კაცობრიობის ისტორიის მანძილზე თმის ფენი ძირითადად თავზე ამოსული თმის გასაშრობად გამოიყენებოდა, აგრეთვე სხვა თმიანი ადგილებისა თუ სველი ტანსაცმლისაც.
თუმცა თმის ფენით არა მარტო გაშრობა, არამედ სხვა ბევრი ოპერაციის შესრულება შეიძლება.
ჰაერის ეს საამო და ძლიერი ხელოვნური ნაკადი შემოქმედებით სულს სწორედაც რომ შემოქმედებისკენ უბიძგებს
ფენით მაიმუნობისთვის ძირითადად დაგჭირდებათ:1. ფენი.
2. დენის წყარო.
3. ხელები (სასურველია, საკუთარი).
4. კონკრეტული მაიმუნობის სახეობისთვის განკუთვნილი სხვა საგნები.
მაიმუნობა 1.
"ჟირაფი" ფენს ჩავრთავთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე, პირს ოდნავ დავაღებთ და ჰაერის ნაკადს მივმართავთ პირისკენ დაახლოებით 10 სმ-ის დაშორებიდან.
მაიმუნობა 2.
"lost" ალბათ გახსოვთ სერიალი "დაკარგულები" და ის მომენტები, როცა სერიალის გმირებს რაღაც ახსენდებოდათ და რეალობიდან მოგონებამდე გადასვლის მომენტში და პირიქით ისმოდა გუგუნის ხმა, რომელი თანდათან მატულობდა.
ამის გაკეთება უკვე ფენითაც შეგიძლიათ

ჩართეთ ფენი მაქსიმალურ სიმძლავრეზე და ჰაერის ნაკადი დაახლ. 15 სმ-ის დაშორებიდან, მიმართეთ ყურთან ახლოს და ეს ნაკადი ნელ-ნელა დაუახლოვეთ ყურს (ფენი იგივე მანძილზე გიჭირავთ). ნაკადი რომ უშუალოდ ყურში შევა, ზუსტად იმ მომენტში ფენი სწრაფადვე გაწიეთ.
თუ პირველივე ცდაზე არ გამოვიდა, არა უშავს. პრაქტიკაში ყველაფერი დაიხვეწება

მაიმუნობა 3.
"რაკეტა ჯდება მარსზე"ეს მაიმუნობა წინას ჰგავს, ოღონდ აქ ყველაფერი ფენის დაშორებაზეა დამოკიდებული.
ფენს ვრთავთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე და ვიჭერთ ყურიდან დაახლოებით 30 სმ-ის დაშორებით. ნაკადი მიმართულია უშუალოდ ყურის ნიჟარისკენ.
ნელ-ნელა ვიწყებთ ფენის მიახლოვებას და რაკეტაც ნელ-ნელა ეშვება მარსზე

მაიმუნობა 4.
"სადგურში გემი ჩამოდგა " 
ამისთვის ჩვეულებრივი "ნაბეღლავის"(აქ შეიძლება თქვენი რეკლამაც ყოფილიყო) ბოთლიც გამოდგება.
ბოთლი აუცილებლად ცარიელი უნდა იყოს.
ჩართეთ ფენი მაქსიმალურ სიმძლავრეზე და ჰაერის ნაკადი მიმართეთ თავმოხდილი ბოთლისკენ, დაახლოებით 1-2 სანტიმეტრის დაშორბიდან.
შენიშვნა: ამ მაიმუნობისთვის ჰაერის წრფივი ნაკადი დაგჭირდებათ ე.ი. მრგავლი პირი. თუ ფენს აქვს ბრტყელი პირი, სავარაუდოდ ეხსნება და მოხსენით

მაიმუნობა 5.
"გაჩერდი, მეშინია " 
დაგჭირდებათ დიდი ზომის ქილა ან კასრი ან ისეთი ჭურჭელი, რომელიც ღრმაა და შედარებით ფართო პირი აქვს.
ჩართეთ ფენი საშუალო ან დაბალ სიმძლავრეზე და ჰაერის ნაკადი მიმართეთ ჭურჭელში. დაშორება არეგულირეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ თრილერის კლიშირებულ "უუუუუუუ საშიშ" ეფექტს.
მუმიას აკლდამაში რომაა ფილმებში ქარის ზუილივით ხმა.
ამ ხმის მთელ პოეტურობას მხოლოდ ფენის საზიზღარი ღმუილი აფუჭებს

დარწმუნებული იყავით, თუ მამაკაცი ბრძანდებით და გვერდით საყვარელი ქალი გყავთ, ის აუცილებლად ახსენებს ამ მაიმუნობის სახელწოდებას.
(ან მიხვდება, რომ მაგრად ურიკინებთ aka ნი ვსე დომა)
ეს იყო ჩემი კოლექციიდან რამდენიმე.
საინტერესო იქნებოდა მათი აზრი, ვინც აქტიურადაა დაკავებული ფენოლოგიით (არ აგერიოთ ფენომენოლოგიაში).
გთხოვთ, აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება

აქვე

P.S. ფენი