Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჯალალედინ რუმი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#50662628
· 30 May 2017, 11:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯალალ ად-დინ მუჰამმად რუმი
,
მევლანა/მავლანა
(1207-1271)
მე-13 საუკუნის სპარსი პოეტი, იურისტი, მუსლიმი სწავლული, თეოლოგი, სუფი მისტიკოსი.
ის ერთ-ერთი გამორჩეული აღმოსავლელი მოაზროვნეა, რომელმაც გავლენა იქონია ჩემთვის განსაკუთრებულ მწერალზე
რაბინდრანათ თაგორი
მცირე ნაწყვეტი ვიკიპედიადან:
მისი შემოქმედება იგივე სუფისტური სწავლებებია ცხოვრებაზე და მოიცავს პროზისა და პოეზიის სხვადასხვა ჟანრს: რობაიებს, ყაზალებს, იგავებს. მისი მსოფმხედველობა ვიწრო ხედვას და თემებს ცილდება. დასავლურ სამყაროში მისი სწავლებები სუფიზმის ფილოსოფიისა და გამოვლინების ერთ-ერთ საუკეთესო შესავალს წარმოადგენს. მისი ნაწარმოებები სპარსულ, არაბულ, თურქულ და ბერძნულ ენებზეა დაწერილი.
რუმის პოეზიამ არამხოლოდ სპარსულ ლიტერატურაზე, არამედ თურქულ, ოსმალურ, აზერბაიჯანულ, პუნჯაბის, ინდოეთის, ურდუს, პაშტოს, ჩაღატაურ და ბენგალური ენების ლიტერატურაზეც მოახდინა გავლენა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მევლევის დერვიშთა საძმო, რომელიც დღემდე არსებობს, მხოლოდ რუმის პოეზიის ნიმუშების თანხლებით მართავს მედიტაციებს და მისტიკურ რიტუალებს.
იყო თუ არა რუმი ნამყოფი საქართველოში? იცოდა თუ არა მან ქართული ენა ან თუნდაც ჰქონდა თუ არა წარმოდგენა ქართულ ლიტერატურაზე? რა იცოდა საქართველოს შესახებ?
ეს კითხვები საფუძვლიანად აწუხებს ბევრ ქართველ მკვლევარს თუ ჯალალ ედ-დინ რუმის ცხოვრებითა და შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანს და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ პოეტს თავისი ცხოვრების ბოლო პერიოდში ძალზედ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა რუმის სასულთნოს დედოფალთან გურჯი-ხათუნთან, რომელიც, მოგეხსენებათ, თამარ მეფის ასულის რუსუდანის შვილი იყო და თავადაც თამარი ერქვა... მატიანეთა ცნობით, გურჯი-ხათუნმა ქრისტიანული რწმენა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა და, როგორც მოსწავლე (მიურიდი) ჯალალ ედ-დინ რუმისა, აუცილებლად მიაწვდიდა ინფორმაციას თავის მოძღვარს საქართველოზე, ჩვენს ენასა და კულტურაზე, იქნებ “ვეფხისტყაოსანზეც”. ეს ვარაუდების სფეროა და არსებობს იმედი, რომ პოეტისა და გურჯი-ხათუნის მიმოწერის შესწავლა ბევრ საინტერესო თემას მოჰფენს ნათელს...
გურჯი-ხათუნის და ჯალალ ედ-დინ რუმის ურთიერთობის შესახებ უკვე ბევრი საინტერესო პოლიგრაფიული, ელექტრონული თუ ვიდეო მასალა არსებობს და ყველას შეუძლია მათი ნახვა ინტერნეტში; სხვათა შორის, ის ერთადერთი პორტრეტი, რომელიც არსებობს პოეტის რეალური გამოსახულებით, ასევე ქართველმა დედოფალმა დაახატვინა რუმის ერთადერთი შემორჩენილი პორტრეტი, ხოლო მავზოლეუმის გუმბათი ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ფორმით ააშენებინა.
ეს ყველაფერი ცნობილია, მაგრამ უცნობია აკაკი წერეთლის შემოქმედებაში “რუმისეული” მოტივების გამოჩენის მიზეზი... იქნებ აკაკი პეტერბურგში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლისას გაეცნო ან თავად ჯალალ ედ-დინ რუმის ან ვინმე მისი მიმბაძველის შემოქმედებას და მათგან შთაგონებულმა, დაწერა "ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი".
მაგალი თოდუას თარგმანი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ?
ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი.
არც მუსლიმანი გახლავართ გულით,
არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.
არც მაღრიბელი არა ვარ, ვიცი,
არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი,
არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი,
არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი.
არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი,
არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი,
არავითარი ამ ქვეყნის ნივთი,
არავითარი ამ ნივთთა დარი.
არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით,
არც გამივლია ბოლღართა ბარი,
არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი,
არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის.
