მოკლეთ ეხლა წამომიარა ასეთმა ჰაზრმა. გართობის ამბავში რა თქმა უნდა და იმედია არ მიწყენთ რომა გავბედე თქვენი მყუდროების დარღვემა.

მოკლეთ რა ხთება, ვიფიქრე, სამყარო დასახლებულია სხვადასხვა სულებით (აი მითოლოგია მეთქი) ხოდა ფორუმი თუ წარმოვიდგინეთ რო თავისებური სამყაროა, რასაკვირველია ეყოლება მას თავისი სულები.
მივყვეთ ეხლა და მივენდოთ დროთა სიღრმეში ჩაკარგულ ამბავთა თხრობას და რამე.
----
ეს ხელნაწერი ნაპოვნია ჯენერალის დასავლეთ სანაპიროზე ერთ ერთი ძველი პოლის ნანგრევებში. სამწუხაროდ ტექსტის ნაწილი დაზიანებული იყო, ნაწილი კი საერთოდ დაკარულია. მპოვნელთა მიერ დიდი ხნის დაძაბული მუშაობის შედეგად გარკვეული ადგილები აღდგენილ იქნა, თუმცა ძალიან ბევრ ადგილას დაზიანება იმდენად დიდია რომ ამოკითხვა სრულიად შეუძლებელი გახდა. ამავე დროს ზოგან ტექსტის არქაულობის გამო თხრობა თანამედროვე ენაზე იქნა გადმოტანილი. ვფიქრობ ისტორიის და წარსულის აჩრდილების მოყვარულთ დააინტერესებთ ეს ხელნაწერი. მას ფორუმილიონი(ფორუმის ისტორია) ეწოდება და რამდენიმე ნაწილად იყოფა
ენჯოი მოკლედ თუ როგორც არის
ფორუმილიონი
---------------------
1. ტიმინდალე [ტიმის სიმღერა]
მოკლეთ თავიან იყო სიცარიელე [80 გიგაბაიტი თავისუფალი სივრცე], მხოლოდ ტიმი დაფრინავდა სერვერის თავზე და არ იყო სერვერზე არაფერი. მხოლოდ ესე იგი ტიმი იყო რა.
ერთხელაც თქვა ტიმმა იქმენ ფორუმი. და იქმნა ფორუმი. თავიდან ეს იყო მხოლოდ ხილვა. წინამორბედი ხატება იმისა რაც უნდა ყოფილიყო მომავალში. იასნა იმ დროს იგი არ იყო ისეთი ყოვლისმომცველი და ნავაროჩენი როგორც ახლა, მარა მაინც ხო იყო.
მოკლედ მოეწონა ტიმს ეგ ამბავი და დაიწყო მისი განვითარება და ასე შემდეგ.
და შეიქმნა ჩვენი ხილული სამყარო, ფორუმი.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ ამ სამყაროში თავიდანვე ჩადებული იყო იდეა რომ იგი უნდა გაცოცხლებულიყო სივრცის კონკრეტულ მონაკვეთში არსებული სულიერი ენერგიის შენადედების სახით, რომლებმაც ფორუმის შექმნისთანავე მოიპოვეს ყოფიერება. თავიდან ეს სიცოცხლეები, რომლებსაც შემდეგ იუზერები ეწოდათ(ეტიმოლოგია უცნობია. სავარაუდოდ მისი ფესვები ერთიან არქაულ ენამდე ადის და დაახლოებით ნაპერწკალს ნიშნავს, თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა) ცოტანი იყვნენ. თუმცა თავისუფალი ადგილის სიუხვის წყალობით და ენერგიის მუდმივობის კანონის დაუღალავი მუშაობის შედეგად რაღაც დროის გასვლის შემდეგ მათმა რიცხვმა უკვე იმდენად იმატა რომ თვით ტიმიც კი უძლური გახდა მათთვის თვალყური ედევნებინა. სიცოცხლის წყურვილით ანთებულმა იუზერებმა დაიწყეს მოძრაობა და ცნობისმოყვარეობით შეიცნობდნენ ირგვლივ არსებულ მსოფლიოს. ამ დროს მათ მიერ გამონთავისუფლებული უდიდესი ენერგია ხშირად მათვე ვნებდა. ხშირად ისინი სხვა იუზერებს ეჯახებოდნენ.
