#52977954 · 26 Jun 2018, 10:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dancing in the moonlight
შესაძლოა ვინმე პატიოსანი ექიმი ნახო ევექსში, მაგრამ მე ვერ ვიპოვე, ვერც დიდუბის და ვერც გლდანის ევექსში.
ოჯახის ექიმები ჰყავთ მიმდებარე პოლიკლინიკებიდან გადმობირებულები. მიმართვას და ფორმა 100 ის გაცემა უჭირთ ძალიან, მენეჯერის შიში აქვთ.
ფორმა 100 - შევსება ხდება კალმით , მიუხედავად იმისა რომ პრინტერი აყენია ყველა ექიმთან, რაც ექიმს სურვილს და დროს აკარგინებს რათა, გასცეს ეს დოკუმენტი.
რამოდენიმე ოჯახის ექიმი გავიცანი მაგ პოლიკლინიკაში და ერთი მეორეზე უარესი იყო. ექიმი , როდესაც თავის გადაწყვეტილებაში არ არის დამოუკიდებელი , ჩემში ნდობას არ იწვევს. თუ პაციენტს აქვს ჩვენება კვლევების , რატომ უნდა ეშინოდეს მენეჯერის ?
მოკლედ არ გირჩევთ, კარგია რემონტი და აწყობილი კომპიუტერული სისტემა, მაგრამ კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მედპერსონალის გარეშე ეს ყველაფერი არაფერია.
|