tayaეხლა რაც ზეპირად მახსოვს იმას გეტყვი
თუ საფირმო ნიშანი/სახელი რეგისტრირებულია ქვეყანაში, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენო ისე როგორც ორიგინალშია (ანუ ლათინური ასოებით).
რაც შეეხება დანარჩენ ვარიანტებს. ენის პალატას აქვს ინსტრუქციები, თუმცა თუ არ ვცდები ძალაში არ შესულა, ენის პალატა საერთოდ აღარ ფუნქციონირებს დღეს

ასე რომ დანაჩენ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს "გაქართულება" საბოლოოდ ყველა და დეტალურად არაა დადგენილი (თუ არ ვცდები, ყოველ შემთხვევაში რამე სიახლე ამ მხრივ არ გამიგია)
არის ტერმინის რამდენიმე ტიპი:
1) აკრონიმი;
2) აბრევიატურა;
3) კომპანიის შემუშავებული ტერმინი (Trademark მაგალითად ActiveX);
4) ტექნიკური ან ჩვეულებრივი სიტყვა;
ალბათ შესაძლოა ქართული ვარიანტის მიღებაც მაგრამ მეთოდი სხვადასხვა ტიპის მიხედვით.
შენ შემთხვევაში უნდა დაზუსტდეს ეგ ტერმინი დარეგისტრირებულია თუ არა საქართველოში (ვფიქრობ არა)
მაგ შემთხვევაში პრობლემა არაა ქართული სიტყვით ჩანაცველბა და იმის ახსნას არ დავიწყებ რომ ეს პირდაპირი თარგანი უნდა იყოს.
ისევ და ისევ გააჩნია რა შემთხვევაში.
ზოგი პროგრამის სახელის თარგმნა მისაღებია, ზოგის არა.
მოკლედ მე ზუსტად არ მახსოვს, უფრო დეტალურ ინფოს მოგაწოდებ მოგვიანებ ან მე ან უფრო კომპტენტური ვინც იქნება ის.
This post has been edited by Kakha on 27 Aug 2005, 00:39