რჩევები ქალბატონებს ერთ-ერთი რუსი ფსიქოლოგისგან, პრაქტიკიდან და მისი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე
ბოლო 5-6 წლის პერიოდში მე მომიწია ალბათ ორასზე მეტ წყვილთან კონტაქტი და მიღებულმა გამოცდილებამ მომცა უფლება ეჭქვეშ დამეყენებინა ფრაზა "ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია". თუ გავითვალისწინებთ ფაქტების იმ სიმრავლეს, რომელიც პიროვნებას აყალიბებს, ფსიქოლოგია იმაზე მეტად გვაგონებს არითმეტიკას, ვიტრე თქვენ წარმოგიდგენიათ...-
ბუნებრივია, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადად ქალი - უფრო ემოციური არსებაა, რომელსაც მეტი დრო სიჭირდება, რომ მივიდეს ლოგიკურ დასკვნებამდე. ის ინტერვალი, სანამ გრძნობიდან გონებამდე მივა სიგნალი და შესაბამის დასკვნას გამოიტანს, შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. გამოუცდელობის და აღზრდის თავისებურებების "წყალობით" ქალების უმეტესობა სწორედ ამ ინტერვალში ცხოვრობს (

). მსჯელობის და დასკვნის გამოტანის დრო არასდროს არ აქვთ იმიტომ, რომ როგორც წესი, მოდის მომდევნო, რაიმე ახალი ემოცია და მთელი ციკლი მეორდება თავიდან. რომ გამოვიდეს ამ ბინდიდან, ქალმა უნდა ისწავლოს თავისი ემოციონალური პროცესების დამუხრუჭება და გონებრივი პროცესების ფორსირება, პირველ ეტაპზე კი - იმ წესებს მაინც მიყევით ბრმად, რასაც გთავაზობენ ფსიქოლოგები
-
1. ყოველ წამს გახსოვდეთ, რა არის კაცთან ურთიერთობის თქვენი მიზანინორმალური ადამიანების მიზანი ურთიერთობისას - არის ის, რომ უზრუნველყონ მაქსიმალური კომფორტი რაც შეიძლება მეტი დროით, ანუ იყვნენ ბედნიერები და გააბედნიერონ პარტნიორი. ჰოდა გაუმეორეთ თქვენ თავს ეს ყოველ წამს, როცა მისი ჭკუის სწავლებას შეეცდებით, როცა დატუქსვავს შეეცდებით, როცა იკამათებთ პოლიტიკაზე, რელიგიაზე, ან სულაც მისი შარვლის ფერზე, როცა მის მეგობრებზე აზრს გამოთქვამთ, ან როდესაც უმიზეზოდ წაეკიდებით პრემენსტრუალური სინდრომის დროს. ღირს კი თქვენი ინტერესების დაცვა ან სიმართლის დამტკიცება კონკრეტულ სიტუაციაში იმ სიმშვიდედ და სიხარულად, რომელსაც ამ დროს ართმევთ პარტნიორს ?
თერაპიულ სეანსებზე მე ვუსმენ ხოლმე როგორც წყვილებს, ასევე ცალ-ცალკე მეუღლეებს და შემიძლია თამამდ ვთქვა: კონფლიქტების ორი მესამედი შეიძლება ასე აღიწეროს: "ქალმა შექმნა პრობლემა არაფრისგან შემდეგ ლამის ტრაგედიამდე აიყვანა კაცის ურეაქციობა ამ სისულელეზე " (

)
2. შეაქეთ ისთუ შექების ღირსიც არ არის და მას ხელიდან არაფერი გამოსდის, მაშინ საერთოდ რა გინდათ ასეთ ლუზერთან.დაშორდით და ნუ გაუხანგრძლივებთ აგონიას ერთმანეთს (იხ. პუნქტი 1). ნუ იქნებით მისთვის კრიტიკული დედა, შარიანი უფროსი, მკაცრი მასწავლებელი, ან ჭირვეული ქალიშვილი. ბევრს გაგიგათ ალბათ ბავშვობაში გამოთქმა - "ქებამ აწყინაო", ჰოდა იცოდეთ, რეალურ სამყაროში, ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ადამიანს არანაირი ქება არ "აწყენს", ყველა ადამიანს აქვს თვითშეფასების დონე. და მისი ქება პირფერობას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ თვქენ უყურებთ ყველაფერს კარგის დანახვის სურვილით.
