როდესაც ამის შესახებ აქაურ მედიაში პირველად გავიგე,
ძალიან უცნაურად მომეჩვენა და არ დავიჯერე.
როდესაც დამატებით გადავამოწმე - სახტად დავრჩი.
ეს ინდოელი ფაკირი, სახელად პრალად ჟანი 76-წლის განდეგილია, რომელსაც
68 წელი საერთოდ არ მიუღია საკვები და არც სითხე.
მას საერთოდ არაფერი მიუღია ამ ხნის განმავლობაში
და არასდროს უსარგებლია საპირფარეშოთი.
ის არასოდეს გამხდარა ავად და არც თავი უგრძვნია ცუდად.
ყველაფერის მიზეზი კი ქალღმერთი ამბაა (Amba). 
2003 წლის ნოემბერში ფაკირი გამოჩნდა ქალაქ ახმედაბადეში (Ahmedabad).
მან მოყვა, რომ იზრდებოდა სოფელ ჩაროდში (Charod) მესანას (Mehsana) რაიონში.
ხოლო შემდგომ ცხოვრობდა გამოქვაბულში განთქმული მონასტრის
______ Ambaji Temple ______ მახლობლად.
სწორდ ამ გამოქვაბულში 8 წლის ასაკში მას შეხვდა ქალღმერთი ამბა.
მან ის დალოცა და უწილადა განსაკუთრებული უნარი.
მოხუცის თქმით მისი ძალების აღსადგენად საკმარისი იყო ცაში გაკეთებული
ე.წ. ''ხვრელიდან'' დროდადრო რამოდენიმე წვეთი წყალის მიღება.
განდეგილის გამოკვლევა თავის თავზე აიღეს:
ინსტიტუტმა
Defence Institute of Physiology and Allied Science და ახმედაბადის ექიმთა ასოციაციამ
Association of Physicians of Ahmedabad.
2003 წლის 12 ნოემბერს ფაკირი გამოსაკვლევად
__ Sterling Hospital __-ში მოათავსეს.
დაკვირვებაში მონაწილეობდა 100 (ასი) სპეციალისტი:
კარდიოლოგები, ნევროპათოლოგები, ნეიროქირურგები, გასტროენტეროლოგები,
ენდოკრინოლოგები, ფსიქიატრები და სხვა პროფილის ექიმები.
მას 24 საათის განმავლობაში არ აშორებდნენ თვალს.
ზუსტად ათი დღის განმავლობაში საჭმლისა და სასმელის გარეშე ფაკირი
ზუსტად ისე იჯდა, როგორც ეს ზემოთა სურათზეა ნაჩვენები.
ყველა ტესტის თანახმად მოხუცი აბლოლიტურად ჯამრთველი იყო და არც არაფერი
მოსვლია, თუ არ გავითვალისწინებთ ოდნავ წონის დაკლების ფაქტს
(ამ დროს არ ღებულობდა ხსენებულ წვეთებს ცაში არსებული ''ხვრელიდან'')
მეცნიერები საგონებელში ჩავარდნენ. ისინი საერთოდ აზრზე ვერ მოდიან,
თუ როგორ შეუძლია ადამიანს ათეულობით წლის განმავლობაში საერთოდ არ მიიღოს
საკვებ/სასმელი და ასევე ერთხელაც კი არ მოისაქმოს.
ამჟამად სამზადისია, მსოფლიოს ექსპერტთა მიერ შექმნილი კომისიის გამოძიებაზე.
ამ ფაქტით ამერიკაში NASA- ც დაინტერესდა.
თვით ფაკირი დაუბრუნდა საკუთარ გამოქვაბულს და არ სურს არსად გამგზავრება.
THE TIMES OF INDIAhttp://timesofindia.indiatimes.com/articleshow/295761.cmsBBC. uk.http://news.bbc.co.uk/2/hi/south_asia/3236118.stmabc - newshttp://www.abc.net.au/news/newsitems/s996038.htmრუსეთ/უკრაინაhttp://med-news.kiev.ua/news/2256/http://www.reklamaru.com/content.php?r=0&id=303http://www.newkerala.com/news-daily/news/f...ullnews&id=1242- რა ხდება????განა ამაზე მეტი სასწაული რაღაა???