ნუ...იაბლოკი ბივაუტ რაზნიე...ოოჩენ რაზნიე...
არის კახურა ვაშლი - ლამაზი და პრიალაა, მარა გაუფცქვნელად არ უნდა ჭამო...და ვაბშე, მაგარი უხეში და კაცური გემო აქვს

გოლდენი - დანაოჭებული, ყვითელი და ჭორფლიანია, მარა საკმარისია, გემო გაუსინჯო, რო იაამი...სიცოცხლის ბოლომდე ერთგული დარჩები ამ მოტკბო-მოეგზოტიკურ-მოორიგინალო გემოსი. თანაც ყველა გოლდენს თავისი გემო აქვს.
ჯონათანი - უფრო შინდისფერია, ერთგვაროვანი და ლამაზი, გგონია, მთავარია, ხელში ჩაიგდო და დანა სულ არ დაგჭირდება...თუმცა ეს ასე არაა, მარა გაფცქვნად ღირს.
სამეფო - დიდრონი, ჭორფლიანი, მედიდური და მოვლილი, თუმცა ცოტა სიმჟავე დაჰკრავს. სიმჟავეც კარგია ხანდახან, თანაც კარგ წვნიან მამაპაპურ გემოსთან კავშირში.
სევერენკო - პატარა და მწვანე, ცივ ფერებსა და ფორმაშია გადაწყვეტილი, თუმცა ჩაკბეჩის შემდეგ მისი მომწვანო შიგთავსი ედემის ბაღის ცისარტყელად მოგეჩვენება. მართლაც რომ ჩრდილოეთის გრილი და საამური, დამამშვიდებელი გემო აქვს.