fаshistნეირონულ ქსელებთან გიმუშავია?

ნეორონული ქსელი ჩვეულებრივი პროგრამისგან იმით განსხვავდება, რომ თავიდან არის დებილი, რომელიც სწავლობს (შეგნებულად არ ვსვამ ბრჭყალებში), დროთა განმავლობაში რაც მეტს მუშაობს, მით უფრო ჭკვიანი ხდება, ასეთი პროგრამა არასდროს მოგცემს აბსოლუტურ შედეგს - ანუ ყოველთვის იქნება შანსი, რომ შეცდომა დაუშვას - განსხვავებით ჩვეულებრივი პროგრამისა, რომელიც ერთიდაიგივე შემთხვევაში ზუსტად ერთნაირ შედეგს მოგცემს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სტანდარტული წრფივი დაპროგრამება გამოუსადეგარია,
მაგალითად დღეს ბევრ ტელეფონშია ხმოვანი ბრძანებების აღმქმელი სისტემა (ანდროიდებზე Google Now, აიოსებზე Siri და ა.შ.), აქ უნდა გაითვალისწინო რამდენიმე გარემოება:
1.) ყველა ადამიანის ხმა უნიკალურია.
2.) ყველა ადამიანი ერთი დიალექტით/კილოთი არ საუბრობს, ერთი ადამიანიც კი არ საუბრობს ყოველთვის ერთიდაიმავე ტონით.
აქ ორი გზაა, ან შემქნა ძალიან, ძალიან დიდი ბაზა, სადაც ჩაწერილი იქნება ძალიან ბევრი ხმა - ასევე ძალიან ბევრი ვარიაციით და ამ შემთხვევაშიც ასეთი პროგრამა მხოლოდ კონრეტულ შემთხვევებზე იმუშავებს და როგორც კი მიიღებს ისეთ ბრძანებას, რომლის ხმაც ბაზაში არ არის - "გაიჭედება".
და მეორე, პროგრამა რომელიც, მართალია აბსოლუტურ შედეგს არასდროს მოგცემს და პატარა შეცდომები შეიძლება ყოველთვის დაუშვას, სამაგიეროდ იმუშავებს ზოგადად და არა მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში.
ამ დროს ერთვება თამაშში ნეირონული ქსელი.
ხელოვნური ინტელექტი კი იდეაში არის ძალიან მძლავრი და როგორც შენ აღნიშნე კომპლექსური ნეირონული ქსელი და ისეთ AI-ს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებისეულ თასქებში ჩაანაცვლებს ადამიანს (აქ საუბარი არ არის, რომელიმე კონკრეტულ საქმეზე, აქ საუბარია სხვადასხვა საქმის სწავლისა და შესრულების შესაძლებლობაზე), იმდენად დიდი ანალიტიკური უნარი უნდა ჰქონდეს, რომ მოერგოს ძალიან ბევრ მოულოდნელ გარემოებას და ასეთი ჭკვიანი სისტემის მონობა ჯერ რომ თავიდანვე ეჭვ ქვეშ დგას და თუ "დაგემონება", ძალიან დროებითი იქნება ეგ ყველაფერი.
Uxeiroუხეიროს ვახლავარ, აესე რა, თითქოს კარგი პირი უჩანს წელს ჩემ მოსავალს.
თავად?
This post has been edited by გოგრა on 31 Aug 2016, 15:10