სუფთა სამყარო" და დაცვის სამსახური "თორნი" - ეს ის კომპანიებია, რომელშიც გეგენავას საკუთარი ინტერესები აქვს.
მთაწმინდის მაჟორიტარი დედაქალაქის მერის მეგობარი და "ნაციონაური მოძრაობის" აქტიური სახეა. რა გახდა საკვები პროდუქტების ბაზრიდან მმართველი გუნდის წევრის განდევნის მიზეზი, ამაზე ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს.