ვარ სპორცმენი შტანგებზე მოვარჯიშე
ვუჩივოდი ტკივილებს ზურგში, ასევე გაბუჟებას მარჯვენა ლაპატკის ქვეშ.
გავიკეთე გავა წელის და გულმკერდის მიდამოს მ რ ტ. მომცეს ასეთი დასკვნა:
მიღებულ ტომოგრამებზე წელის ფიზიოლოგიური
ლორდოზი გასწორებულია, გულმკერდის კიფოზი შენახულია.მალების სხეულების მთლიანობა დარღვეული არ არის. მალათა რკალები და მორჩები ისახება მკაფიო კონტურებით.სტრუქტურა ჰომოგენური ინტენსივობისაა ორივე რეჟიმში. მალის სხეულები დეფორმირებულია კიდეებზე არსებული ცირკულარული ოსტეოფიტების და ჩამკეტი ფირფიტების არასორი კონტურების ხარჯზე. L1, Th 12, Th11, Th10 მალის სხეული დისკთან საზღვარზე გამოხატულია სოლისებურად შეჭრილი ჰიპოინტენსიური სიგნალით -
შმორლის თიაქარი. S1, L5 მალების დონეზე დეფორმირებულია ჩამკეტი ფირფიტები -
დეგენერაციული ცვლილებები. მალთაშუა დისკები ჰიპერინტენსიური ჰომოგენური სტრუქტურისაა T2tse რეჟიმში.. აპოფიზური რგოლები დასქელებულია. ამ ფონზე ვლინდება L5-S1, Th7-Th8 მალთაშუა დისკის სიმაღლის შემცირება და მ.რ. სიგნალის დაქვეითება - დისკის დეჰიდრატაციის ნიშანი.სპინალური არხისკენ მათი პროთრუზირება არ აღინიშნება.
აქსიალურ ჭრილებზე დისკის პროთრუზია არ ისახება, ნევრალური ხვრელები გამავალია, ფესვები და დურალური პარკი არ განიცდის ზეწოლას.
ზურგის ტვინი ხილულ არეში ჰომოგენური სტრუქტურისაა, სორი მკაფიო კონტურებით. პერივერტებრული რბილი ქსოვილები ხილული პათოლოგიის გარეშე.
მიღებული მ.რ.ტ. ნიშნებით გამოვლინდა გამოკვლეული მალების ოსტეოქონდროზი და სპინდილოზი.
მაინტერესებს თქვენი რჩევა რა ვქნა. შტანგას შევეშვი.
ცურვაზე მივიდე?
ერთი სიტყვით თუ რაიმეს რჩევა შეგიძლიათ მირჩიეთ.
This post has been edited by Sho_gun on 15 Oct 2010, 01:02