არც იმ ედემის იმედი მალხენს,
არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი,
ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ,
არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი.
სამკვიდრო ჩემი არ არის არსად
და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი.
არავითარი ნიშანი არ მაქვს
და მარადისი წინ მიდგას დარი.
იმ გაორებას ვაქციე ზურგი,
მე რომ მაწვნია დღეები მწარი,
ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ
და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი.
ის არს პირველი, ის არის ბოლო,
ის არის ჩემი არსობის ფარი,
მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა,
მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი.
ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს,
სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი!
ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს
და მაწანწალებს ავუბი მხარი.
მე სიყვარულმა ჩამიდგა სული,
მიპკურა გულზე ციური ცვარი
და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე
უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი.
რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში
დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი.
ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში
მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი.
გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ,
ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი,
ახლა წანწალი დავიწყო უნდა
და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი.
განვედი, ძილო, და გულისწორთ
განვედი, ძილო, და გულისწორთ,
ჩემთ, უშვი ხელი,
თორემ სულ მარტოდმარტო დავრჩი
აშიყი ძველი.
ასე ქვებივით რომ დამკიდე
ნაჭაზე იჭვის,
ქვეშ კიდევ ცეცხლი რომ შემინთე
ასეთი მწველი,
ეს მაინც მითხარ, ამ ჩემს სულში
რას წალავ ასეთს,
რა იხარშება ასე ნელი
და ასე ძნელი?
რა გახდა მართლა, ერთხელ კეფაც რომ მოვიფხანო,
ისე დამიბღვერ,
კაცის ვიყო თითქოსდა მკვლელი.
შენ კვნესა ჩემი არც კი გესმის,
შენ არც მომხედავ,
თუმც სახვეწნელად გამოწვდილი შენსკენ მაქვს ყელი.
ამაღე ხელი, სიცოცხლეო,
ამაღე ხელი,
ამაოდ მელი შინ მშვიდობით,
თუ მართლა მელი.
მე სხვა გზა მიდევს,
სხვა მეძახის,
სხვა მელოდება,
ვიშ რა წარმტაცად გადაშლილა
არყოფნის ველი!
ჩვენ აივანზე ჟამი გვედგა მწველი
ჩვენ აივანზე ჟამი გვედგა მწველი, მე და შენ.
ორი სხეული, სულით ერთი მთელი, მე და შენ.
ბაღმა გვაპკურა უკვდავების წყაროს ცვარ-ნამი,
როცა ბაღნარში მოვიღერეთ ყელი, მე და შენ.
ჩვენს სათვალთვალოდ აციმციმდნენ ცაზე ვარსკვლავნი,
ჩვენ, როგორც მთვარე თეთრ ღრუბლებში მვლელი, მე და შენ.
ორნი აღარ ვართ, შეგვანივთა სიამის ჟამმა
და დავუტევეთ მჭმუნვარება ძველი მე და შენ.
ტრფობის სურვილით დაიშრიტნენ ფრინველნი ცათა,
როს წამოვანთეთ ვნებით ღამე, ბნელი, მე და შენ.
ჰე, საოცრებავ, იმ წამს, როცა ერთად ვიყავით
და როცა გვწადდა სიახლოვე, მწველი, მე და შენ.
შენ ხორასანის ცა გფარავდა, მე კი ერაყის
და გვაშორებდა ჩვენ მანძილი ვრცელი, მე და შენ.
მენიაზება
მენიაზება: წუთისოფელში
ამ ჩემს კაეშანს არ აქვს სამანი...
გულდაკოდილი მივდევ გზასავალს,
თვალუწვდენელი მიძევს სავალი.
ჰო, მტანჯავს ჩემნი სალმობანი და
ნაღდად არ მინდა ეშმას წამალი.
ალექსანდრე ელერდაშვილის მიერ თარგმნილი რობაიები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მე ერთი კოცნა შეგთხოვე და შენ ექვსით დამხვდი,
შეგირდი გერქვა, დღეს კი თურმე ოსტატი გახდი;
ყველა სიკეთე-სიქველეში გვერდით რომ გვახლდი,
შენი სილაღით ათასობით გულში ჩასახლდი.
გუშინ ის იყო, რომ სიამე სულში გვერია,
დღეს კი ამქვეყნად თითქოს ყველა ბედნიერია,
აფსუს, რომ უფლის განჩინებით ამ ჩვენს დავთარში
“გუშინ” სხვა გვერდზე, “დღეს” კი სულ სხვა გვერდზე წერია.
არ ვიტყვი შენში მე მთვარის მსგავსს რომ მივაგენი
ან საროსი გაქვს მიმოხვრანი დასადაგენი;
სადა აქვს საროს შენი მსგავსი ჰაეროვნება?
ანდა შენსავით სად აქვს მთვარეს ლალის ბაგენი?
