Tabos_dzmaკი ბატონო

პატარა ისტორიული ექსკურსი. აი ციტატა, თარგმნა მეზარება..
"Игру "Жизнь" придумал в конце 60-х годов американский математик Конуэй (Conway), и она сразу же оказалась весьма популярной, поскольку позволяет выполнять интересные исследования и получать удивительные, неожиданные результаты. Для этой игры не требуется партнер — в нее можно играть и одному. Возникающие в процессе игры ситуации очень похожи на реальные процессы, происходящие при зарождении, развитии и гибели колоний (популяций) живых организмов. По этой причине "Жизнь" можно отнести к категории моделирующих игр, которые в той или иной степени имитируют процессы, происходящие в реальной жизни."
ეხლა კი თამაშის პრინციპები:
თამაშში კოლონია(კოჭების ერთობლიობა) ლაგდება და ვითარდება ჩვეულებრივ უჯრებიან დაფაზე.
ანუ ალაგებენ რაღაც საწყის კონფიგურაციას (ფიგურას) დაფაზე. დაფის ერთ უჯრაში მხოლოდ ერთი კოჭა შეიძლება დაიდოს. კოჭებისგან შემდგარი ფიგურა (კოლონია) ფორმას იცვლის (ვითარდება) გარკვეული წესების შესაბამისად, თამაშის ყოველი შემდეგი სვლის შემდეგ.
აი ეს წესებიც:
1. გადარჩენის წესი: კოჭა შემდეგი სვლისთვის გადარჩება (ანუ გადადის შემდეგ თაობაში) თუ მის სამეზობლოდ (როგორც წესი არის 8 შესაძლო პოზიცია ყოველი უჯრის/კოჭის ირგვლივ) არის 2 ან 3 კოჭა.
2. დაბადების წესი: ცარიელ უჯრაში ჩნდება ახალი კოჭა (იბადება) თუ მის ირგვლივ განლაგებულია ზუსტად 3 კოჭი.
3. სიკვდილის წესი: ყოველი კოჭა, რომლის ირგვლივ განლაგებულია 3-ზე მეტი კოჭა კვდება (სიმჭიდროვისგან), ისევე როგორც კოჭა რომლის ირგვლივ არის 2-ზე ნაკლები მეზობელი კოჭა (მარტოობისგან).
კოჭების (ორგანიზმების) გაქრობა და დაბადება ხდება ერთდროულად ყოველი შემდეგი სვლის შედეგად. ანუ ყოველი შემდეგი სვლა განასახიერებს ერთ თაობას (რაღაც ფიგურას დაფაზე).
აი წესების ილუსტრაცია:
This post has been edited by GGM on 18 Nov 2004, 13:06
მიმაგრებული სურათი