ორივე კანდიდატის გამარჯვებას თავისი +/- ქონდა მაგრამ კერი ბევრად ჯობდა და აი რატო:
1. აშშ-რუსეთი: კერის მთავრობა გაცილებით კრიტიკული იქნებოდა რუსეთის და მისი პრეზიდენტის ქმედებების მიმართ. ბუში რომელიც მოქმედებს ერთპიროვნულად როგორც სამხედრო-ეკონომიკური იმპერიის ლიდერი, ევროპის ინტერესების ნაკლებად გათვალისწონეBით, ფართო კოალიციის არ არსებობის პირობებში (შირაკი, შროდერი,ზაპატერო) საჭიროებს რუსეთის მხარდაჯერას რათა შეიმსუბუქოს ანტი ერაყული კამპანიის ტვირთი და პუტინის მეშვეობით გაიძლიეროს პოზიციები. კერი კი შეეცდებოდა კოალიცია გაეფართოვებინა ჯერ საფრანეგეთი-გერმანია-ესპანეთი შემოერიგებინა, რის შედეგადაც რუსეთის ფუნქცია, როგორც მედიატორის,საგრძნობლად შესუსტდებოდა (ბუშის იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ რუსეთს სრულიად ახალი, მედიატორის, ფუნქცია შესძინა!... ევროპასტან და ახლო აღმოსავლეთშიც, რადგან იგივე თუნდაც საფრანგეთი განაწყენებულია და ამიტომ აშშ-ს მოკავშირედ მსოფლიოს იმ ნაწილშიც ნაკლებად გამოადგებოდა). ანუ კერის ამერიკა ნაწილობრივ შესძლებდა რუსეთისთვის ეს ფუნქცია წაერთმია, და მაშინ გაცილებით მეტი კარდ ბლანში ექნებოდა რუსეთზე ზეწოლა მოეხდინა.სულ ახლახან გახდა ცნობილი რომ ბუში შეპირდა პუტინს მისცეს მომგებიანი ნავთობის კონტრაქტი (LUKOILის კონტრაქტი იქნება)ჩრდილოეთ ერაყში ნავთობის მოპოვებაზე რათა მეტად დააინტერესოს რუსეთი და ამ გზით მიაბას ერაყის საკითხს რამდენეადაც რუსეთი საომარი კოალიციის წევრი არ არის სხვანაირად მიიმხროს. ვარაუდობენ, ბუშს განსაკუთრებით დასჭიერდება პუტინი პერსპექტივასი ირანთან საქმეების გასარჩევად სადაც რუსეთი როგორც წამყვანი მედიატორი იმოქმედებს(რუსეთი ამჟამად ეხმარება ირანს დაასრულოს ატომური რეაქტორი ბუშერაში)და როგორც ვარაუდობენ ბუში სერიოზულად დაინტერესდება ირანით როგორც კი ერაყში კამპანია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება. ანუ იქ სადაც ევროპამ "უმუხთლა" რუსეთი დაეხმარება...სანაცვლოდ, ბუში ნაკლებად კრიტიკული დარჩება რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ (ჩეჩნეთი, YUKOსი,ძალადობა დემოკრატიაზე, ძალაუფლების ცენტრალიზაცია) და გააგრძელებს თვალი დახუჭოს ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და გადაცდომებზე. შედეგად:
2. ღირებულებები: ბუში მეტად პრაგმატულია, მისთვის ჰუმანიტარული ღირებულებები, დემოკრატიული ფასეულობები თავისთAვად განცალკევებულად და განზოგადებულად საერთოდ არ არსებობენ, თუკი ისინი არ ემსახურებიან კორპორატიული ამერიკის გაძლიერებას (პირველ რიგში ნავთობის ინდუსტირია)...მიუხედავად იმისა თუ რას ფიქრობდა სააკაშვილი ბუშზე პირველი შთაბეჯდილებებიდან რომ ჩAვიდა და შეხვდა... ბუში იდეალისტიაო (ტიმ სებასტიანტან ინტერვიუში ბბს-ზე თქვა