დღეს ღვინოს დავლევ, მინდა ისევ მთვრალმა ვიარო,
ჯამის ცეცხლიდან დანთებულმა ალმა ვიარო...
ჭკვიან კაცს ვეძებ ამ ქალაქში, რომ დავათრო და
ისიც გაგიჟდეს... განა ასე ცალმა ვიარო...
სევდა რა არის? ხალხის წუხილს რაისგან აგებს?!
რას უზამს კაცთა მოდგმას წყლით და თიხით ანაგებს?!
ადამიანის გულში ღმერთი ისე, ვით ზღვაა,
რომლის ტალღები ცის თაღების ბრუნვას განაგებს.
ოდეს ჩემს სხეულს გავეყრები სიკვდილის წამით,
არ გეგონოს, რომ დამენანოს საწუთრო რამით;
ნუ დამიტირებ და ნუ მეტყვი - ვაი, ვაი შენ!
"ვაი" მაშინ თქვი, თუ საწუთრომ დამგესლა შხამით.
ჩემს საცხედრეს რომ დაინახავ, არ თქვა "მშვიდობით!",
მე საპაემნოდ წავალ მაშინ უსულო გვამით.
დამფლავ და საფლავს არ უწოდო ყრუ უკუნეთი,
ის აჟღერდება სატრფიალო თავშეყრის ჩქამით.
ჩასვლა თუ ნახე, ზეამოსვლაც უნდა იხილო,
მთვარე რომ ჩადის, განა ზიანს ნახულობს ამით?
ქვე ჩასვლა შენთვის სასრულია, ჩემთვის - საწყისი,
და მხიბლავს მე ეს სულიერი განწმენდის ჟამით.
თესლს რომ თესავენ, სხვა დასაბამს წარმოშობს იგი
და ადამის ძეც განახლდება სხვა დასაბამით.
სიტყვა გაწყვიტე ამიერ, რომ იმერ ზენამ
შენც გისმინოს და მოგეახლოს ტრფიალში დამით.
მისი ერთ-ერთი ყაზალი, გიორგი ლობჟანიძის მიერ წაკითხული
https://soundcloud.com/ablabuda/wftoyimxex22
ესეც რუმის რამდენიმე ფრაზა სიყვარულზე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გულის სწორნი ერთმანეთს სადღაც ბოლოში კი არ ხვდებიან. ისინი ყოველთვის ერთმანეთში არიან.
სიყვარული ეს არის: ფრენით ესწრაფვოდე იდუმალ ზეცას, რათა ყოველ ჯერზე ასეულობით ფარდა შეხსნა. ჯერ ცხოვრება უნდა მიუშვა. ბოლოს კი იარო მოძრაობის გარეშე.
სიყვარული კი არ უნდა ეძიო, არამედ ის ზღუდეები იპოვო, რომლებიც მის წინააღმდეგ აღმართე საკუთარ თავში.
განიშორე ათასობით ნახევარსიყვარული, რათა ერთი მთლიანი გულით დაბრუნდე შინ.
რაც უფრო მეტად აღვწერთ და განვმარტავთ სიყვარულს, მით უფრო გვრცხვენია ჩვენი სიტყვების, როცა გვიყვარდება.
სიყვარული ხიდია ჩვენსა და ყველაფერს შორის.
თუკი ვერ მიპოვი საკუთარ თავში, ვერასოდეს მიპოვი. რამეთუ მე დასაბამიდანვე ვიყავი შენთან.
სიტყვიერი განმარტება საგანთა უმრავლესობას გასაგებს ხდის, მაგრამ კიდევ უფრო გასაგებია სიყვარული ლაპარაკის გარეშე.
გონება უძლურია სიყვარულის გამოსახატად.
მხოლოდ გულით ეხები ზეცას.
დაე შენი საქმენი ისეთი მშვენიერნი იყვნენ, როგორც შენი სიყვარული.
მე შენი ვარ. ნუ მომცემ უკან საკუთარ თავს.
როდესაც შენთან ვარ, მთელს ღამეს ერთად ვათენებთ. როდესაც არ ხარ ჩემთან, ვერ ვიძინებ. დიდება უფალს ორივე უძილობისათვის. და მათ შორის განსხვავებისთვისაც.
მინდა გხედავდე. ვიცოდე შენი ხმა. ვიგრძნო, როცა სახლს უახლოვდები. შევიყნოსო შენი სურნელი, როცა შემოვდივარ შენს მიერ ახლადდატოვებულ ოთახში. ვიცოდე შენი ქუსლის ზურგი, ტერფის დამრეცი. გავითავისო, თუ როგორ კუმავ და აპობ ბაგეებს, თუნდაც უმცირესი წვეთი, როცა ვიხრები შენსკენ და გკოცნი. მინდა ვიცოდე სიხარული იმისა, რომ ჩურჩულით მთხოვ მეტს.
