თავიდან ეს თემა გავხსენი ”Flame”-ში (
http://forum.ge/?showtopic=33585070), მაგრამ იქ რატომღაც არც დადებითი და არც უარყოფითი გამოხმაურება არ ჰპოვა.

აქაც დავფოსტავ, და სადაც უფრო ”წავა” - იქ გავარძელებ
ესსეები მიშაზე™ისტორია იწყება...
28/08/05 01:21ერთხელ, პატარა რომ იყო, მიშას™ რადიოთი მოესმა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანის® რეჩი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მალე, სულ მალე საქართველო კომუნიზმში ჩაიფლობა...
რომ გაიზარდა, მიშა™ მიხვდა რომ კომუნიზმი არ აშენებულა, მან იხმარა კომპარტიის ყოფილი მდივანი® და საკუთარი შეხედულებებისამებრ ნეოკომუნიზმკაპიტალიზმდემოკრატიის მშენებლობა თავად წამოიწყო...
– წადი! – ეუბნებოდა მიშა™ კომპარტიის ყოფილ მდივანს®.
– არ წავალ! – პასუხობდა კომპარტიის ყოფილი მდივანი® მიშას™.
– წადი, ვერ ხედავ ხალხი ითხოვს! – ეუბნებოდა მიშა™ კომპარტიის ყოფილ მდივანს®.
– ხალხმა არ იცის რა უნდა, – სამართლიანად პასუხობდა კომპარტიის ყოფილი მდივანი®.
– წადი, მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც მშია,
მეც მინდა ჭამა! – უთხრა მიშამ™ კომპარტიის ყოფილ მდივანს®.
– აჰ, მაშინ ხო, მაშინ ხო. – ლმობიერება გამოიჩინა კომპარტიის ყოფილმა მდივანმა® და წავიდა...
28/08/05 12:51ერთხელ, მიშამ™ ზღვაზე წასვლა გადაწყვიტა.
– ბაბუ®, – დაურეკა მიშამ™ ბაბუს®, – რა სიტუაციაა, არის ადგილები საკურორტო ზონაში?
– არა, არ არის, ყველაფერი დაკავებულია, გენაცვალოს ბაბუმ, – უპასუხა ბაბუმ® მიშას™.
– აბა მე სადღა დავისვენო? ამხელა გადატრიალება მოვახდინე, და დასვენება არ მინდა ახლა? – სამართლიანად აღშფოთდა მიშა™.
– აბა მე რა ვიცი, გინდა შენ დასვენება თუ არა, – ცოტა უხეშად უპასუხა ბაბუმ®, – ეგერ თბილისის ზღვაზე წადი და დაისვენე.
– Ну, Погоди!!! – საშინლად გაბრაზდა მიშა™, – I’ll be back!...
მეორე დღეს მიშა™ ბაბუს® ეწვია.
– ბაბუ®, ბაბუ®, ჩემო ბაბუ®, შენ მოგიტ%#$ კეთილები... – სთქვა მიშამ™ და უცებ ენა გაკმინდა: რითმა არ გამოსდიოდა. – ბაბუ®, ბაბუ®, – განაგრძო მიშამ™, – ის წავიდა, გვარს და სახელს არ დავასახელებ, და შენც წადი!
– სად უნდა წავიდე? – გაუკვირდა ბაბუს®.
– წადი იურასთან®. – პასუხი ჰქონდა მზად მიშას™.
– მაგრამ იურასთან® ცივა, – სცადა წინააღმდეგობის გაწევა ბაბუმ®, – მე კი თბილ და ნოტიო ჰავას ვარ შეჩვეული.
– ამ ჩემს... ვარდს. – არ შეეცოდა მიშას™ ბაბუ®.
– კარგი, მარა ამხელა ქონებას რაღა უნდა ვუყო? – გაუკვირდა ბაბუს®.
– უნდა დაუტოვო ხალხს...
ჩემის სახით. – დიპლომატიურად მაგრამ პირნათლად აღიარა მიშამ™.
– აჰ, მაშინ ხო, მაშინ ხო. – მოიწყინა ბაბუმ®, ხიდის აფეთქებით დაემშვიდობა საყვარელ ხალხს და გაფრინდა...
გაგრძელება იქნება This post has been edited by HUB on 28 Jan 2005, 14:43
This posting is provided "AS IS" with no warranties, and confers no rights.
You assume all risk for your use.
© HUB. All rights reserved.