ბუში არის საკმაოდ ჭკვიანი და ძალიან შორს იდეალიზმისაგან...კერი კი და საერთოდ დემოკრატიული პარტია იდეისთვის მებრძოლი პარტია მეტადაა, კერი გაცილებით კრიტიკული იქნებოდა პუტინის ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ. და სავარაუდოდ კერი პიროვნულადაც პუტინს იმდენს არ მოუთმენდა რამდენსაც ბუში უგორებს. და საერთოდ დემოკრატები, გაცილებით ორიენტირებულები არიან მსოფლიო პოლიტიკაზე, არა ეგოისტურ, ანუ არა მხოლოდ ამერიკის სარგებლის ნახვის კონტექსტში. ვინ იყვნენ ცნობილი დემოკრატები ახლო წარსულში- ფრანკლინ რუზველტი და მისი სახელმწიფო მდივანი ჯორჯ მარშალი, რომლის დროსაც 1947 წელს საფუძველი ჩაეყარა მარშAლის გეგმას ომისშემდგომი ევრობის რეკონსტრუქციისათვის, იგივე კარტერი რომლის დროსაც აშშ-ს სახელმწიფო დახმარება საგრძნობლად გაფართოვდა, განსაკუთრებით ედმუნდ მასკის სახელმწიფო მდივნობის დროს (რომლის სტიპენდიანტიც სააკაშვილია), ბოლოს და ბოლოს კლინტონი, რომლის დროსაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მოსული ამერიკული დახმარებით მესამე ადგილზე იყო მსოფლიოში ისრაელის და ეგვიპტის შემდებ...მანვე ჩაუყარა საფუძველი ბაქო-თბილის-ჯეიჰანი/ და ერზერუმი პროექტებს....ნუ სოროსზე აღარეფერს ვამბობ...ასე რომ ზოგი რომ ამბობს რომ რესპუბლიკელები დემოკრატებზე მეტად არიან საგარეო პოლიტიკაზე ორიენტირებულიო და ფინანსურად უფრო გულუხვებიო ეეეეეს ვაფშე სრული ამნეზია-ანაქრონიზმიარა. სწორია, რესპუბლიკელები უფრო მეტად არიან ჩართულნი, მხოლოდ იმ კუთხით რომ ამერკის კორპორაცია გაძლიერდეს, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია მათთვის...დემოკრატები--ამერიაკა უნდა გაძლიერდეს მაგრამ+არის რაღAც ფასეულობები რომლებიც დაცული უნდა იყოს მიუხედავად ყველაფრისა სამართლიანობის შეძლებისდაგვარად დასამკვიდრებლად. აქედან მივდივართ ისევ კორპორაცია აშშ-მდე:
3. კორპორატიული ინტერესები: ბუში დიკ ჩეინი მისი ჰალიბარტონით ნავთობის და ზოგადად ინდუსტრიის და განსაკუთრებით ქიმიური ინდუსტრიის პირდაპირი ლობები არიან...ბუში წინააღმდეგია რომ აშშ კიოტოს Xელშეკრულებას მიუერთდეს, რომლიც ითვალისწინებს გარემოს დაბინძურების აღმკვეთ რიგ ღონისძიებებს. რამდენადაც აშშ-ზე ყველაზე მეტი ინდუსტრიული დანაგვიანება მოდის მსოფლიოში (ჩინეთი II ადგილზე), ამ ხელშეკრულებასთან მიერთება ნიშნავდა რომ ამერიკის საწარმოებს მოუწევდათ დაეკმაყოფილებინათ უფრო მკაცრი ინდისტრიული სტანდარტები გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით რაც მათ საწარმოო პოტენციალზეც აისახება და შესაბამისად ენერგიის მდგრად გამოყენებაზეც. რუსეთსაც, სწორედ ეს არ უნდა და ეშინოდათ ამიტომ რომ კერის მოსვლით, რომელიც აშშს მიერ გარემოს დაბინძურების მიმართ ობიექტურად კრიტიკულია, ნავთობზე მოთხოვნა ან ფასები დაიწევდა (რუსული ნავთობი დაბალხარისხიანია, არა ისეთი როგორიცაა ვთქვათ ტეხასის LIGHთ სვიით რაც რუსეთს პირდაპირ დაარტყავდა. (რუსეთში სტაბილური სიტუაციის შენარჩუნების მთავარი წყაროა, ის რომ სოციალური სიმშვიდე ჯერ ჯერობით შენარჩუნებულია არის ის რომ სახელმწიფოს შეუძლია სოციალური ვალდებულებები სათანადოდ გაისტუმროს და პუტინიც პუპულარულია და ეს ყველაფერი ნავთობის გამო! რუსეთის სტაბილიზაციურ ფონდში მარტო ნავთობიდან შემოსულმა არაგეგმიურმა შემოსავალმა უკანასკნელი წლის მანძილზე 100მილიარდ! დოლარს გადააჭარბა ამიტომ ნაVთობის ფასი რომ დაეცეს რუსეთისთვის დიდი დართყმა იქნება დიდი იმიტომ რომ მისი საწარმოო ინდუსტრია სერიოზულ მოდერნიზაციას საჭიროებს და ევროპული მერკებით არაკონკურენტუნარიანია საერთოდ)
და ბოლოს 4. პირადი ფაქტორები: ჩვენმა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, როგორც იტყვიან თავისდროზე გადააფასა აშშ-ს მხარაჭერის სურვილი და მოკლედ ერთგვარად, შეეცადა კიდეც ზეწოლა მოეხდინა

აშშზე რომ ოსეთის საკითხში უფრო აქტიურად დაგვხმარებოდა. ამისათვის ჩვენებმა გარკვეული კარტების გატამაშებაც სცადეს

