ფიცის დადებისას გამართულ ცერემონიალის დროს იღებდნენ მედალიონს პირადად ჯაბასაგან.
დაახლოებით:მედალიონი მრგვალი ფორმისაა ( 5სმ. დიაგონალი) ვერცხლისფერი,
რომლის ერთ მხარეზე საქართველოს ყოფილი გერბის მსგავსად გამოსახულია
თეთრი (წმინდა) გიორგი შესაბამის ფონზე

(ქიმების და წითელი ფონის გარეშე)
ხოლო წრიულად ამოტვიფრულია:
''სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია საქართველოს მხედრიონი''
მედალიონის მეორე მხარეზე ქართული ჯვარია გამოსახული.
ასეთ მედალიონს მხოლოდ მცირე ნაწილი ფლობდა.. ე. წ. ''პირველი მხედრიონელები'',
მიხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის წევრად ძალიან ბევრი ასაღებდა თავს.
მაგალითად ''მაშველთა კორპუსში'' (შექმნილი მისი დაშლის შემდეგ) - რომელსაც მხედრიონად მოიხსენიებდნენ - დაახლოებით 3%ს თუ გააჩნდა იგი.