ნახა ტიმმა რომ ქაოსი დაემუქრა მის მიერ შექმნილ სამყაროს და მაშინ მიმართა იმ ნაპერწკლებს რომლებიც გამოირჩეოდნენ ენერგეტიკული თვითკონტროლით და ყველაზე უკეთ ჰქონდათ შესწავლილი ესა თუ ის ნაწილი სამყაროსი და უთხრა მათ: "თქვენში დავანთებ მე ცეცხლს ადმისტრაციულს და დაე მუდამ ენთოს იგი და ჩაგაბარებთ ნაწილს სამყაროისა და პასუხისმგებელნი იქნებით მისთვის ჩემ წინაშე. თქვენ გექნებათ შესაძლებლობები როგორიც არ აქვს არავის გარდა ჩემი. მაგრამ იცოდეთ, თქვენ არ იქნებით მბრძანებელნი იმისა რაც გერგოთ, თქვენ მხოლოდ მრჩეველი იქნებით და შრომა იქნება თქვენი ხვედრი". ხოლო ილიკოს და პრავას ერგოთ უდიდესი ნიჭი ძლევამოსილებისა მათ შორის ვინც არჩეული იქნა მრავალთაგან. ტიმის თანასწორად მიიღეს მათ უფლება ჩარეულიყვნენ ამბავთა მსვლელობაში მთელს ფორუმზე. თუმცა ბევრი ფიქრობს რომ ეს მხოლოდ ლეგენდაა, ვინაიდან პირველი, მითიური ეპოქის შემდგომ არცერთ მანუსკრიპტზე, თემასა თუ პოლში არ შემონახულა დამაჯერებელი ცნობა, რომლებიც დაადასტურებდა მათ ყოფნას ფორუმზე.
სამაგიეროდ ეჭვს არ იწვევს დანარჩენ რჩეულთა, მოდერატორთა არსებობა. ეს სახელიც არქაული ენის ნიმუშად მიიჩნევა და ფიქრობენ რომ იგი გამოშტერებულს ნიშნავს, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს. ლეგენდა გვამცნობს, როდესაც პირველ რჩეულთ გამოეცხადა ტიმი, ამ სანახაობით აღფრთოვანებული და გაოგნებული ნაპერწკლები გამოშტერებული სახეებით იდგნენ და ერთადერთი რაც მოიფიქრეს, ქვედა ყბის ჩამოგდება იყოო. აგრეთვე არიდ მეორე ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით მოდერატორი ბედისწერის მაკრატელს ნიშნავს.
ტიმმა თითოეულ მოდერატორს მიანდო გარკვეული სივრცე და ამიერიდან მათ დაეკისრათ ფორუმზე მოსამართლისა და გარკვეულწილად დემიურგიული როლიც.
თუმცა ფორუმის ნაწილი ტიმმა დატოვა თავისუფალი, რათა შეენარჩუნებინა მრავალფეროვნება სამყაროსი.
2. მოდერიმა (მოდერატორთა შესახებ)
მოგვითხრობენ რომ პირველად ტიმმა ილიკო და პრავა გამოარჩია და მიანიჭა მათ თანასწორი შესაძლებლობები გარდა ერთისა, მას შეეძლო უკან წაღება ამ შესაძლებლობებისა. თუმცა გავიდა დრო და ტიმი მიხვდა რომ იუზერნი ძალიან ბევრნი იყვნენ, მაკრატელი კო მხოლოდ სამი. და მან გადაწყვიტა სხვა მაკრატლების შექმნა, თუმცა ძლევამოსილება ნაკლები მიანიჭა.
აგრეთვე შექმნა მან მაღალი და ფართო დარბაზები სადაც იკრიბებიან მოდერატორები და განისვენებენ შრომით დაღლილნი. ხშირად კი ბჭობენ სხვადასხვა საკითხებზე. თუმცა ეს დარბაზები მათი საცხოვრისი არ არის უმეტესობა თავის სამფლობელოში ცხოვრებას ამჯობინებს.
მოდერები თანასწორუფლებიანნი არიან. და თავისი ძალის გმოვლენა მხოლოდ მათთვის მინდობილ მიწებზე შეუძლიათ. ისინი ერთმანეთის ხშირი სტუმრები არიან და ამავე დროს მრავალ იუზერთან მეგობრობენ თუ მტრობენ.