შენს ნათელში ვსწავლობ, თუ როგორ მიყვარდეს. შენს მშვენიერებაში, თუ როგორ შევქმნა პოეზია. ჩემს მკერდში ცეკვავ, სადაც არავინ გხედავს, მაგრამ ზოგჯერ ჩემი ხედვა გწვდება, რომელიც ამ ხელოვნებად გარდაიქცევა.
ერთმანეთს ემშვიდობებიან ისინი, ვისაც ერთურთი თვალებით უყვართ. რამეთუ არ არსებობს განშორება იმათთვის, ვინც ერთმანეთს გულით და სულით ყვარობს.
მხოლოდ ორი რამ ვერ ივსება ბოლომდე – სამყაროსა და ცოდნის ტრფიალი.
სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, გიყვარდეს.
მიეცით საშუალება ჩუმად გამოგაქანდაკოთ იმ უცნობი მიზიდულობის ძალამ, რომელიც სინამდვილეში გიყვართ. ეს თქვენ მართებულ გზაზე გატარებთ.
მართებული და მცდარი გზების იქით არის ველი. იქ შეგხვდები.
დატკბით
This post has been edited by
HurricaneKat.
on 30 May 2017, 11:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
JSB14BSJ
შაბთაი ცური
ჯგუფი: Members
JSB14BSJ
შაბთაი ცური
ჯგუფი: Members
წერილები: 4653
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14
#50663449
· 30 May 2017, 13:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს ის ჯალალედინია, საქართველო რო დაიპყრო სადღაც მონღოლების დროს?
--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით
მზე ხარ გაბრწყინვებული
--
ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#50663634
· 30 May 2017, 14:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(JSB14BSJ @ 30 May 2017, 13:56 )
ეს ის ჯალალედინია, საქართველო რო დაიპყრო სადღაც მონღოლების დროს?
კი ეგაა, და არამარტო
http://coub.com/view/ezenr
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Semele
შიზოანალიტიკოსი
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Semele
შიზოანალიტიკოსი
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 903
წევრი No.: 230670
რეგისტრ.: 1-April 17
#50663756
· 30 May 2017, 14:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
JSB14BSJ
QUOTE
ეს ის ჯალალედინია, საქართველო რო დაიპყრო სადღაც მონღოლების დროს?
არა ეგ სხვა ჯალალედინია, 1226 წელს აიღო თბილისი, ხვარზმთშაჰი იყო ეგ რომელიც კასპიის ზღვის ერთ კუნძულზე მონღოლების მიერ დაქირავებულმა მკვლელმა დაბრიდა. ეს ჯალალ ედ დინ რუმი კიდევ პოეტია რომელსაც როგორც ვიცით თამარის შვილიშვილი გურჯი ხათუნი უყვარდა მისი მუზა იყო
მიყვარს რუმი, განსხვავებული ესთეტიკა აქვს სპარსულ პოეზიას და რუმს განსაკუთრებით
--------------------
მალაკასოს! გოლანდ! გოლანდ! აგკუწავ შე უზრდელო! (С) პიპინია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#50663829
· 30 May 2017, 14:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჯალალ ედ დინ რუმი კიდევ პოეტია რომელსაც როგორც ვიცით თამარის შვილიშვილი გურჯი ხათუნი უყვარდა მისი მუზა იყო
გიორგი მარჯანიშვილი მათ ურთიერთობაზე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იძულებით გამაჰმადიანებული გურჯი ხათუნი ძალიან მალე მართლმორწმუნე მუსლიმის შარავანდედით იმოსება. საქმე ის არის, რომ იგი ეზიარა არა ორთოდოქსულ ისლამს, არამედ მის სუფიურ მიმდინარეობას – მევლევიობას. მისი დამაარსებელი იყო მევლანა – აღმოსავლეთის ყველა დროის უდიდესი მოაზროვნე -ჯელალ-ედ-დინ რუმი. გურჯი ხათუნი მთელი არსებით მიენდო მევლანას. იგი გახდა დედოფლის სულიერი მამა, რაც განაპირობა პოეტის მსოფლმხედველობამ: პანთეისტობა, ადამიანის წარმოსახვა სამყაროს გვირგვინად, ქალისა და მამაკაცის გათანაბრება – ”ქალი მზის სხივია”, ადამიანის სრულყოფილება და არა რიტუალური სამსახური ღვთისა, ჭეშმარიტება – ღმერთი ერთია. ესაა, რომ სხვადასხვა ხალხი მას სხვადასხვა სახელს არქმევს. სული ცოდნასა და გონებასთან არის დაკავშირებული, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს ენას. მევლანამ, მუჰამედისაგან განსხვავებით, ყველა რელიგიას თანაბრად მიაგო პატივი. ამრიგად, მევლევიობა არ მოითხოვდა გამაჰმადიანებას. გურჯი ხათუნი შეიძლებოდა ქრისტიანად დარჩენილიყო და ისე გაჰყოლოდა მევლანას მოძღვრებას.
