
უკვე 10 წელია ჩეჩნეთში რუსეთი აწარმოებს ომს ჩეჩენი ერის წინააგმდეგ. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების გამოკვლევებით 250 000 ჩეჩენი დაიგუპა ამ ომის შედეგად. მასიური დაბომბვები, წამებები, ხალხის გაქრობა 10 წელი ყოველდღე ხდება. 10 წელი მთელი ერი მძევლად ჰყავთ აყვანილი.
ამისდა მიუხედავად ბრძოლა გრძელდება, ჩეჩენი ერი ვაჯკაცია და არ თმობს მამა-პაპურ მიწას. იქ იბრძვის უბრალო ხალხი, უბრალო სოფლელი ბიჭები.
თითქმის ყველა ოჯახში მსხვერპლია, მათ მიმართ ასეთი მხეცობების მერე ერს ცხადია გამოუმუშავდება ბრძოლის სტიმული. როდესაც ოჯახიდან მიყავთ "ზაჩისტკების" დროს კაცები და მოზარდები და მშობლები როდესაც იძულებულები არიან 5000 დოლარად გამოისყიდონ ახლობლის ცხედარი.
ხალხი ვერასოდეს ვერ შეეგუება რუსი იმპერიის ბატონობას ამ მიწაზე, იმპერიის რომელიც უკვე 400 წელია ანადგურებს და სპობს ყველაფერს კავკასიაში.
ამისდა მიუხედავად მსოფლიო საზოგადოება დუმს და არავითარი რეაქცია არ აქვს ამ გენოციდის შემყურეს.
ამ ლინკზეა ვიდეოა სადაც კარგად ჩანს რუსები როგორ ძარცვავენ ჩეჩნების სახლებს. ამავე ვიდეოზე ჩანს, ლტოლვილების ავტობუსი რომელიც რუსებმა დაცხრილეს და მოკლული და დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეები როგორ გადმოყავთ ავტობუსიდა:
http://81.17.193.9:8202/hunting_is_%20going_on_p1.wmvშემდეგ ლინკზე კი ვიდეოფაქტები:
1. გროზნის კარპინსკის რაიონის მასობრივი სამარხები
2. "ზაჩისტკის" ოპერაცია სოფელ ატაგში 3 და 11 მარტს 2002
3. "ზაჩისტკის" ოპერაცია ცაცან-იურტის რაიონი 13 და 16 თებერვალი 2002
4. 22 აგვისტო 2001 რუსმა ჯარისკაცებმა მოკლეს ჯავახანოვ არბი აინდიევის ძე (7 წლის) და ჯავახანოვ ზავი ბაგაუტდინის ძე
5. ვიდეო რომელზეც ჩანს რუსი ჯარისკაცები როგორ იყვანენ მძევლად გროზნის ჩრდილოეთში მდებარე სოფლის კაცებს.
6. მასიური სამარხი ხანკალის რაიონში
http://public.fotki.com/nizamnetwork/video/ This post has been edited by Mglismuxla on 4 Nov 2004, 02:01
მიმაგრებული სურათი