...
* * *
16 მაისი, 2004 წელი
გუშინ საღამოს 10 საათზე თბილისი YMჩA-ის ლიდერები და მასმედიის წარმომადგენლები, ტელეკომპანია რუსთავი 2, ტელეკომპანია მზე, ტელეკომპანია იმედი და რადიო მწვანე ტალღა ავლაბრის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს „მომვალის სახლ“-ს ეწვივნენ. ვიზიტი ცენტრის თანამშრომლებისათვის მოულოდნელი იყო. ვიდეო კამერების საშუალებით შესაძლებელი გახდა იმ სიტუაციის აღწერა და დაფიქსირება, რომელიც იქ იმ წუთისათვის დაგვხვდა:
· მძიმე ანტისანიტარია. ტუალეტებში ჩაჭედილი კანალიზაცია, და ამით განპირობებული უმძაფრესი სუნი, რომელიც საძინებელ ოთახებშიც საკმაოდ იგრძნობა და იქ გაჩერებას შეუძლებელს ხდის, რომ არაფერი ვთქვათ იქ დაძინებაზე.
· გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები. დანგრეული კედლები, ჩამოშლილი ჭერი და მძიმედ დაზიანებული ოთახები ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
· ფსიქოლოგიური ზეწოლა. ცენტრში დირექტორის გამოჩენამდე, აღსაზრდელებში მუდმივად მუსირებდა აზრი დირექტორის გადადგომის მოთხოვნის შესახებ, ხოლო დირექტორის იქ გამოჩენამ ბაშვები საკმაო შიშის ქვეშ მოაქცია.
გარდა ამისა, `მომავლის სახლი~-ს აღსაზრდელებში სავალალო მდგომარეობა სხვა მხრივაც შეინიშნება. ესენია:
· განათლების დონე. ჩვენი ორგანიზაციის ლიდერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ბავშვების ნახევარზე მეტმა (10-16 წლამდე) არ იციან წერა-კითხვა და ელემენტალური მათემატიკური მაგალითების ამოხსნა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა საგნებზე.
· სავალალო მდგომარეობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ალტერნატიულმა გამკვლევებმა, რომელიც საქართველოს წამყვანმა ინფექციონისტებმა და პედიატრებმა ჩაატარეს და ეს კვლევა 10 მოზარდზე განხორციელდა, გვაჩვენა უმძიმესი შედეგი. კერძოდ, ბავშვების უმეტესობას აღენიშნება ანემია, ენურეზი, ქოლეცისტიტი, კარიესი, რევმატიზმი, ტოლენზიტები და ადენოიდები. ეს ორი უკანასკნელი ისეთი მძიმე ფორმით ვლინდება, რომ საფრთხეს უქმნის სხვა სერიოზული დაავადებების განვითარებას. სამწუხაროდ, ცენტრის ადმინისტრაცია ამ დაავადებებს ან უმნიშვნელოდ, ან საერთოდ არ არსებულს და ჩვენს მიერ გამოგონებულს უწოდებს.
ჩვენის აზრით, ნებისმიერი სარეაბილიტაციო ცენტრის უმთავრესი სამი პრიორიტეტი უნდა იყოს: ჯანდაცვა, განათლება და უსაფრთხოება, რომელიც შესაბამისად მოზარდის ბავშვთა სახლიდან წასვლის შემდეგ მის მომავალს განსაზღვრავს. თუმცა ამ ცენტრის ადმინისტრაცია პრიორიტეტებად სხვა მიმართულებებს სახავს. ესენია: ცეკვა, მოდელიორობა და პოეზიისა და სიმღერის წრეების განვითარება. რა თქმა უნდა მისასალმებელია ეს მიდგომა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი სამი პრიორიტეტი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, იქნება დაცული.
მოგმართავთ თხოვნით მხარში დაგვიდგეთ ამ ბავშვების დასაცავად და მათი, როგორც ჩვენი საზოგადოების სრულყოფილი წევრების, ნორმალურ მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად
####
This post has been edited by sharlot on 24 May 2004, 13:06
მიმაგრებული სურათი