
ამ თემამ ერებს შორის მთელს პლანეტაზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველა აღშფოთებულია იმით რომ ერთ დღესაც ყველაფერი დამთავრდება და საუკუნეების მანძილზე ნაგები სამოთხე წარსულს ჩაბარდება. საინტერესო და ამასთანავე აღმაშფოთებელია მოხდება თუ არა მძგავსი გლობალური კატასტროფა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერი ღმერთის ხელშია, როგორც გადაწყვეტს უზენაესი ისე იქნება. თუ მან გადაწყვიტა რომ პლანეტამ საკმარისზე მეტი იარსება, ადამიანთა მოდგმამ ცოდვებით დაამძიმა დედამიწა და დროა განკითხვის ჟამისა!
რათქმაუნდა ხალხი განსხვავებულად ფიქრობს: ზოგნი ფიქრობენ რომ რახანც მაიას ტომის კალენდარი 2012-ში სრულდება ამას ნამდივლად გლობალური კატასტროფა მოყვება, ზოგნიც ამ ყოველივეს რაღაც უფრო მითიურს უკავშირებენ რომ მოვა ანტიქრისტე და წალეკავს კაცობრიობას, მაგრამ ერთი რამ ცხადია ვერავინ ავნებს ადამიანს იმაზე მეტს რამდენსაც ისევ თავისი თავი.
გადავხედოთ ისტორიას, სისხლით შეღებილ განვლილ საუკუნეებს, როცა ომი მძვინვარებდა და მილიონობით ადამიანი იღუპებოდა, ამასთან მოწინააღმდეგე მხარეები იყენებდნენ ათასგვარ დამანგრეველ იარაღს და ამასთანავე ყველაზე ძლიერს ატომურს, ქიმიურს, თერმობირთვულს და ა.შ..
სწორედ ამან გამოიწვია ეს ყოველივე, დღეს როცა დედამიწა თავისი ჩვეული ღერძიდან 8 სმ-ით გადაიხარა, შიშის ზარი დასცა თანამედროვე მეცნიერებს, მათ ვერ აუხსნიათ რით შეიძლება იქნას გამოწვეული მძგავსი რამ. ისინი მეცნიერულ დასკვნაზე მუშაობენ და ლოგიკურად არ უდგებიან შექმნილ სიტუაციას, მათთვის მნიშვნელოვანია არა ის რომ ყველაფერს ღია თვალებით შეხედონ, არამედ ის რომ ჩამოაყალიბონ თავიანთი უაზრო თეორია და შემდგომ ამ თეორიით გამოულაყონ ტვინი კაცობრიობას. თვალს თუ გავახელთ არ დაგვჭირდება მეცნიერთა გამოტანილი ვერდიქტი იმის შესახებ რომ დედამიწა იღუპება. ამდენმა დამანგრეველმა ატომური იარაღის ძალამ ღერძიდან მოშალა დედამიწა, რავიცით იქნებ სულ ბეწვზე ჰკიდია და ეს ესაა მოწყდეს.
ამ ლოგიკითა და საღი აზრით ერთ დასკვნამდე მივდივართ, თუ მსოფლიომ რადიკალური ზომები არ მიიღო აი მაშინ კი კატასტროფა მართლაც რომ გარდუვალი იქნება. პირველ რიგში უნდა შეწყდეს ატომური იარაღის წარმოება, აღიკვეთოს ყველა ქარხანა ნაგებობა რომელიც მძგავსი ტიპის იარაღის შექმნაზე მუშაობს, ასევე გაერთიანებული ძალებით უნდა შეიქმნას სპეციალური კოსმოსური ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს რა პრობლემის წინაშე ვდგავართ და არის თუ არა საშველი! ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით უნდა შეწყდეს ბირთვულ იარაღზე მუშაობა და მოხდეს მისი ხმარებიდან ამოღება, რადგანაც თანამედროვე ეპოქაში იგი უდიდესი რისკის მატარებელია, მაგრამ განა იგივეს ფიქრობს კბილებიდან ფეხებამდე შეიარაღებული პენტაგონი, მეტიც პენტაგონი ობამას მოუწოდებს გაამკაცროს კონტროლი ბირთვული იარაღის წარმოებაზე და დაიწყოს მისი დახვეწა განვითარება. მე სრულებით ვემხრობი და ვიზიარებ შეგნებული და ჭკვიანი ფერადკანიანი პრეზიდენტის აზრს რომელიც მოსალოდნელ საფრთხეს თითქოს ხედავს და ცდილობს ქვეყანა და ამასთანავე მსოფლიო იმ ჭობიდან ამოიყვანოს რომელშიც საუკუნეების მანძილზე უფრო და უფრო ეფლობოდა.
სტატისტიკით დღითიდღე უარესდება სიტუაცია მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, თითქნის ყოველდღე ტელევიზიით გადმოსცემენ რომ ხდება უამრავი ქანების რყევა, ცუნამი, ქარიშხალი და სხვა უბედურობა. ეს ყოველივე კი თითქოს მოსალოდნელი იმ დიდი კატაკლიზმის შესავალია და წინ კიდევ უფრო უარესი გველის. როდესაც საღი გონებით მიუდგები საქმეს უკვე იწყებ სიმართლის ძებნას, გაანალიზებასა და გადახარშვას, შემდგომ კი ხვდები თუ რაოდენ საშიშია ეს ყოველივე.
სტატიის ბოლოს დავამატებ რომ იმედი არ უნდა დავკარგოთ, ნათქვამია იმედი არასდროს კვდება მან უსასრულობას გაუძლო და ასე იქნება მომავალშიც მას ვერ დაამარცხებს ვერც ძალმომრეობა და ვერც სხვა ბოროტება. არ უნდა დავუშვათ რომ ჩვენს გონებაში შემოპარულმა პესიმიზმმა უკვე წესად ქცეულ ოპტიმიზმზე გამარჯვება ჰპოვოს, პირიქით ჩვენ ყოველთვის უნდა ვეძიოთ ხსნა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავნებდეთ.
- ავტორი: დავით საძაგლიშვილი
- წყარო: სტატიის მისამართი
- საავტორო უფლებები დაცულია - სხვა საიტზე ამ სტატიის გადაკოპირებისას, გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლება, მიუთითეთ სტატიის ავტორი და წყარო
ადამიანის ფანტაზია ისევე ეწინააღმდეგება და უარყოფს მეცნიერების დოგმებსა და კანონებს როგორც მეცნიერება ღმერთის არსებობას.