ხოსე-იგნასიოს ქონდა 9 ჩვეულებრივი და 1 საკრალური თითი.
ლეონსიოს ქონდა 11 ჩვეულებრივი, მაგრამ არც ერთი საკრალური თითი.
ხოსე-იგნასიო და ლენსიო თავად იყვნენ ჩვეულებრივი თითები საკრალური არსებისა.
მას ჟენუარია ერქვა და დილაობით საკუთარი თითებით აკრძალულ სიამოვნებას ეტანებოდა.
ამის გამო პროვინციის გუბერნატორმა ჟენუარიას ნიშანი დაასვა და სახეზე შავად შეღება, აკრძალული ხილისათვის.
იზაურას კი შიში ქონდა შავი ადამიანების და დაიფიცა აკრძალული სიამოვნება არასდროს მიეღო.
99 სერიის განმავლობაში საკრალური არსების ჩვეულებრივი თითები (ხ-ი და ლე) ცდილობდნენ იზაურას შიშების დაძლევას. და ამიტომ თითოეული სერიის თავში ითხოვდნენ: მოდი ვილაპარაკოთ.
ამ საუბრებმა ამოატივტივა იზაურას ბავშობის დროინდელი ტრავმა, სადაც მთავარი გმირი გუბერნატორის ერთადერთი, მაგრამ უსაკრალურესი თითი იყო.
ჟენუარიას საკრალურმა თითებმა კი იხილეს საკუთარი არსებობის ფარული, მაგრამ გარდაუვალი მიზანი: შური ეძიათ საკუთარი მშობლის (ჟენუარის) დაღისათვის და თავისუფლება (შიშებისაგან) მოეპოვებინათ საკუთარი მეუღლისათვის (იზაურასათვის).
101ე სერიაში საკრალური თითები (ხი და ლე) გუბერნატორს გამოეცხადნენ სიზმარში და კალიგულას წესით საკუთარი თითებით დაახრჩვეს.
102 სერიაში შიშებისაგან გათავისუფლებული იზარურა მთელი დილა ჟენუარიასთან აკრძალული სიამოვნებით ერთობოდა, რითაც საკრალურ თითებს (ხი და ლე)ს ფინალური ფრაზა ათქმევინა:
ამდენი რისთვინ ვიწვალეთ, ჰააა?
სოსია მეწისქვილემ კი ამაზე თქვა: ან კი ვინ არ არის ცოდო ამ განუკითხავ წუთისოფელშ?
ასეთია იზაურასა და თითების ფსიქოანალიტიკური თეორია.
________________________________
მოკლედ ასეთი შინაარსის PM მომივიდა აწ გარდაცვლილი იუზერისგან ამსტერდამერისგან. რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩემო თანაფორუმელებო?
იქნებ თავად აღსდგეს მკვდრეთით და მოგვახსენოს რა მიზანი ამოძრავებდა პატ. იუზერს ამსტერდამერს.

თქვენ რას იტყვით ?