მევლანასა და გურჯი ხათუნის მეგობრობის ფაქტები აღწერილია აჰმედ ევლაქის 1318-58 წლებში დაწერილ წიგნში ”მეცნიერთა ცხოვრება” (ვსარგებლობ თაჰსინ იაზიჯის თურქული თარგმანით). მევლანას ცოლი ამბობს: ”ეპოქის დედოფალი, ქვეყნიერების ქალბატონი, სულთნის მეუღლე გურჯი ხათუნი მევლანას მემკვიდრეთა მეგობარი და თავად მევლანას წმინდანობასა და სასწაულმოქმედებებთან დაკავშირებული საგნების მიმართ. მან უამრავი ფული გადაიხადა რუმის პერანგსა და იაგუნდის ნატეხში პოეტმა უბრალო ქვიდან რომ მიიღო. მეფურად დაასაჩუქრა მევლანას მეუღლე, რომელმაც დედოფალს ის ქვიშა გადასცა, ღამის მოგზაურობიდან დაბრუნებულ მევლანას ფეხზე რომ შემორჩა. თავად მევლანაც ხშირად მიმართავდა მეგობარს. 70 000 დირჰემი მიუცია გურჯი ხათუნს შეიხ სალაჰ ედ-დინის ქალიშვილის სამზითვოდ. გურჯი ხათუნი მევლანას მიმდევრების ქომაგი და შემწე იყო.
ჯელალ ედ-დინ რუმის დღემდე შემორჩენილ წერილთაგან სპეციალისტები ორის ადრესატად გურჯი ხათუნს მიიჩნევენ. გურჯი ხათუნის ინიციატივით შეიქმნა მევლანას პორტრეტი. ასეთივე გადამწყვეტი როლი უთამაშია მას მწვანე თურბეს მშენებლობის საქმეში. მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მათმა მემკვიდრეებმაც გააგრძელეს. ცნობილია, რომ გურჯი ხათუნის ასულმა აინ-ულ-ჰაიათმა ერზერუმში დიდი ხნით მიიწვია ჯელალ-ედ-დინ რუმის შვილი პოეტი სულთან ველედი. ერთი სიტყვით, ჯელალ-ედ-დინ რუმის სახელს თანავარსკვლავედივით დაჰყვება თამარყოფილი გურჯი ხათუნის სახელი.
კიდევ ერთი ფაქტი
2007 წელი იუნესკომ რუმის წლად გამოაცხადა
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
JSB14BSJ
შაბთაი ცური
ჯგუფი: Members
JSB14BSJ
შაბთაი ცური
ჯგუფი: Members
წერილები: 4653
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14
#50665943
· 30 May 2017, 19:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
HurricaneKat.
Semele
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
*Mandala
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
*Mandala
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1786
წევრი No.: 223394
რეგისტრ.: 31-August 16
#50666065
· 30 May 2017, 20:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რუმის სუფიზმზეც წაიკითხეთ, საინტერესოა . სამწუხაროდ ბევრი რამ არ არის ქართულად ნათარგმნი
https://soundcloud.com/ablabuda/wftoyimxex22
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უი, დაგიდიათ ეს უკვე
This post has been edited by
*Mandala
on 30 May 2017, 20:02
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#50669422
· 31 May 2017, 11:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ალექსანდრე ელერდაშვილის თარგმანი;
მზე ხარ, მთვარე ხარ თუ ასპიროზი?
რა სახით ჰგიე? - ვერ გამიგია,
უგონო მიჯნურს რას ემართლები,
რას ჩაეძიე? - ვერ გამიგია...
რა სრაში იყავ, რა გზით განქარდი,
რარიგ გარდაქმენ მადლად ლაქარდი?
რა ტრამალი ხარ და რა სასახლე,
რა ცა ანახლე? - ვერ გამიგია.
ხან სჩანხარ, როგორც ცის იკანკლედი,
ხან მიღმიეთის გზად იკლაკნები,
ხან გარს, ვით თურქებს, ვარსკვლავებს ისევ...
მე რად მთმობ ისევ? - ვერ გამიგია.
ის ზღვა სად არი, რა ღრმეთსა შინა?
ის - ერთადერთი ბინადრის ბინა?
მის სანახავად სად ვინაპირო,
რა დავაპირო? - ვერ გამიგია.
ჩვენ შენმა სახემ ყველგან თან გვდია.
ხან ვარდი იყო, ხან იყო ია,
სულს შროშანებით გვირთავდა დია...
ახლა სადა ხარ? - ვერ გამიგია.
ჩემს ერთ არსებად რომ იქცევა სივრცე მრავალი,
ჩემი სიკეთე მზე გახდება ამომავალი;
სიყვარულის გზას სანთელივით მიტომ ვანათებ,
რომ ერთ დროდ იქცეს ნამყო, აწმყო და მომავალი.