ქება ყველას სიამოვნებს და თუ არ შეიტანთ მას თქვენს "არსენალში", ყოველთვის გამოჩნდება თქვენზე ჭკვიანი, ვისთანაც მამაკაცი ურთიერთობას გააგრძელებს
3.არ დაამციროთ და სცენები არ მოუწყოთ ხალხშიურთიერთობის გარკვევა საზოგადოებრივ ადგილებში - არა, არა და არა ! საგოგადოებრივი იმიჯი კაცისათვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქალისათვის, რომელსაც შეუძლია თავს ნება მისცეს ხანდახან ლამაზ ქარაფშუტად გამოჩნდეს ხალხის თვალში. როდესაც მეორე ნახევარი, კაცის ყველაზე "ნდობით აღჭურვილი პირი" ანგრევს კაცის იმიჯს მეგობრების თვალწინ, კოლეგების თვალწინ, ან თუნდაც მეტროში უცნობი ხალხის თვალწინ, კაცისთვის ეს აღიქმება როგორც ზურგში დანის ჩაცემა. ასეთ რამეს უმეტასად პატიობენ ხოლმე, მაგრამ არასდროს ავიწყდებათ. ასე, რომ მოითმინეთ ხოლმე სახლამდე, თან ცოტას გადაგივლით და თან იფიქრეთ ხოლმე კვლავ პუნქტ #1-ზე
4.არ გამოიყენოთ მასთან მიმართებაში კნინობითი სახელებილევანიკო, გიორგუნა, ოთიკო, ბაჭია, დათუნია - ეს ის არაა როგორადაც მას თავი წარმოუდგენია თავის ოცნებებში. ეს ისეა, როგორც მან რო დაგიძახოთ - ჩემი 5.0-იანი ძრავი, ჩემი მოსინის კარაბინი, ჩემი 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული ან სულაც ჩემი სუპერძუძუები. წარმოიდგინეთ ხომ ? სამუდამოდ ამოიღეთ ლექსიკონიდან კნინობითი სიტყვები და დაბოლოებები. მოსაფერებელი სიტყვები კარგი სექსის შემდგომი პერიოდისთვის შემოინახეთ
5. მხარი დაუჭირეთ მის წამოწყებებს, ყველაზე იდიოტურსაც კიწინააღმდეგობით შეხვდეს ყველაფერს ახალს - ეს ყველა ადამიანის ბუნებაშია ჩადებული, მაგრამ მოგიწევთ ბუნებაზე ჭკვიანი იყოთ. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, თუ რა ზიანი შეიძლება მოგაყენოთ პირადად თქვენ ან თქვენი ოჯახის კეთილდღეობას მისმა წამოწყებამ, გატაცებამ, ჰობმა და ა.შ.
თქვენ გენანებათ ის დრო რომელსაც კაცი ანკესთან ერთად სათევზაოდ ატარებს, ან რამდენიმე ასეული ლარი გენანებათ რომ მანქანის ახალი ნაწილი იყიდოს და ბედნიერი იყოს ? აბა მას კითხეთ როგორ ვერ იტანს თქვენს ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის მაღაზიებში ვოიაჟებს ?
და კვლავ მთავარი - არ უბამთ და არ დაუჭერთ მხარს თქვენ - ყოველთვის გამოჩნდება სხვა, ვინც აუმაბს და დაუჭერს მხარს. კაციც მასთან უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, ვისტანაც მეტ საერთოს ნახავს და საბოლოოდ თქვენ გვერდზე დარჩებით
6. იყავით ყველაზე მიმზიდველი მისთვის, და არა კლასელებისთვის, მეგობრებისთვის და ა.შ.მონადირის სინდრომი, ინტერესს რომ კარგავს მსხვერპლის მიმართ მისი დაჭერის შემდეგ, ქალებსაც არანაკლებ ახასიათებთ ვიდრე კაცებს. ის, რომ ქორწინების უღელში გააბით, ერთად ცხოვრობთ ან თქვენი მეუღლეობა ხელმოწერით აქვს დადასტურებული, არ არის გარანტია იმისა რომ სამუდამოდ თქვენ ეყვარებით. ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემი პაციენტი მამაკაცების უმრავლესობა სწორედ იმაზე ჩივის, რომ ქალებს აღარ აინტერესებთ საკუთარი გარეგნობა მას შემდეგ, რაც ურთიერთობა სტაბილურ კალაპოტში დგება. თუ ის თავიდანვე დაინტერესდა სათვალიანი, ნაცრისფერთმიანი ფიზიკის მასწავლებლით, რომელსაც კოჭებამდე კაბა და უშნო ფეხსაცმელი აცვია - ეს სხვა საქმეა. მაგრამ როდესაც თქვენ ქორწილის ფოტოებში ქერა თმებით, ვარდისფერი ლოყებით, ლამაზი მაკიაჟით და მაღალქუსლიანებით ხართ და ახლა კი რაღაც უაზრო ვარცხნილობით და საშინაო ტანსაცმლით, მაშინ ნუღარც განაწყენდებით, თუ თქვენ აღარ აღგიქვამენ მიმზიდველ ქალად. მითუმეტეს მაშინ, როცა კორპორატივზე ან რაიმე წვეულებაზე წასვლისას ყიდულობთ ახალ კაბას, საგულდაგულოდ იპრანჭებით, სახლში კი იმ კოჭებამდე პიჭამოთი დადიხართ, რომელშიც გძინავთ. ამ პუნქტის შესრულება ძალიან ადვილია, მაგრამ ქალები რათომღაც მაინც ყოველთვის ივიწყებენ
