აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა "2004 წლის აქტს ბელორუსიაში დემოკრატიის შესახებ", რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ახლა, დოკუმენტის თანახმად, ბელორუსია აშშ-სგან არანაირ დახმარებას არ მიიღებს, გარდა ჰუმანიტარულისა.
სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ ბელორუსიის ხელისუფლება "ციხეებიდან პოლიტიკურ პატიმრებს გამოუშვებს და დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად იმოქმედებს".
აშშ ოპოზიციის ლიდერთა "გაუჩინარების" ფაქტების გამოძიებას, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფკავშირებისა და დამოუკიდებელი მასმედიის დევნის შეწყვეტას, ასევე ეუთოს ნორმების შესაბამისად თავისუფალი და პატიოსანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფას მოითხოვს.
აშშ მკაცრად აკრიტიკებს პირადად პრეზიდენტ ლუკაშენკოსაც. ჯორჯ ბუშის განცხადებაში ნათქვამია, რომ "იმ დროს, როცა ყველგან მსოფლიოში თავისუფლება მტკიცდება, ალექსანდრე ლუკაშენკო და მისი მთავრობა ცდილობენ, ბელორუსია ევროპის შუაგულში რეპრესიულ რეჟიმად გადააქციონ".
თავად ლუკაშენკომ ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზე სანქციებს "ბელორუსიაზე სულელური ზეწოლის რეჟიმი" უწოდა.
საპნით თუ უსაპნოდ?----საკითხავი აი ეს არის....