იმით რომ მოისურვეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მეშვეობით...გახსოვს ალბათ ბორჯომის პარკთან დაკავშირებით რომ ატყდა განგაში, არიქა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვდგებითო(რაც ბუშს როგოც თუნდაც კიოტოს შეთანხმების მხურვალე "გულშემატკივარს" სულ კიდია რა......ლებანიძეს წერილების წერაც რომ დააწყებინეს ხოდა გახსოვთ მერე ელიზაბეტ ჯონსიც რომ ჩამოვიდა და მერე კი ცხადია მიწყნარდა და შეჩერებული მშენებლობა განახლდა

მაგრამ ეს ცოტა გაუტყდათ...და შეგვითვალეს რომ კი მაგრამ აგერ ჯარს გიწვრთნით პოლიტიკურად გეხმარებით რისი საშუალებაც არის, ფინასურადაც ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაში თქვენც ჩაგრთეთ, დაეხლა რა გინდათ რუსეთს გინდათ გადაგვკიდოთ თუ ომი დავიწყოთო???

ჰოდა მოკლედ ამაზე წოტა ეწყინათ მაგრამ ნუ გულში არ ჩაუდიათ არანაირად....ჩათვალეს ახალგაზრდა მთავრობაა და ცოტა დასაწყისში შეიძლება შეცდომები მოუვიდეთო..მაგრამ ის კი არის რომ ეხლა მეტ სიFრთხილეს იჩენენ, დეკლარაციების და სიტყვიერი განცხადებების დონეზეც რომ არ მოხდეს და კიდევ ერთხელ რომ არ აგვერიოს და მათი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ არ გადავაფასოთ სხვა მომენტებიც იყო, სულ პირველად რომ ჩAვიდა სააკაშვილი შტატეBში...მიშა ცოტა ეიფორიაში იყო

ტიმ სებასტიანთან რაღაც რაღAცეებიც ისეთი დააბრეხვა (სხვათაშორის ეგ ინტერვიუ ტელევიზიაში არ უჩვენებიათ, რუსთავი2მა მხოლოდ გადმოცემით ერთი-ორი ფრაზა მოგვაწოდა

ჰოდა მოკლედ ჩვენებს ურჩევნოდათ ჰქონოდათ რასაც ჰქვია ახალი დასაწყისი...თუმცა ეს ყველაფერი მეათეხარსიხოვანია...სუფთა ადამიანურ-ფსიქო ფაქტორებია რასაც დიდი ამერიკა გაგებით ეკიდება...მაგარ აი რუსეთთAნ მიმართEბაში კი ნუ კერი რომ აჯობებდა ამას არავინ უარყოფს ჩვენს მთავრობაშიც კი რესპუბლიკელებს შორის...კერისაჩ ახალი დასაწყისი ექნებოდა რუსეთთAნ მიმართEბაში...თან პუტინსაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდებოდა ხაჯიმბას პონტში ეხლა ბუშს ნაღდად გაუჭირდება რადიკალურად შეიცვალოს პოზიცია პუტინის მიმართ...ტუმცა ვნახოთ ვნაXოთ........ამდენი იმიტომ დავწერე რომ ვნახე რომ ფორუმზე ხმის მიცემაში ბუში ლიდერობდა, და ეჭვი მაქვს ბევრმა ესე გადაწყვიტა იმიტომ რომ ვარდების რევოლუცია ბუშის პრეზიდენტობას დაემთხვა

ვარდების რევოლუცია, რაც არ უნდა ბეიკერი-მაკკეინ-ტელბოტ-სოროსის ეგიდით მომხდარიყო(შეამჩნიეთ სოროსი როგორ ჩაჯდებოდა ამ სქემაში რესპუბლიკელებს შორის) რევოლუცი ქართველმა ხალხმა მოახდიან, ...ნუ იყო საგარეო ფაქტორები დაწოლა, მაგრამ რომ არა ხალხის ჩვენი ნება არაფერი გამოვიდოდაა...და ბუშმა რეჟიმის ცვლილებას მხოლოდ იმიტომ დაუჭირა მხარი რომ დაინახა რომ შევარდნაძე ქვეყანაში სტაბილურობის ვეღარანაირი გარანტი ვეღარ იქნებოდა...ანუ აქაც მათი ინტერესი...მცირედი, მომცრო შედარებით მაგრამ ბუშისტული ანუ ამერიკულმა კორპორაციამ თავი იჩინარას იზამ....ჯეიჰანის პროექტს ვგულისხმობ
თუმცა ბუშის არჩევას ერთი უპირატესობა მაინც აქვს, მართალია იქნება საკადრო ცვლილებები, გუნდი როგორც ასეთი აგრძელებს მუშAობას და ამ მხრივ დრო არ დაიკარგება, მათ შორის არც ჩვენთან ურთიერთობებში.