...................................................................
თავს დაგვაღამდა... ზეცის ჭიშკარს წყვდიადი აღებს,
ჩვენ შუა ზღვიდან ვხედავთ მხოლოდ ზეციურ თაღებს;
გემით და ზღვით და მარტოობით ვებრძვით საწუთროს
და ღვთის წყალობის იმედითღა მივაპობთ ტალღებს.
................................................................
შენს შემხედვარეს, ზეცას მადლი გადაჰფენია,
რომ არ მიყვარდე, აბა, მე სხვა რა დამრჩენია?!
სანამ ვარსებობ, შენი მონა უნდა ვიყო და
შენ გინდ მიხმე და გინდ ნუ მიხმობ, ნება შენია.
................................................................
ნეტავი მას, ვინც სულ არ ნაღვლობს ქონა-არქონას,
არც ღატაკია, არც მიწაში ოქროს არ ქოლავს,
საკუთარ თავთან არის, მაგრამ არც არის მასთან
და წუთისოფლის წუხილთაგან ნატრობს გაქრობას.
................................................................
შენს ღაწვზე რომ ცრემლი გორავს, უკვდავების წყარო ჰქვია,
შენთა ღაწვთა სინატიფე ცას ჩამოჰხვეწ-ჩამოჰქნია...
ღამით მავალს თუკი გზად მე მელანდება მთვარე სადმე,
ისიც შენი სახეა და ღამე ზილფად ჩამოჰყრია.
................................................................
გთხოვ, მაპატიო, თუკი ზეცა ავიკელ კვნესით,
მინდორი ცრემლით თუ დავნამე მე უწმინდესით,
შენ, ჩემო სულო, მაპატიე, კვალში რომ მოგდევ,
თუმც ჩემს სხეულში უნდა იყო განგების წესით.
................................................................
მე ღრუბელივით ცრემლიანი ვჩანვარ უშენოდ,
განშორებისგან თან მარტო ვარ, თან ვარ უშენოდ,
საკუთარ თავთან ხან არა ვარ, ხან ვარ უშენოდ,
ან მკვდარი ვარ და ან ცოცხალი, ან ვარ უშენოდ.
................................................................
არც მე ვარ მე და არც შენ ხარ შენ, არცა ხარ შენ მე,
თან მე ვარ მე და თან შენ ხარ შენ, თანაც ხარ შენ მე,
ისე ვარ შენთან, უტურფესო ხატაელთაგან,
არ მესმის უკვე - მე ვარ შენ თუ კვლავაც ხარ შენ მე?!
This post has been edited by
HurricaneKat.
on 31 May 2017, 11:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pekineli
შოპენომანი
ჯგუფი: Members
pekineli
შოპენომანი
ჯგუფი: Members
წერილები: 21089
წევრი No.: 54277
რეგისტრ.: 24-February 08
#50669453
· 31 May 2017, 11:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
HurricaneKat.
ვა რა ხოშიანი რამეებია!
არ ვიცოდი ეს პოეტი. სგ სგ
This post has been edited by
pekineli
on 31 May 2017, 11:28
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#50669537
· 31 May 2017, 11:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მგონი შეცდომით დავდე, ეს ლექსი ეკუთვნის ინდოელ პოეტს,
ამირ ხოსრო დეჰლევს
. თარგმანი ისევ ელერდაშვილისაა. ფორუმზე არ არის ეს კაცი ნეტა?!
ო, რა იქნება, სატრფომ მომიხმოს,
ო, ნეტავ სახლის კარი გამიღოს,
გამიზაფხულოს ეს შემოდგომა
და მერე ბაღის კარი გამიღოს.
ჭაბუკი ვიყავ, სატრფოს ვენდე და
მოხუცი კვლავაც მას ვემონები,
ოღონდ ერთხელაც გავახსენდე და
მე, თმენით დაღლილს, კარი გამიღოს.
ჩემო თვალებო, ცრემლები ღვარეთ,
ცრემლით დაბრმავდით, ჩემო თვალებო,
გამოიხედოს მან ეგებ გარეთ
და თვალებდათხრილს კარი გამიღოს.
ამდენი ეჭვით გული დაოსდა,
მაინც არ ვიცი, რა ბედი მელის,
ან იმედის ბჭე დამიგმანოს და
ან სივაგლახის კარი გამიღოს.
მაგრამ ვაგლახ, თუ ტრფიალს არ იხდენს
და ასე მარტომ უნდა იაროს,
სამარის კართან უნდა დამიხვდეს
და მე, ვაგლახ, ის კარი გამიღოს?!
ამაო ფიქრთა ზღვარს გადავედი,
რისთვის ვიმრავლებ ნეტავ კაეშანს?
ხ ო ს რ ო, ვინ მომცა მე იმის ბედი,
სატრფომ რომ სახლის კარი გამიღოს.
................................................................
