ე.ი. შემოვიდა კლიენტი საიტზე (ამ შემთხვევაში შენს საიტზე), გაიხსნა გვერდი და გინდა რომ ამ კლიენტის ვინდოუსის ბაზაში შეიტანოს ცვლილებები შენმა გვერდმა?
თუ ესეა, მაშინ მეეჭვება რომ რეგედიტის დონეზე შეძლოს ეგ ბროუზერმა და რატომ:
1. ეგ შუძლია პროგრამას, რომელსაც კლიენტი გადმოტვირთავს შენი ლინკიდან (ან მაილზე მიიღებს და გახსნის), მარა ამაზე ითქვა უკვე.
2. გვერდი რო ჩაიტვირთება კლიენტის მანქანაში, ამუშავდება სკრიპტი (ჯავასკრიპტი ან ვიზუალბეისიკ-სკრიპტი, ეს მეორე სხვათაშორის ნეტსკეიპზე არ მუშაობს), ამ სკრიპტს აქვს რაღაც შესაძლებლობები, მაგრამ ეს შეზღუდულია, იმიტომ რომ სკრიპტს "ხელი" მიუწვდება იმ ობიექტებზე, რომლებიც ბროუზერის მოდელშია ჩადებული, თანაც განსაზღვრულია, ამ ობიექტების რომელი თვისებების წაკითხვა-შეცვლა შეიძლება და რა ფუნქციებით. სკრიპტს არ შეუძლია მაგალითად კონკრეტულ ფოლდერში რაღაცა ჩაწეროს. ამ ობიექტებში-ფუნქციებში არის მოქმედებები რომლებიც ამ რეგისტრაციის ბაზაშიც ახდენს ცვლილებებს, მაგრამ არა უშუალოდ.
ხოდა ეს ჯავასკრიპტის პროგრამაც ის არის რომ იწერება რაღაცა ობიქტი.ფუნქცია ან ობიექტი.თვისება.ფუნქცია და ესე მოქმედებს. (მოკლედ წერტილი სად და როგორ დაჯდეს)
იმ მასალიდან მე რაც მაქვს, ბაზა როგორ შეიცვალოს მე ვერ ვხედავ, მაგრამ შეიძლება არის რაღაცა ობიექტი შესაბამისი თვისებებისა და მეთოდების (ფუნქციების) ჩამონათვალით, რომელიც მაგას შეძლებს, მეეჭვება...გაინავარდებდნენ ხაკერ-ვირუსისტები ქსელში

ჰოუმფეიჯად რო დაჯდეს გვერდი ან ფეივორიტში ეგ ჯავასკრიპტები არის და თუ გინდა
დავდებ. ისე ამ ობიექტ-მეთოდ-ფუნქციების სრული აღწერა მეც მაინტერესებს, თუ ვნახე ქსელში დავდებ ლინკს