გუშინ გამოვიდა ეს სტრატეგოსი და განაცხადა ასეთი რაღაცა (სიტყვა-სიტყვით ვერ დავიმახსოვრე მისი "გენიალური" განცხადება

) - ჩვენო, ანუ სოციალისტურ პარტიასო, გადაწყვეტილი გვქონდა 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირება, თუმცა ჩვენმა სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა ჩვენი პარტიის მაღალი რეიტინგი (???) და ამიტომ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობაო...

მაგარია არა მინდელი??? ე.ი. თავიდან ფიქრობდა სოციალისტები საარჩევნო ბარიერს ვერ გადავლახავთო და ბოიკოტს თუ გამოუცხადებთ არჩევნებს პოლიტიკურ "აქტივობაში" ჩამოგვერთმევაო, თანაც ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების მარაქაში გავერევითო...
მაგრამ ბედი არ გინდა, თურმე აღმოაჩინეს რომ სოციალისტური პარტია ძალიან "პოპულარული" ყოფილა საზოგადოებაში და ჯანდაბას ყველა ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ორ ადგილს მე და ქუცნაშვილი მაინც ვიშოვითო...
აი მესმის ძმაო პარტია და მათი "სამაგალითო" სტრატეგია, როგორც იტყვიან... თუ როგორ არის ეგა...