
Hardstyle (მძიმე სტილი) ელექტრონული მუსიკის მიმართულებაა, რომელიც შეიქმნა techno-ს, hard ტრანსსა და gabber-ის შერწყმით.
ეს სტილი შეიქმნა 90-იან წლებში როგორც techno-ს ქვესტილი. შემდგომ მძიმე techno-ს დაემატა ბასი და სინთეზატორი, რის შედეგადაც წარმოიშვა უფრო უხეში ხმა, რომელიც ჰგავს უფრო hardcore techno-ს. ეს სტილი უფრო პოპულარული გახდა მას მერე, რაც შეიქმნა მრავალი რემიქსი სხვადასხვა მუსიკოსების პოპულარულ მელოდიებზე. ამ სტილის შემქმნელად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქალი DJ Dana van Dreven (ახლა ცნობილია სახელით Lady Dana).
Lady Dana-მ მუსიკის წერა და გამიქსვა დაიწყო 2000 წელს. სწორედ 2000 წლიდან Hardstyle-მა დაიწყო წინსვლა, როგორც ცალკეული სტილი ელექტრონულ მუსიკაში. დღესდღეობით ამ სტილში დამძიმებულია ბიტი და იგრძნობა ტენდენცია gabber-სთან მიახლოების. დღეს Hardstyle არის ცალკეული ელექტრონული მუსიკის სტილი, რომლის BPM მერყეობს 140—150-მდე.
ძირითადი მახასიათებლები:
მელოდიური და მძიმე მოტივი;
უჩვეულო ექსპერიმენტული და მოდიფიცირებული მელოდია;
აბსტრაქტულობა, რომელიც შექმნილია მცირე რაოდენობით სემპლებისგან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სემპლების მცირე რაოდენობის მიუხედავად ისინი ხშირად იცვლიან სიჩქარესა და ტონალობას;
ქაოსური მოტივი, ანუ ორი სხვადასხვა მოტივის ერთმანეთზე დადების საშუალება
Hardstyle-ს ძირითადი ხმოვანი არქიტექტურა წააგავს techno-ს (Bass, Hit Hate, Snaredrum). მაგრამ აქ snaredrum-ს აქვს ასეთი მნიშვნელობა: მისი ხმა ისეთია, თითქოს ის ირეკლება დარბაზის კედლებიდან, ანუ დადებული აქვს რევერბის ეფექტი. ამ სტილისთვის დამახასიათებელია რითმის უეცარი შეწყვეტა, ასევე მისი უეცარი გაგრძელება. ანუ შეუძლია უცებ გაჩერდეს და შემდეგ უცებ დაარტყას. ასევე რითმი და მოტივი შეიძლება არ ჟღერდეს ტრეკის ტემპში — მელოდია შეიძლება ბიტზე უფრო ჩქარი ან ნელი იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ქვეყანაში არსებობს თავისებური Haardstyle.
Qlimax ეს არის hardstyle N1 ივენთი რომელიც ტარდება შემოდგომაზე ჰოლანდიაში და მას 30 000ზე მეტი მსმენელი ესწრება
Defqon 1 ეს არის N2 რომელიც ზაფხულში ტარდება
Exlusive არის მხოლოდ 1 Dj-თვის მიძღვნილი საღამო
In contol არის დედამიწისთვის მიძრვნილი ივენთი (როდის ტარდება არ ვიცი)
ვინმეს ტრეკები თუ უნდა მითხრას და ავთვირტავ, ოხრად მაქვს

P.S. მოდერ ვიცი რო არის სხვა თემა მაგრამ ის მაგარი მკვდარია და ეს დატოვე რა
This post has been edited by stalker_gamer on 11 Mar 2011, 23:33