ღამის ნიღაბი რომ შორდება დღის ნათელ სახეს
და დედამიწა ალიონზე თვალებს რომ ახელს,
ცისკრის ნიავი დაქრის მაშინ ცის ტატნობზე და
აღმოსავლეთის ლამაზმანის სიტურფეს ამხელს.
მე მშურს იმ კაცის, სატრფოსთან რომ ხვდება განთიადს
და ვნებით მთვრალი რომ ივიწყებს გამჩენის სახელს.
ჰე, მერიქიფევ, რად არ მნახავ მუდამ სევდიანს?
რატომ არ მისხამ ჯამში ღვინოს, სევდისგან დამხსნელს?
დღეს, ვით ყაყაჩო, ცარიელი ჯამით ვდგავარ და
ღვინოზე ფიქრი ჭკუას მიმღვრევს და თავბრუს მახვევს.
ამ განთიადზე ხელით დააქვს გული ხ ო ს რ ო ს და
მწარედ დასტირის მარტოობის ვაების მნახველს.
................................................................
დოქი დაიცალა, ღვინო დაილია
და მაინც არა ვარ მთვრალი მე,
მაშ, გულო, შემასვი მე შენი სისხლი და
დამითვრე ხორცი და ძვალი მე.
მაჯნუნის კვნესა და შეშლილი ძახილი
არვის რომ არ სურდა ესმინა,
დღეს ყველა მიჯნურის სიმღერად იქცა და
გამიგნო ლექსებში კვალი მე.
ღმერთო, სიყვარულის სასჯელიც მეყოფა,
შენ აღარ დამსაჯო ფიქრებით,
იქ, სადაც უგონო სიბრმავე მეუფებს,
რას მარგებს გონების თვალი მე?
მე სატრფოს ვერ ვხედავ და სატრფო კი არა,
დღეს მასზედ ოცნება მაცოცხლებს,
ჩემი მზე ჩაქრა და სანთელიც არა მაქვს
და მათბობს ოცნების ალი მე.
ხ ო ს რ ო, რად გეგონა, სიზმრად რომ ჰპოვებდი
შენ ცხადად დაკარგულ გულისსწორს?
შენ ძილიც დაკარგე და სიზმარს სად ნახავ?!
ვაიმე, სიზმრებო, ვაიმე!
pekineli
დოლიძელი იყო ეგ
* * *
ესეც ურიკიანი კატას თარგმანი
ყველა გალაკტიონი ვერ იქნება
არ შეუშინდე სიკვდილს არასდროს,
იცოდე შენ ხარ უკვდავი სული,
წყვდიადი მუდამ ვერ დაგატყვევებს,
იყო ცოცხალი, არ არის რთული.
თუკი გაქვს წამი, როცა უყვარხართ-
ხმამაღლა იტყვი : "ვარ ბედნიერი"
ყველაფერს თბილი სხივი ანათებს,
სინათლის წყარო კი არის შენი.
არ მოითხოვო, არ გინდა მეტი,
სიმწრის ატანა აღარ მოგიწევს,
ედემი ხდება თვით ჯოჯოხეთი-
თუ შენი გონი ამდენს დაიტევს.
დარდს და ვაებას კარგი რა მოაქვს?!
უნდა გახსოვდეს ეს, მეგობარო!
ყური მიუგდე შენსა გულისთქმას-
შენი გულია მთელი სამყარო.
* * *
რობაია:
სიყვარულია შენზე ოცნება
შენს სილამაზეს აღვწერ ლექსებით
შენს როკვას გული დაემონება
სხვების საცქერლად არ მემეტები
მაგრამ, ხანდახან მინდა რომ გავთქვა
როგორ შეძელი ჩემი ცდუნება
ჩემმა ლექსებმა თქვეს ეს სათქმელი
ლექსი ლექსია, შენ - ხელოვნება
This post has been edited by
HurricaneKat.
on 31 May 2017, 12:48
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19289
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08
#50697000
· 4 Jun 2017, 15:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
***
მე ქვა ვიყავი,
მოვკვდი ქვა და მცენარედ მოველ,
მოვკვდი მცენარეც
და ბუნაგი ცხოველში ვპოვე.
მოვკვდი ცხოველიც
და ვიქეცი ადამის ტომად,
მოვკვდები აქაც,
მაგრამ განა მაშინებს კვდომა!
გარდავიცვლები
ახალ დღეთა იმედით მთენი,
რომ ანგელოსის
გამომებას მსუბუქი ფრთენი.
და ერთ დღეს, როცა
ანგელოსის დადგება რიგი,
არავინ უწყის,
იქ რა მელის, რა არის იქით!...
არარაობა დამანახვებს უსახო სახეს
და მიგალობებს:
"ნივთი თვისად მიიქცეს სახედ".
სიკვდილი ხარობს,
შენ კი მასზედ ტყუილად ცხარობ,
განა არ იცი,
ჯურღმულში ჩქეფს სიცოცხლის წყარო!