7. ის არის უფროსი და მორჩამართლაც, ეს ხომ უფრო მოსახერხებელია. ევოლუციის, სოციალური სტანდარტების თუ ოჯახების აღზრდის წყალობით მამაკაცი აღზრდილია ლიდერად, პრობლემების გადამჭრელად, გემის კაპიტნად და ა.შ. ეს არანაირად არ გაკნინებთ და შეურაცხყოფთ თქვენ, თუ თავად არ გადაწყვეტთ რომ ეს თქვენთვის დამაკნინებელი და შეურაცხყმოფელია. ერთმა გოგომ ავტობუსიდან ჩამოსვლისას მამაკაცისგან ხელის შეშველება შეიძლება აღიქვას როგორც გალანტურობად და და პატივისცემად, ხოლო მეორემ დამცირებად და მინიშნებად იმისა, რომ გონიათ იგი შეშველების გარეშე ვერ ჩამოდის ავტობუსის დიდ საფეხურებზე, იმიტო რომ მას მოკლე ფეხები აქვს. გასაგებია ხომ, რომელი გოგო უფრო იღებს სიამოვნებას მამაკაცებთან ურთიერთობისგან ? თქვენი გადასაწყვეტია რომელი ტიპის გოგო იქნებით, საქმე მხოლო ფაქტების აღქმაშია.
მიანიჭეთ მას სიამოვნება იყოს ძლიერი, იმოქმედოს, გადაწყვიტოს პირველმა თუნდაც ცდებოდეს. თქვენ მოგვიანებით მაინც შეგეძლებათ რომ ჩუმად, ხმაურის გარეშე გამოასწოროთ სიტუაცია. მაშინაც კი, როდესაც ლომის წილს თქვენ ასრულებთ, "შენ ჩემი გმირი ხარ" როლის თამაში არ უნდა გაგიჭირდეთ, თუ მართლა გიყვართ თქვენი პარტნიორი
8.ილაპარაკეთ მნიშვნელოვან საკითხებზე პირდაპირ, მინიშნებების გარეშეკაცები მშვენივრად იგებენ მინიშნებებს, ოღონდ ხშირად იმ მინიშნებებს, რომლებსაც იღებენ ისევ სხვა კაცებისგან, ან იმ მინიშნებებს, რომელთა გაგებაც მათ უნდათ. ზოგადად, მათთვის არ არის მიღებული მინიშნებებით, ანდაზებით ან გადატანითი მნიშვნელობებით ლაპარაკი. ამიტომ, ესაუბრეთ ყოველთვის პირდაპირ
9.ნუ დააყენებთ მას თქვენი სამყაროს ცენტრში და ნუ მოითხოვთ მისგანაც იგივესმხედველობაში მაქვს არა ჭეშმარიტად ზრუნვა ან ჭეშმარიტად სიყვარულის მოთხოვნა, არამედ ყურადრების მოთხოვნა ყველა წვრილმანზე. ნახევრსაათიანი სატელეფონო საუბრები დღეში ხუთჯერ არაფერზე, ყველა კაცს თავს აბეზრებს. თქვენი ასეთი მასზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებულება ზუსტადაც რომ აღიზიანებს, ამიტომ ნუ ეცდებით ოფიციალურად მას მიუძღვნათ მთელი თქვენი ცხოვრება, ეს მამაკაცს აშინებს, ხოლო "საყვედურები უყურადღებობაზე", რაშიც, როგორც წესი იგულისხმება, რომ მან გამოხატოს ემოცია რაიმე უშინაარსობაზე, ძალიან ღლით კაცებს, ხოლო თქვენ კი დარჩებით აცრემლებული თვალებით და ფრაზით - "უმადური და დაუნახავი, მე ხომ მას მთელი ჩემი თავი მივუძღვენი". მთელი თქვენი თავი თქვენც კი არ გჭირდებათ, ვთქვათ სიმართლე. და მას ხომ მითუმეტეს მხოლოდ თქვენი "ყველაზე გემრიელი ლუკმები" უნდა შესთავაზოთ
10. ისწავლეთ გემრიელი კერძების მომზადებადა ამზადეთ. საწინააღმდეგო არც კი განიხილება. "საჭმელების კეთება არ იცის" ნათქვამი თქვენთვის ისეთივე მტკივნეული უნდა იყოს, როგორც მამაკაცისთვის იქნებოდა ვთქვათ - "მისი ცოლი უფრო მეტს შოულობს და შემოაქვს ოჯახში, ვიდრე თვითონ". გაიღეთ "მსხვერპლი", თქვენ ხომ სწორედ თანასწორობა გინდოდათ ოჯახში
This post has been edited by Phenem on 16 Oct 2014, 11:38