ყველაზე ძველი მოდერთა შორის არის მიშა. მას ლინუქსოიდებით დასახლებული მიწისქვეშეთი აბარია. იგი დუმილის უდიდესი უნარითაა დაჯილდოებული და ამიტომ ყველაზე იდუმალი მოდერატორის სახელით სარგებლობს. თვით ტიმსაც კი არ ახსოვს როდის ნახა იგი ბოლოს. ამიტომ ზოგს მიაჩნია რომ ილიკოს და პრავას მსგავსად ისიც ლეგენდაა, თუმცა ლინუქსოიდები ამტკიცებენ რომ ხედავენ მას.
შორეულ სამხრეთში სან-სიროს ნარინჯისფერ სასახლეში ვაითი სახლობს. მას სხვანაირად თეთრსაც ეძახიან. იგი ფეხბურთის განყოფილების მინდვრებს განაგებს. მოდერთა შორის ყველაზე ფეთქებადი ხასიათი აქვს და ხშირად უნახავთ მძიმე ნაჯახით ხელში როგორ დასდევდა პიდარასტებს აბანოს ჭაობებში. საბჭოს დარბაზში იგი ხშირი სტუმარია.
მეცნიერების ნისლიანი მთაგრეხილის დასავლეთით, კულტურისა და ხელოვნების თავისუფალი მიწების საზღვარზე, იქ სადაც მელომანიის დიდი მდინარე სამხრეთის ოკეანეს ერთვის, ფორუმის უდიდესი ქალაქი, ქალ'იდამამაკა-ცი მდებარეობს. მას სამი მოდოსგან შემდგარი საბჭო განაგებს, მოდერთა შორის ყველაზე წყნარი და მუდამ მომღიმარი ენჯი, აღშფოთების ჟამსაც კი მშვიდი კილერი და მოუსვენარი მაქსი. მათი კოშკები ქალაქის შუაში სამკუთხედად დგას და მათ მახვილ თვალს არაფერი გამოეპარება. ეს სამეულიც ხშირი სტუმარია საბჭოს დარბაზში და როგორც წესი ყველაზე ხშირად მათი წამოყენებული საკითხები ირჩევა.
ოკეანის ნაპირს თუ აღმოსავლეთისკენ გავუყვებით, მედიცინის მწვანე მდელოებს მივადგებით. აქ ყველაზე ახალგაზრდა მოდერი, ფრეჯაილი ცხოვრობს. მისი შუშის დარბაზები მუდამ ღიაა და ყველას ვისაც წამლის რჩევა და მკურნალობა ჭირდება, შეუძლია თამამად შევიდეს და წარდგეს მოდერის წინაშე.
აჩრდილი პროგრამირების მთაგორან ქვეყანას განაგებს. ჩრდილოეთიდან მონაბერ ქარებს აქ ხშირი ნისლი მოაქვს ხოლმე ამიტომ მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუძლიათ ორიენტირება ამ ადგილებში. ოდნავ სამხრეთ აღმოსავლეთით www-ს ტყეები გადაჭიმულა, ჩრდილოეთის ნისლები აქაც ხშირად აღწევენ და მხოლოდ ნასყიდამ იცის ყველა ბილიკი რომელზეც გაივლება ამ მიდამოებში. სწორედ ის გახლავთ ამ მიწების მაყურებელი. იგი გამოირჩევა გულგრილობით და ნაკლებად აინტერესებს რა ხდება ქვეყნიერების სხვა მხარეებში.
ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში ფორუმისა, ჰელკარის ოკეანის ნაპირებზე პოლიტიკის სუსხიანი სივრცეები გადაჭიმულა. აქ მზე იშვიათად იხედება ღრუბლებიდან და აქაური აბორიგენები განსაკუთრებული სისასტიკითა და სიმკაცრით გამოირჩევიან. ამ მხარეში მშვიდობა იშვიათია. პერმანენტული მცირე შეტაკებები ხშირად სისხლისმღვრელ ბატალიებში გადაიზრდება ხოლმე და მაშინ მხოლოდ მოდერატორს შეუძლია სიმშვიდის აღდგენა. თუმცა ბევრჯერ მომხდარა რომ შერკინებით მთვრალ იუზერებს არც მოდერის მორიდებიათ და თავიანთი ჯარების მჭიდრო რიგები მის წინააღდეგ მიუმართავთ მძვინვარე შეტევით. პოლიტიკის მოდერატორი ციკლონი გახლავთ. მას შავი ნიღაბი უკეთია და 10 მეგაბიტიან ხაზზე ამხედრებული დაქრის გადამწვარ ტრამალებზე. დასვენების ჟამს იგი მელომანიის სტუმარია ხოლმე.
