სიმართლე გითხრათ კოღოს ნაკბენზე პირველად მესმის
ფუტკარი და მსგავსები კი ბატონო, მე თვითონ ორჯერ ჩავვარდი ანაფილაქსიაში, ძლივს მივასწარი
მაგრამ კოღო? ის კი არა რო არ მისწავლია, მეზობლისგანაც კი არ გამიგია,

( მეზობლებისგან საერთოდ ყველაზე საოცარი და გაუგონარი ამბების გაგება შეიძლება )
თან რასაც თქვენ თვლით ალერგიად , შეიძლება სულაც არ იყოს, ამიტომ ჩემი მხრიდან დიაგნოზები და დანიშნულებები ვფიქრობ ზედმეტია, მითუმეტეს რომ თქვენი ნათქვამიდან ბევრს ვერაფერს გავიგებთ
ისე კარგი იქნებოდა თუ დაწერდით
1. ბავშვის ასაკს
2.ალერგიულია თუ არა ( ჭინჭრის ციება ან მსგავსი რაღაცეები თუ ჰქონია როდესმე,ალერგია საკკვებზე, სხვა მწერებზე და ა.შ.)
3.იქნებ ცოტა უფრო ზუსტად აღწეროთ , რას ნიშნავს საშინლად შესივება და როგორ გამოიყურება ნაკბენი
ნებისმიერ ვარიანტში მიმართეთ ალერგოლოგს !წარმატებები
P.S. ან დაველოდოთ აქ , იქნებ ჩვენმა ექიმებმა იცოდნენ
This post has been edited by Fragile on 30 May 2004, 01:56