Eternal Sunshine of the Spotless Mind (2004) 

ეხლახანს ვნახე და ჯერკიდევ დატვირთული ვარ შთაბეჭდილებებით!

არაჩვეულებრივი ფილმია! არაჩვეულებრივი მსახიობებით.
ჯიმ ქერიმ ამ ფილმით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი მართლაც უნიჭიერესია და ზოგზოგიერთებისაგან განსხვავებით შეძლო და გასცდა თავის კომიკურ სახეს, რომელიც საკმაოდ მყარად ჰქონდა მიკერებული. იგი არამხოლოდ შესანიშნავი კომიკოსი, არამედ ნამდვილი მსახიობიცაა, რომლიც ყველა თავის როლში მართლაც განსხვავებული და უნიკალურია.
ძალიან ბევრი რეპექტები კონკრეტულად ქერის
ქეით უინსლეტს რაც შეეხება, უდავოდ ნიჭიერი გოგონაა

მაგრამ ჩემს სიმპატიას მაინც ვერ იმსახურებს როგორც მსახიობი...

კირსტენ დანსტი კი ცოტა მოსულელო ტიპია და არც დიდი მსახიობური ოსტატობით დაიკვეხნის, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ უყვარს ეკრანს (და მეც

) და ყველა ფილმში რაღაც პოზიტივი და დადებითი ემოცია შეაქვს... კაი გოგოა

სცენარის ერთ-ერთი თანაავტორი ჩარლი კაუფმანია (”იყო ჯონ მალკოვიჩი”, ”ადაპტაცია”...). სხვათაშორის, იგი სწორედ იმ ენდი კაუფმანის შთამომავალია, რომელსაც ჯიმ ქერი ფორმანის ”ადამიანი მთვარეზე”-ში განასახიერებს

ფილმში კი ნაჩვენებია წყვილის ისტორია, რომლებმაც კერძო სამედინიცო კომპანიაში საკუთარი სურვილით წაიშალეს მეხსიერებიდან დროის გარკვეული მონაკვეთი და შემდეგ კვლავ შეხვდნენ და შეუყვარდათ ერთმანეთი... თითქოს ცოტათი წაუბანალურებს-სავით სიუჟეტი, მაგრამ იგი იმდენად საინტერესოდ, ლამაზად და დამაინტრიგებლად ვითარდება, რომ საბოლოო ჯამში მართლაც დიდ სიამოვნებას მიიღებთ (თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პირველი 30-40 წუთის განმავლობაში მაყურებელი სრულ გაურკვევლობაშია და ვერ ხვდება რაშია საქმე

).
მოკლედ, ყველას გირჩევთ უყუროთ, IMHO, წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია
ციტატა ფილმიდან:
Valentine's day is a holiday invented by greeting card companies to make people feel like crap.