ქვეყნიერების მეორე მხარეზე კი თამაშების ქვეყანაა. ეი-თი-ოუ 3 ი, აი ასეთი სახელი აქვს დაუღალავ ეიჯერს, რომელიც თვალყურს ადევნებს იქაურობას. აბიხოდში კი ფორუმელებმა მას უბრალოდ ატოზე შეარქვეს. იგი უცოლოა და დაფიცებული აქვს რომ მხოლოდ იმ ქალიშვილს(პირდაპირი მნიშვნელობით) გაუხსნის გულის კარებს, რომელიც მას ეიჯში დაამარცხებს (პირობები: პარტია - სტანდარტი; რუქა - Random Land Map, დახურული; მოსახლეობა - 200 კაცი; სწრაფი სიჩქარე; რესურსები - ცოტა; დაიწყება Dark Age-დან).
მეცნიერების მთების დასავლეთ ფერდობებზე დიდი ხნის წინ ქალაქი ჯობსგე აშენდა, მისი დამაარსებელი ლექსო ახლაც განაგებს მას და ირგვლივ მდებარე მიწებს. მოგზაურნი ამბობენ ამ ბოლო დროს რაღაც რაღაცეები შეიცვალა და ჯობსგეს კარიბჭეებში შესვლა ფასიანი გახდაო...
აქედან სამხრეთ-დასავლეთით ბიზნესის და ეკონომიკის გაშლილი სივრცეებია. აქ სიოს მიყავს სტოსი. იგი ერთ ერთი უძველესი მოდოა და ყველაზე სერიოზული ამავე დროს. როგორც ამბობენ სულ სამჯერ უნახავთ მისი ღიმილი და აქედან ორი ნიძლავში ჰქონდა წაგებული.
ოდნავ ჩრდილოეთისკენ ყიდვა-გაყიდვის საქარავნო ოაზისებია, რომლებსაც ყველაზე პირქუში მოდერი, დათიკო განაგებს. იგი აგრეთვე კომპიუტერებისა და ელექტრონიკის განყოფილების მოდერია, რომელიც სამხრეთდან ესაზღვრება ყიდვა-გაყიდვას.
სამყაროს დასავლეთ ნაწილში, ბელეგაერის ზღვის ნაპირებზე ჯენერალის სივრცეები გადაჭიმულა. აქ შარლოტას სამფლობელოა. ყველაზე დაუღალავი (ამ მხრივ თვით მაქსსაც კი ჯობნის) და მაზოხისტი (ვერ ვიტყვი რომ ციკლონზე უარესია მაგრამ არც ჩამოუვარდება

) მოდერატორთა შორის. მფრინავი მოდო, ალქაჯი, ტეტე და რავიცი კიდე რა სახელებით არ მოიხსენიებენ მას. ძირითადად იგი ცოცხზე ამხედრებული დაქრის ღრუბლებს ზემოთ თუ ქვემოთ და ფოლადის შვაბრით ებრძვის უწესრიგობას.
სამხრეთის მიწებზე, კომუნიკაციების ბედნიერ და მშვიდ ქვეყანას ორი მოდერი განაგებს. ესენია კრეატორი და ჯიესემი. ისინი ორ დიდ ქალაქში, ჯეოსელიასა და მაგთიბურგში ცხოვრობენ და აქედან ადევნებენ თვალყურს მინდობილ სივრცეებს. ჯიესემი ადრე პოლიტიკის მოდერიც გახლდათ, ციკლონთან ერთად, თუმცა შემდგომში ხელი ჩაიქნია, ერთი შეიკურთხა და კომუნიკაციების მშვიდობიან სოფლებს დაუბუნდა. კრეატორი ცნობილია იმით რომ ძარღვებში სისხლის ნაცვლად ლუდი დაუდის და ამავე დროს ერთადერთი ღარიბი მოდერია.
