ვათვალიერებდი კინოზე განყოფილებას.
და აღმოვაჩინე, რამდენადაც ეს საკვირველი არ უნდა იყოს, რომ ასეთი თემა ჯერ არ არსებობს.
არ ვიწყებ პირდაპირ გამოკითხვით, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან განსხვავებული ფილმები იქნება დასახელებული.
ამიტომ გთავაზობთ, ჯერ დავასახელოთ ჩვენი 20-ლები და მერე მოვაწყოთ ამ 20-ში დასახელებული ყველაზე პოპულარული ფილმების ფინალი.
საქმე ეხება არა საუკეთესო, არა საყვარელ, არამედ -რას ფიქრობთ, რომელი ქართული ფილმებია ყველაზე პოპულარული.საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ობიექტური სურათისთვის ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ, ფილმის შემოსავლიანობა, მაყურებელთა დასწრების რაოდენობა და მისი ტელევიზორით ჩვენების ინტენსივობა.
მეტს თავს აღარ შეგაწყენთ.
ჩემი აზრით ყველაზე პოპულარული ფილმებია (ქრონოლოგიურად)
1. დარიკო (1936) რ: სიკო დოლიძე
2. არსენა (1937) რ: მიხეილ ჭიაურელი
3. დაკარგული სამოთხე (1937) რ: დავით რონდელი
4. გიორგი სააკაძე (1942-43) რ: მიხეილ ჭიაურელი
5. ქეთო და კოტე (1948) რ-ბი: ვახტანგ ტაბლიაშვილი და შალვა გედევანიშვილი
6. ბედნიერი შეხვედრა (1949) რ: ნიკოლოზ სანიშვილი
7. ჭრიჭინა (1954) რ-ები: დოლიძე და ლევან ხოტივარი
8. მაგდანას ლურჯა (1955) რ-ები: თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე
9. ბაში-აჩუკი (1956) რ: ლეო ესაკია
10. აბეზარა (1956) რ: სანიშვილი
11. ჩვენი ეზო (1956) რ: ჩხეიძე
12. საბუდარელი ჭაბუკი (1957) რ: შოთა მანაგაძე
13. სხვისი შვილები (1958) რ: აბულაძე
14. მამლუქი (1958) რ: რონდელი
15. უდიპლომო სასიძო (1961) რ: ხოტივარი
16. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (1962) რ: აბულაძე
17. თოჯინები იცინიან (1963) რ: სანიშვილი
18. ხევსურული ბალადა (1965) რ: მანაგაძე
19. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (1965) რ: ჭიაურელი
20. ქორწილი (1964) რ: მიხეილ კობახიძე
(ვაჰ, აი ეს 20 დამთავრდა