ამ საქმეში მოცემულია ყვეა აუციელებლი პირობა

აირჩიეთ თქვენი როლი- ვინ იქნებით- დამცველი? ბრალმდებელი? მოსამართლე? მოწმე?... დააფიქსირეთ საკუთარი აზრი, იკამათეთ

შემოიტანეთ საკუთარი ჩვენებები, შეწორებები, წინადადებები... ნუ მოგერიდებათ

ვითამაშოთ

ესეც საქმე:
დედამ ნუცა სოფელში უნდა წაიყვანოს. ხვალ კი ნუცას დაბადების დღეა -8 წლის ხდება. საჩუქრად თავისივე არჩეული დასაქოქი თვითმფრინავი მიიღო, რომელიც ხვალამდე დედამ სადღაც შეინახა და თვითონ კი წვეულებისათვის მზადება დაიწყო. ნუცამ დახმარება შეთავაზა. დედამ ჯერ იუარა, მაგრამ ბოლოს, შვილი რომ აღარ მოეშვა, ნიგვზის გარჩევა დაავალა. ნუცამ მუშაობასთან ერთად დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ მოაწონებდა სოფელში ამხანაგებს თავის თვითმფრინავით. ოცნებაში წასულმა ნელ-ნელა, შეუმჩნევლად დაიწყო ნიგვზის ჭამა. ბოლოს რამდენიმე ცალიღა მიუტანა დედას, და მოატყუა, მეტი არ იყოო. დედამ არაფერი უთხრა და სათამაშოდ გაუშვა.
მეორე დღეს, ახლადგაღვიძებულმა ნუცამ მაშინვე მაგიდას მიაშურა, სადაც თავისი თვითმფრინავის კოლოფი იდო. გახსნა და- სადაა თვითმფრინავი??? კოლოფი ნიგვზით სავსე იყო!!! კითხვაზე, სად იყო თვითმფრივანი, დედამ უპასუხა, რომ იქ თვითმფრინავი არ ყოფილა . თნ დაუმატა: შენ ხომ ასე ძალიან გიყვარს ნიგოზი, ნუცა! ნუცა ტირილით ჩაეხუტა დედას. "ასე უსიტყვოდ მოინანია ნუცამ თავისი დანაშაული". (საქმის დასასრული

)
და, ყველაფერთან ერთად, განსაჯეთ :
1. სადაა, ვის მხარესაა სამართალი? რა არის სამართალი? ვინ ადგენს სამართალს?(ამ კონკრეტული მაგალითიდან გამომდინარე)
2. სწორად მოიქცა დედა? რატომ?
3. ვინ ზარალდება ამ შემთხვევაში?
4. როგორია თქვენი განაჩენი? ამ შემთხვევაში ვინ რას იმსახურებს - ნუცაც და დედამისიც?