#29411867 · 27 Jan 2012, 19:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რევმატოლოგია
რევმატოლოგია არ გულისხმობს მხოლოდ სახსროვან დაავადებებს, ზოგ შემთხვევაში სახსრების პარალელურად ზიანდება სხვა ორგანოებიც და ეს განიხილება როგორც ერთიანი დაავადება (სისტემური დაავადება). შესაბამისად ექიმისთვის აუცილებელია ყოველი დაავადების დეტალური ცოდნა, რათა მოახდინოს დაავადების დროული და სწორი დიაგნოზირება.
არსებობს უამრავი სახსროვანი დაავადება, რომლებიც ხანდახან კლინიკურადაც გვანან ერთმანეთს, სწორედ მათ დროულ დიაგნოზის დასმას და ერთმანეთისგან გამიჯვნას (დიფერენციალური დიაგნოზის გაკეთება) ესაჭიროება მაღალკვალიფიცირებული გამოცდილი რევმატოლოგი.
ვერტებროლოგია
ხშირად მალთაშუა დისკის ამოვარდნის დროს, მკურნალობისთვის ექიმმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რათა შემთხვევით პაციენტი არ აღმოჩნდეს ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში. სწორი გადაწყვეტილება გულისხმობს, სპეციფიურად ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთებას, რაც დაწვრილებით მიგვითითებს თუ რა ხარისხის მალთაშორისი დისკის ამოვარდნა გვაქვს, შესაბამისად ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობა კონსერვატიული გზით წაიყვანოს თუ ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში გააგზავნოს.
ყურადღებას იქცევს მოზდილთა ასაკში ხერხემლის არასწორი განვითარება. ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ბავშვთა ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი, რომლის ნაადრევი გამოვლინება თავიდან აგვაცილებს ბავშვებში სხვადასხვა სახის გართულებებს. ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტია დაავადების ნაადრევი გამოვლინება და დროული სამედიცინო ჩარევა.
ჩემი აზრით დაავადების პროფილაქტიკა და პრევენცია მკურნალობაზე უფრო მეტია, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება, ამიტომაც ავადმყოფობისას პრიორიტეტი ხდება დიაგნოზის სწორი დასმა, რომელიც ეყრდნობა კლინიკურ ლაბორატორიულ მონაცემებს. მათ საფუძველზე დასმულ სწორ დიაგნოზს კი ესაჭიროება შესაბამისი სწორად გათვლილი სამკურნალო მეთოდიკის შერჩევა. ასევე დიდი ყურადღება ექცევა ჩვენს მიერ შერჩეული მედიკამენტების გვერდით მოვლენებს და უკუჩვენებებს, რაც ხშირად მოითხოვს ჩვენს მიერ პრევენციული მეთოდების გატარებას.
თუ გაქვთ ნებისმიერი კითხვა მოცემულ დაავადებებთან დაკავშირებით, მომწერეთ
Levani_kakliani@yahoo.com
This post has been edited by MAGIC man on 27 Jan 2012, 19:37
|