დღეს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი კონტროლირდება რუსული საჯარისო ფორმირებების მიერ, იქ განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზები, ამ ტერიტორიების ირგვლივ განლაგებულია რუსი ჯარისკაცები და მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა, - საქართველოს ართმევენ ტერიტორიებს.
რუსეთი ცდილობს მის მიერ ძალით შემოსაზღვრული ქართული რეგიონების ეკონომიკურ ინტეგრაციას თავის სახელმწიფოში და ამით ფაქტიურად ანგრევს ჩვენს ქვეყანას.
სასაცილოდ ჟღერს რუსეთის ჯარების დღემდე შემორჩენილი სახელი - სამშვიდობო ჯარები!!!
ეს ჯარი არის ჩვენი ტრაგედია.
ხვალ, 27 სექტემბერს არის სოხუმის დაცემის დღე. მოდით კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ტკივილი მსოფლიო საზოგადოების წინაშე და ყველას განვუცხადოთ, რომ რუსული ჯარი და სამხედრო ბაზები სასწრაფოდ არის გასაყვანი საქართველოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არასდროს დაისადგურებს მშვიდობა და კეთილდღეობა.
ხვალ, 27 სექტემბერს მობრძანდით რუსეთის საელჩოსთან (ვაკეში) 6 საათზე და მშვიდობიანი ფორმით კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან.
ეს აქცია არ არის მართული არც ერთი ორგანიზაციის მხრიდან, ეს არის ქართული საზოგადოების ნაწილის აზრის და პოზიციის გამოხატულება.
გთხოვთ მობრძანდით ამით თქვენი პირადი პოზიციაც დაფიქსირდება.
ძალა ერთობაშია.P.S. არანაირი პოლიტიკური და ან არასამთავრობო ან სხვა სახის ორგანიზაცია არ გახლავთ ამ აქციის ორგანიზატორი, აქციაზე მოსული ნებისმიერი მოქალაქე თავის პირად პოზიციას აფიქსირებს რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ! ეს არის
Re: აქცია 2(http://re-aqcia.info) !
This post has been edited by amigo on 26 Sep 2004, 18:36