27 სექტემბერს ნორვეგიაში ჩატარებული აქცია ალბათ ყველაზე მცირე რიცხოვანი იყო
თავისი მასშტაბებით. 12 კაცისგან შემდგარი ჯგუფი გამოხატავდა
პროტესტს და იცავდა ერის ინტერესებს რუსეთის საელჩოს წინ.
როგორც აღინიშნა პრესას და მედიას დიდი ინტერესი მართლაც არ გამოუჩენია, რაც აბსოლიტურად მოსალოდნელი იყო. თუმცა ეს ჯერ დასაწყისია და იდეებია განსახორციელებელი.
ამ ქვეყანაში აქციის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო , რადგანაც ნორვეგიული საზოდაგოება მინიმალურ ინფორმაციას ფლობს საქართველოს შესახებ.
აქციის წევრებმა არ დაზოგეს არც ხმა და არც ენერგია მიეწოდებინათ სათქმელი საელჩოს წარმომადგენლებისა და უბრალო მოქალაქეებისთვის

))
"ზარაზას" ფორუმზე ქება არ აკლია, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს რომ მისი დამსახურებაა ჩვენი აქციის მოწყობა:) ამიტომ მხარდაჭერისთვის და ენთუზიაზმისთვის დიდი მადლობა მას:) ასევე მადლობა იმ ორგანიზატორებს ვინც შეძლო ამ იდეისთვის ხორცშესხმა!
სურათებს მოგაწვდით აუცილებლად:)
* * *
"ფლიერ" შენ კი მოკითხვა ჩემგან:)