გაინტერესებს რატომ იქცევა ადამიანი ასე?!
ხოოო ..... ეს ბევრს აინტერესებ(თ)დათ

- ვისთვის?
ა) სამყაროს შემქმნელისათვის ნამდვილად არამგონია. ადამიანი სისტემის შემადგენელი და მისი განუყოფელი ნაწილია.
კითხვას ვერ დავსვავთ - ''რომელია მნიშვნელოვანი სისტემაში?'' - ყველაფერი ერთად ქმნის მას.
ბ) ადამიანისათვის? და განა მან იცის რას ადარებს თავს?! ან თავად რას წარმოადგენს?!
სამყარო პირობითად იყოფა ორ ნაწილად: '' ყოფა-ჩვენს - შიგნით'' და ''ყოფა-ჩვენს გარეთ''
(შინაგანი სუბიექტური და გარეგანი ობიექტური)
კანტის განსაზღვრებით ''საგანი რომელიც წარმოგვიდგება ჩვენ'' და ''საგანი თავისთავად''
- დავუშვათ და მთელი კაცობრიობა გაქრეს - მატერიალური სამყარო კი დარჩეს.
არამარტო ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება, არამედ ისიც რაც ადამიანმა შექმნა: ნაგებობები, მანქანები, წიგნები, სურათები...
არა აქვს მნიშვნელობა შექმნა ადამიანმა თუ ბუნებამ, იქნა ის შეცნობილი ადამიანის მიერ - თუ არა, ასევე რას ფიქრობდა მასზე ...
მივიღეთ ყველაფერი, მთელი ენერგომატერია ადამიანის გარეშე ანუ ყოფა-ჩვენს-გარეთ.
- სამყაროს, ყოფას ადამიანი შეიცნობს გრძნობათა ორგანოების მეშვეობით და ყველაფერი შეცნობილი განლაგებულია მის გონებაში - საგანი რომელიც წარმოგვიდგება ჩვენ.
ადამიანს საქმე აქვს არა საგანთან რომელიც თავისთავად არსებობს (მისგან დამოუკიდებლად)
არამედ შეხება აქვს საგანთან რომელიც მას წარმოუდგება- ჩვენ რეფლექსურ გონებას არ ძალუძს ზუსტი ზღვარის გავლება შინაგანსა და ობიექტურ სამყაროს შორის - როგორია ის სინამდვილეში და როგორ წარმოგვიდგება.
თუმცა გვესმის, რომ საზღვარი არსებობს. ასევე გვესმის, რომ ყველა დონეზე ვერ შეგვიძლია წარმოდგენა ვიქონიოთ საგნის შესახებ - ვახდენთ თეორიზაციას, მოდელიზაციას...
- რადგან არ შეგვიძლია ზუსტად გავავლოთ საზღვარი, ამიტომ ჩვენს გონებაში მათ თანაბრად რეალურნი არიან და ასევე თანაბარ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
გონება - გარკვეულწილად ცალკე არსებული, დამოუკიდებელი ფენომენი, რომელიც ფაქტობრივად განაპირობებს ადამიანის მოხსენებას პიროვნებად.
აღარ იქნება კაცობრიობა?! - აღარ იარსებებს '' ყოფა-ჩვენს - შიგნით''
ხოლო ''ყოფა-ჩვენს გარეთ'' ანუ ''საგანი თავისთავად'' - რა თქმა უნდა იარსებებს.
მაგალითად: გაქრა კაცობრიობა - მასთან ერთად გაქრა პოეზია.
არადა პოეტისათვის და პოეზიის მოყვარულისთვის ის წარმოადგენდა სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შინაგან ყოფას: იტანდა შიმშილს, სიღარიბეს, უარს ამბობდა ბევრ რამეზე, ინფაქტს იკიდებდა

....
აღარ არის კაცობრიობა - გაქრა მორალი. ფერწერის შედევრები იქცა ტილოებად და რემბრანტი ვერაფრით აჯობებს ვინმეს დაჯღაბნულს. მუსიკა გადაიქცა ინსტრუმენტთა უაზრო გროვად. მეცნიერება - თეთრ ფონზე შავი ''ლაქები და ა. შ. და ა. შ...
This post has been edited by AMSTERDAMMER on 1 Nov 2004, 17:45