#648952 · 14 Sep 2004, 12:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
VPN-ი ჩვეულებრივი DialUp-ვით მუშაობს, ამიტომ როცა ართებ Default Route-ს თავის თავზე რთავს, ეგ პრობლემა რომ მოაგვარო ელემენტარულად Default Route უნდა გაუთიშო VPN კონნექტს.
რა უნდა გააკეთო ამისთვის: 1. VPN კონნექტის პროპერტი ფანჯარაში გადადი Networking-ის ტაბზე, მერე აირჩიე TCP/IP -> Properties, მერე დააჭირე Advanced და use default gateway on remote network გამორთე. ამის მერე შეერთებულ VPN კონექტზეც გექნება ინტერნეტი. რაც მე დაგიწერე XP-ზეა ეგრე, თუ სხვა OS გაქვს შეიძლება ცოტა სხვანაირად იყოს default root-ი გამსარტველი, მაგრამ იდეა იგივეა, იქვე ახლომახლოს იქნება სადმე, მოძებნე.
2. იმ შემთხვევაში თუ შენი ამადეუსის სერვერი VPN სერვერიდან განსხვავებულ მანქანაზე აყენია, მაშინ მეორე პრობლემა გაგიჩნდება, ინტერნეტი კი იმუშავებს მაგრამ არ იმუშავებს ამადეუსი. ეგ იმიტომ, რომ უკვე შენი მანქანა ვეღარ მიაგნებს ამადეუსის სერვერს, ყველა პაკეტს default-ზე ინტერნეტში გაუშვებს, რა უნდა ქნა მაგის გასასწორებლად. პირველ რიგში უნდა გაიგო სერვერის ქსელი (ან პროსტო სერვერის IP) თუ მარტო ერთ მანქანასთან მუშაობ, მაგალითად ამადეუსის სერვერთან. მერე command line-ში აკრიფე: route -p add <ამადეუსუს სერვერის IP> mask 255.255.255.255 <შენი IP მისამართი რომელსაც VPN განიჭებს>
3. შეიძლება რაიმემ კიდე არ იმუშავოს, რა პრობლემა შეიძლება იყოს, შენი ლოკალური ქსელის IP მისამართები და VPN ქსელის ლოკალური მისამართები ერთნაირია, ან რაღაც მსგავსი პრობლემები, მაგას უკვე ადგილზე უნდა ნახვა, აქედან ვერაფერს ვერ გირჩევ.
|