ჰო, მართლა არის გამოფენაზე ეგეთი რამდენიმე კოტეჯი.
მეც ვარ მაგით დაინტერესებული, მინდა გუდაურში ნაკვეთში ჩავდგა მასეთი სახლი, თუმცა რამდენჯერაც მივედი, იმდენჯერ უარით გამომისტუმრეს, რაღაც პრობლემები არისო, შეიძლება ახალ მთავრობასთან ვერ არიან კარგად

. ფასებიც არ არის ძვირი, 2 სართულიანი (160 კვმ) სახლი ჯდებოდა დაახლოებით 5000 დოლარი (თავის მოპირკეთებიანად და ყველაფრიანად), ოღონდ ეს სულ სხვა ტექნოლოგიაა. კომპოზიტებით და ალტერნატიული მასალებით ხდება აშენება, იყენებენ აგრეთვე ქვის ფილებსაც - მოკლედ ეს ის ფინური კოტეჯები აღარ არის, რასაც საბჭოთა კავშირის დროს ვიცნობდით. თანამედროვე მაღალხარისხიანი სახლებია, რომლებიც არ იწვის, მიწისძვრის დროს არ ზიანდება, არ ჟანგდება, არ ლპება და ა.შ.
ექსტერიერიც და ინტერიერიც ძალიან ლამაზია, როგორც
asiko-მ აღნიშნა, მართლა "კუკლაა" . თვითონ ოფისიც ამ კოტეჯში აქვთ. რომ შევედი გამოსვლა აღარ მინდოდა

.
სხვათა შორის ჭორის სახით გავიგე გარანტიას 600 წელს იძლევიანო

, შეიძლება ფიზიკურად მართლა ძლებს 600 წელს, მაგრამ თეორიულად ამხელა გარანტიის მიცემა არარეალურია.