მოკლედ, დიდი ხანია არ მითამაშია და ამ ახალ წლებზე მოწყენილობისაგან ვიყიდე რაღაც სტრატეგიები, მათ შორის განგსტერს2. ძააან მამააააააა, მაგარი ვიხალისე (და ახლაც ვხალისობ).
ჰოდა, რა ხდება, ჩემი პერსონაჟი, John 'Shark'

Bane უკვე სერიოზული ბოსია, 5-ვარსკვლავიანი და რამე

და კარგი კამანდაც ჰყავს თავის განგსტერებიან-სპეციალისტებიანად. ახლა ვარ იმ ტურში, როდესაც უნდა გადაუდგეს თავის ბოსს და აახიოს მთავარ გზაზე გასასვლელი (ვინც თამაშობთ, გემახსოვრებათ ეს ტური, სამი ფერის მოწინააღმდეგე გყავს და ყვითელი კიდევ შენიანია, კიდევ დიდი შემოვლითი გზა არის მტრის ტერიტორიაზე, ციხეა იმ გზაზე და ბევრი პოლიციელები იჩითებიან). ჰოდა, მაგრად გავიჭედე რა. შევდივარ თუ არა მტრის ტერიტორიაზე, სამივე ერთად მესხმის თავს და ვერ ვახევ იმ სახლს, რომლის აღების შემდეგაც მისია მთავრდება. ვახევ კი არა, სახლში შემომეჭრებიან ეგრევე სამივენი და სახეს მახევენ

თანაც, თავის დაცვა რომც მოვახერხო, ოთხივე განგსტერის ძალისხმევა მჭირდება თავისი მანქანებიან-ბოდიგარდებიანად და ფული მითავდება უცებ

რა ვქნა არ ვიცი, მიშველეთ!!