ფედერაციაში შემავალი ნაციონალური რესპუბლიკების დაშლის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ეს ლენინურ-სტალინური მოდელი არაეფექტურია და სინამდვილეში რუსეთის შიგნით ნაციონალურ "გეტოებს" წარმოქმნის. მის შიგნით, კი ლიდერები ყველა ეროვნების ხალხს ძარცვავენ. ამასთან ერთად პროხოროვმა აღნიშნა, რომ ამ თემას მეტი განხილვა და კონსტიტუციური ცვლილებები დასჭირდება.
მან ასევე ისაუბრა რუსეთის საიმიგრაციო პრობლემაზე. მისი აზრით, რუსეთი იმიგრანტების გარეშე ვერ იარსებებს, თუმცა საიმიგრაციო პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს, რომ იმიგრანტები მაღალკვალიფიციური პერსოანლი იყოს. მან ასევე მოუწოდა რუსებს გამოიჩინონ მეტი ტოლერანტულობა იმიგრანტების მიმართ.
http://news.ge/ge/news/story/35386-prokhor...bis-dashla-surs