ამ კაცზე თემა ვერ ვნახე, ვერც კატალოგში და ვერც სერჩით და თუ მაინც არის სადმე, მიაერთეთ, ჯანდაბას

მაგრამ თუ მართლა არ არის ამ კაცზე თემა, ფრიად გასაკვირი ამბავია, იმიტომ რომ მხეცი დრამატურგი ყოფილა, ცხონებული.
აგერ მოკლე ჩამონათვალი მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებების:
"ჰედა გაბლერი",
"თოჯინების სახლი",
"გარეული იხვი",
"მოჩვენებები",
"ხალხის მტერი"
სხვა თუ არაფერი, პერ გიუნტი, გრიგს იბსენის პოემის შთაგონებით დაუწერია.
ქართულად ბაჩანა ბრეგვაძეს უთარგმნია და ასლანას გამოუცია
ვისაც ქინდლი გაქვთ ან ქინდლის აპლიკაცია ანდროიდში და ინგლისურიც გეკერკებათ, ამაზონზე სრულიად უფასოდ არის თითქმის ყველა ძირითადი დრამა, ერთი Wild duck ვერ ვიპოვე.
ვიკიპედია იუწყება, დადგმების რაოდენობით შექსპირი ხომ პირველია, მაგრამ აი მეორე უკვე იბსენი არისოო.
მოკლედ დაწერეთ შთაბეჭდილებები, შეფასებები, კომენტარები, შენიშვნები და რეპლიკები, ისიც თქვით თუ სადმე გეგულებათ რომ იბსენს დგამდნენ თბილისში.
ლევან ბერძენიშვილსაც აქვს ორ საათიანი ლექცია იბსენზე და ვისაც არ დაგეზარებათ, დააგდეთ ეგეც
This post has been edited by watch_out_someone_is_in_the_room on 4 Sep 2015, 10:59
მიმაგრებული სურათი