ეხლა მაგარი რეჩი უნდა მოვარტყა

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფორუმზე ისტორიკოსებიც მრავლად არიან და სწორედ მათთან მაქვს ეს შეკითხვა. ლაივში ვისაც ვკითხე, ვერავინ გამცა ამომწურავი და გასაგები პასუხი.
მოკლედ, რა მაინტერესებს.
დავუშვათ, ხომ ვიცით, რომ კეისარი მოკლეს ქრისტეს დაბადებამდე 42 წლით ადრე და ეს ფაქტი, რაღა თქმა უნდა, იმ პერიოდის ლათინურ ქრონიკებშიც იქნება დაცული და სწორედ ძველ მემატიანეებზე დაყრდნობით ვიცით, რომ კეისარი მოკლეს ჩ.წ.ა-მდე 42 წელს, ანაც ტროას ომი დაიწყო, მერვე საუკუნეში.
მაინტერესებს, ძველი, ქრისტემდელი ისტორიკოსები რომელ წელთაღრიცხვას იყენებდნენ.
მგონი, კითხვა გასაგებად ჩამოვაყალიბე, თუ არა, მერე დავაკონკრეტებ