შაქროIIC- ზე დაწერილი ფორუმი მომგებიანი შეიძლება იყოს მხოლოდ კონკრეტული და იშვიათი შემთხვევისათვის, პჰპ - ზე დაწერილი ფორუმები პოპულარულია რამოდენიმე მიზეზის გამო, როგორც აღნიშნე კომპილაცია არ სჭირდება, ყველა პლატფორმაზე მუშაობს და ა.შ. მაგრამ მთავარი მიზეზი ეგ არ არის, ფორუმი როგორც წესი უნდა იყოს მარტივი გამოსაყენებელი და ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი, ამავე დროს ადვილი უნდა იყოს მისი საპორტი, უზარმზარი არმია იყენებს დღეს IPB, phpBB - ს და vBulletin - ის ფორუმებს, სამივეს უმთავრესი ღერებულება ის არის რომ მათი გამოყენება მარტივია და მწარმოებლების მხრიდან საპორტიც ადვილად ხორციელდება (ცვლილებებ, ბაგ ფიქსები, ახალი კომპონენტები), ამიტომ არ მგონია რომ C- ზე ფორუმის დაწერამ ფორუმს როგორც ასეთი რაიმე უპირატესობა შესძინოს, აგერ არის ჯავაზე დაწერილი ფორუმი (ნიმუში:
http://www.jboss.org/index.html?module=bb) რომელიც ჯბოსის სასტავმა დაწერა მაგრამ რა ხეირი?? მუშაობს მარტო ჯბოსს ნუკთან (
http://sourceforge.net/project/showfiles.p...ackage_id=84509 ) ერთად, მისი დაყენება და გამართვა საკმაოდ დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს, მასში ცვლილებების შეტანაზე არაფერს ვამბობ... აგერ ამდროს vBulletin - ის ფორუმს წარმატებით იყენებს ჰოტსკრიპტ.კომი (
http://www.webhostingtalk.com/ ) და ძალიან დიდ დატვირთვასაც იტანს, რითი უნდა აჯობოს C - ზე ან Java - ზე დაწერილმა ფორუმმა მაგალითად vBulletin - ს ან თუნდაც IPB - ს?
This post has been edited by იოსები on 9 Oct 2004, 21:43