წყალმანკიანო,
წყალს რომ სვამ და ვერ იკლავ წყურვილს,
სურვილი შენი
შეუხამე ლოტოსის სურვილს,-
ლოტოსის მსგავსად
შუა წყალში გაიდგი ფესვი
და სვი ეს წყალი,
რამდენიც გსურს იმდენი შესვი,
მაგრამ გახსოვდეს
ამ ცხოვრების სასტიკი მცნება:
წამალიც არის
წყალმანკისთვის წყალი და სნებაც.
დაგვიწყებია სულის სატრფო,
შენს ტკბილ სულს ყვარობ,
იძახი კია: შემომხედეთ,
მიჯნური ვარო!
დოქში ჩაგისხამს
შენთვის ჩუმად წყალი წყაროსი.
და გიხარია,
და გგონია, გიდგას ტაროსი.
გადააქციე ჩქარი წყალი ,
ნებაზე უშვი
იდინოს თავის კალაპოტში,
ჩაუშვი რუში!
***
მე დავიბენი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ?
მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი,
აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ?
როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ,
წყალი ვარ, მიწა, თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ?
უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული,
თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი,
არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ?
განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი,
მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?
სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი,
მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?
მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში,
ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?
მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი,
ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ?
სანთელი ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი,
მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ?
***
ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ?
ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი.
არც მუსლიმანი გახლავართ გულით,
არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.
არც მაღრიბელი არა ვარ, ვიცი,
არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი,
არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი,
არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი.
არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი,
არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი,
არავითარი ამ ქვეყნის ნივთი,
არავითარი ამ ნივთთა დარი.
არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით,
არც გამივლია ბოლღართა ბარი,
არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი,
არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის.
არც იმ ედემის იმედი მალხენს,
არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი,
ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ,
არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი.
სამკვიდრო ჩემი არ არის არსად
და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი.
არავითარი ნიშანი არ მაქვს
და მარადისი წინ მიდგას დარი.
იმ გაორებას ვაქციე ზურგი,
მე რომ მაწვნია დღეები მწარი,
ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ
და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი.
ის არს პირველი, ის არის ბოლო,
ის არის ჩემი არსობის ფარი,
მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა,
მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი.
ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს,
სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი!
ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს
და მაწანწალებს ავუბი მხარი.
მე სიყვარულმა ჩამიდგა სული,
მიპკურა გულზე ციური ცვარი
და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე
უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი.
რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში
დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი.
ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში
მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი.
გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ,
ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი,
ახლა წანწალი დავიწყო უნდა
და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Semele
შიზოანალიტიკოსი
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Semele
შიზოანალიტიკოსი
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 903
წევრი No.: 230670
რეგისტრ.: 1-April 17
#50699749
· 4 Jun 2017, 23:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯერაც არ ვიცი, მე მე ვარ თუ მე მე არა ვარ,
რაღაც საოცარ ყოფაში ვარ, მე მე არა ვარ.
სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი?
ვარ გაოგნების ჯამით მთვრალი, მე მე არა ვარ
ვინა ვარ რა ვარ უსახელო რაღაც ქიმერა
მე სულ სხვა არსის ნიღაბი ვარ მე მე არა ვარ
მარადისობას შენივთული სული მოკვდავი,
რაღაც დიდების მწვერვალი ვარ, მე მე არა ვარ.
კოტეტიშვილის თარგმანი უფრო მომწონს.
QUOTE
ფორუმზე არ არის ეს კაცი ნეტა?!
იქნება ალბათ, მის ბლოგს ვკითხულობდი ხოლმე, საინტერესო ტიპია ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#50701741
· 5 Jun 2017, 10:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Semele @ 4 Jun 2017, 23:21 )
იქნება ალბათ, მის ბლოგს ვკითხულობდი ხოლმე, საინტერესო ტიპია ...
გამახსენდა რომ იყო ფორუმზე ძალიან ადრე და აღარ აქვს პოსტები წლებია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#52694236
· 12 May 2018, 09:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"იფიქრე ნაკლები, იგრძენი მეტი."
,,დასაძინებლად დააწვინე შენი ფიქრები,
არ მისცე მათ საშუალება შენი გულის მთვარის ნათება დაჩრდილონ.
მოეშვი ფიქრს!“
,,მხოლოდ გულიდან შეგიძლია მიწვდე ზეცას.“
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მამაო ენუქი
რაინდი
ჯგუფი: Members
მამაო ენუქი
რაინდი
ჯგუფი: Members
წერილები: 32978
წევრი No.: 11415
რეგისტრ.: 11-July 05
#52694288
· 12 May 2018, 09:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შამსე ხერხავდა მაგას
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0826 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.