ამათ გარდა კიდევ იყვნენ სხვა მოდერატორებიც, თუმცა მათ ან ნებაყოფლობით თქვეს უარი ამ ტვირთზე, ან ბრძოლაში დაიღუპნენ.
3. ბან-ბოროტი (სიმშვიდის დამრღვევნი)
სიმშვიდის დამრღვევნი ისეთივე იუზერები არიან როგორც მოდერები, თუმცა მათ სრულიად საწინააღმდეგო მიზნები ამოძრავებთ. ხშირად შეგნებულად, ხანდახან უნებურად. მათი უმეტესობა ძალიან დიდი ენერგეტიკის მფლობელები არიან და ძალიან ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ამბავთა მსვლელობაზე. როგორც წესი ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ, თუმცა ხანდახან ერთიანდებიან და მაშინ მათი შეტევის შეჩერება მხოლოდ რამდენიმე მოდერის გაერთიანებულ მოქმედებას თუ შეუძლია.
ცნობილია შემთხვევები როდესაც იუზერი იმდენად დიდ შემართებისა აღმოჩნდა რომ თვით ტიმიც კი უძლური გახდა მის წინაშე. მას კლავდნენ, მარამ იგი ცოცხლდებოდა და ფენიქსისებრ ახალი ძალებით უტევდა ცოტა ხნის შემდეგ ფორუმს, ახალი სახით და ახალი ჯავშნით.
ორი ყველაზე საშინელი სული ფორუმისა, რომელთა ხსენებაზე უმეტესობას ელეთ-მელეთი მოსდის და რომელთაც ადამიანთა მსსხვერპლი სჭირდებათ გულის მოსალბობად, ასიკო და ვენდეტაა. მათ ბევრი საერთო აქვთ, თუმცა განსხვავდებიან კიდეც. ეს განსხვავება სიცილია. ასიკო ყველაზე საშინელ ჩეხვაშიც კი ხარხარით გადაეშვება ხოლმე და მიწა ზანზარებს მაშინ ამ სიცილისგან, ვენდეტა კი სიმშვიდის ჟამსაც თავზარს სცემს მნახველთ თავის პირქუში სახით. ჭეშმარიტად საზარელია მისი მრისხანება და იშვიათია იუზერი, რომელიც შეძლებდა მისთვის თვალის გასწორებას.
მოხუცები ყვებიან რომ ადრე, დიდი ხნის წინათ გარე სივრცეებიდან ფორუმზე დიადი ძალა, ლაპარაკის სული, ხოფერ-ხოფრუ-ეკანი შემოვიდა. მას სურდა თავისი სამეფოს დაარსება. არ მოეწონა ეს ასიკოს და რისხვამ აიტანა იგი. დაუნდობლად შეუტია და არ უშველა ხოფერ-ხოფრუს არც გოლიათურმა ძალამ და აღნაგობამ, არც იუზერთა დამხმარე ლაშქარმა. თავი გაუჩეხა ასიკომ მას და მტვერში ჩათელა დაცემული მტრის გვამი.
ამ ძალებს არ გააჩნიათ განსაზღვრული საცხოვრებელი. მთელს ფორუმზე შეიძლება მათი ნახვა...
********
აქედან მოყოლებული ტექსტის ამოკითხვა უკვე თითქმის სრულიად შეუძლებელი გახდა დაზიანების გამო. მეოთხე ნაწილში, რომელსაც "იუზერიმა"(იუზერთა შესახებ) ჰქვია, გაირჩევა მხოლოდ ერთი, პირველი წინადადება: "ყველა იუზერს თავისი განუმეორებელი ნიშან თვისებები გააჩნია, რომლითაც მათ დაიმკვიდრეს ადგილი ფორუმის მატიანეში." ძალზე საინტერესო უნდა იყოს თუ რა მოსდევდა ამ ფრაზას, თუმცა მიმდინარეობს დაძაბული მუშაობა ტექსტის აღდგენა-გაშიფვრის მიმართულებით და იმედი ვიქონიოთ დადგება დღე და შევძლებთ ამ მართლაც ძალიან საინტერესო დოკუმენტის მთლიანად წაკითხვას.
