იკაიფეთ რა ბანძი ტექსტია
..."განათებული მთა-ბარი
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება."
და გაზეთ "დილის გაზეთში" შესაბამისი მინაწერიც აქვს :
ეს ტექსტი უკვე იმღერა
ლექსენმა და ალალი იყოს, ხალხს კი უფრო ემოციური, გულის და ნიჭიერების ღადარში გამოტარებული სტრიქონები შევთავაზოთ. ჩვენი ვარაუდით, დათრგუნა დათო მაღრაძე ჰიმნის ტექსტის დაწერის აუცილებლობამ, თორემ ის მშვენიერი პოეტია. ვეძებოთ, კიდევ ვეძებოთ ის სიტყვები, რომლებიც ყველას იმ განცდით გაგვამთლიანებს, რომ ჰიმნის სიმღერის დროს გული ყელში მოგვებჯინება და "თვალს ცრემლი დაედინება". როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კულტურის სამინისტროში კონკურსანტთა შორის ერთ რიგით კონკურსანტად წარსდგა თავად გალაკტიონი. თუმცა ის კი არ ვიცით, რა რეაქცია გამოიწვია მან ჟიურის წევრებს შორის.
გაზეთის მე-2-3 გვერდებზე გთავაზობთ კონკურსზე წარდგენილი გალაკტიონის წერილს. ამ წერილმა ჩვენ ბევრ შემაწუხებელ კითხვაზე გაგვცა პასუხი. ჰიმნისთვის შემოთავაზებული მისი სტრიქონები კი ძვალსა და რბილში ერთნაირად ატანს. ასეთი კიდევ რამდენი თვალ-მარგალიტია დალოცვილ ქართულ პოეზიაში, ნუ ვიჩქარებთ, ვეძებოთ!
იმედი გვაქვს, საზოგადოება უყურადღებოდ არ დატოვებს გალაკტიონის ამ წერილს და გამოეხმაურება მას.
ბოლოს და ბოლოს, საქმე სახელმწიფო ჰიმნს ეხება!
იხილეთ სრულად