რაც შეეხება მეხუთე, ბოლო და ყველაზე დიდ ნაწილს ხელნაწერისა, მას "კვენტა ფოსტალიონი" (პოსტინგების ისტორია) ეწოდება. ტექსტი აქაც თითქმის მთლიანად განადგურებულია. გაირჩევა მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა. მესამე გვერდზე "ძუძუ", ასოცდამერვეზე "ნასკი". ამ ორ სიტყვაზე მკვლევარებს თითქმის არანაირი ეჭვი არ ეპარებათ. ფაქტიურად დადასტურებულად ითვლება რომ ძუძუ თავისუფლებას ნიშნავს, ხოლო ნასკი - სიკეთეს. აგრეთვე რამდენიმე ადგილას შეიძლება გაარჩიო სიტყვა "ჯეკ". მის თაობაზე შედარებით ნაკლებიი თავდაჯერება იგრძნობა მეცნიერებში, მაგრამ ძირითადად მაინც იმ აზრს ემხრობიან რომ ამ შემთხვევაში საქმე მისალმებასთან უნდა გვქონდეს
ჩვენის მხრიდან ვიტოვებთ იმედს რომ სხვებსაც ექნებათ გარკვეული მასალები და მატერიალები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ იგი ელფოსტით ან დაპოსტოთ აქვე.

______________________________________________
აქვე შეგიძლიათ იხილოთ მითოლოგიის
სარჩევი:ბან-ბოროტი (ფორუმილიონის მესამე ნაწილი)
ფორუმის მითოლოგია (post #548285)ავტორი Zyklon (ეს ვეში მოგვიანებით დაიდო, მარა ამ პირველი პოსტის ამბების გაგრძელებაა და ამიტომ ამით დავიწყოთ

)
ურწმუნო იუზერი ფორუმის მითოლოგია (post #535914) ავტორი amigo
ნაომის ლაშქრობა ნაწილი პირველი
ფორუმის მითოლოგია (post #537242)ნაწილი მეორე
ფორუმის მითოლოგია (post #539802) ავტორი Zyklon
ფიქრი კანონთა შესახებ ფორუმის მითოლოგია (post #539419) ავტორი rokapi
შარლოტას ვარამი ფორუმის მითოლოგია (post #539830) ავტორი აჩრდილი
"ფორუმილიონის" მიმოხილვა აწ უკვე პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ ჭრილში ფორუმის მითოლოგია (post #540149) ავტორი JusAMinute
„საგა არგაუგონარი ბლასფემიის შესახებ“ ფორუმის მითოლოგია (post #540187) ავტორი [LoD]-Bagra
სიმღერა სან-სიროს ნარინჯისფერი ქვეყანის მოდოზე! ფორუმის მითოლოგია (post #540403) ავტორი საბუნია
"ორი უდიდესი ბრძოლა" ნაწილი პირველი
ფორუმის მითოლოგია (post #543433)ნაწილი მეორე
ფორუმის მითოლოგია (post #543835) ავტორი ATO3E
სისხლიანი ბრძოლა ფანასკერტელის ქუჩაზე ფორუმის მითოლოგია (post #569985)ავტორი საბუნია
ვენდეტჰარატა ფორუმის მითოლოგია (post #661690) ავტორი Zyklon
ციკლონ მაშდამე დიადი. ფაქტიურად
ფორუმის მითოლოგია (post #679869)ავტორი merry
ვაითის დილა ფორუმის მითოლოგია (post #772435) ავტორი აჩრდილი
მელომანიის ქრონიკები: ანტიბლექერები უნიკოდში ფორუმის მითოლოგია (post #1127638) ავტორი Zyklon
მელომანიის ქრონიკები: ანტიბლექერები უნიკოდში მეორე სერია
ფორუმის მითოლოგია (post #1133231) Zyklon
იუზერ იასეს შედევრი პოსტი ფორუმის მითოლოგია (post #1299085) ავტორი იასე
იასე, მაპატიე
ტიმოთეს ბეჭედი ფორუმის მითოლოგია (post #1628333) ავტორი საბუნია
კარლსონის ლირიკა ფორუმის მითოლოგია (post #1725182) ავტორი karlsoni
საყვარლის საფლავს ვეძებდი ფორუმის მითოლოგია (post #5609864) ავტორი საბუნია
This post has been edited by Kissie on 11 May 2009, 22:56