პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის საიდუმლოებანი
" ზამთრის ბაღები, ეგზოტიკური ჩიტები და 200 მილიონი დოლარი მიხეილ სააკაშვილისათვის "
პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობა ახალი წლის სადღესასწაულო დღეებშიც კი არ შეწყვეტილა. რეზიდენციის მეზობლად მცხოვრებმა ავლაბრელებმა მშენებლებისაგან იციან, რომ 1 ივლისისათვის ყველაფერი მზად უნდა იყოს.
ავლაბარს ფასი დაედო
არქიტექტორთა წრეებში, ცხადია, საუბრობენ, თუ როგორი იქნება პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია თავისი სასეირნოთი, მოსასვენებლით, სტუმრების მისაღებით, ადმინისტრაციისათვის განკუთვნილი და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილებით. ერთ რამეზე ყველა თანხმდება, რომ ავლაბრის ინფრასტრუქტურაზე ამ დანიშნულების ობიექტის არსებობა შესამჩნევად იმოქმედებს. სხვა თუ არაფერი, რეზიდენციაში მანქანის სწრაფად მისვლის უზრუნველყოფა იქაური გზების სრული შეცვლით იქნება შესაძლებელი, რაც ამ უბანში ბევრ რამეს შეცვლის.
გადასახლების მოლოდინში
დაახლოებით 23 ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი რეზიდენციის ტერიტორიაში მოხვდა, უკვე გაასახლეს. როგორც იქვე ჯერ კიდევ მცხოვრები შურა მზარეულიშვილი ამბობს, მათ კვადრატულ მეტრში მთავრობამ 800 ამერიკული დოლარი გადაუხადა.
რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ლია ათუაშვილი ამბობს, რომ ადრე იყვნენ მთავრობიდან მისული ადამიანები, რომლებსაც აინტერესებდათ, ხომ არ ცხოვრობდა ახლოს კრიმინალური წარსულის ადამიანი. ერთი სიტყვით, უბანს ამოწმებდნენ. მათ გარდა ათუაშვილს არავინ უნახავს.
”ვინ დაიჯერებს, რომ 60 მილიონი ეყოფა ზამთრის ბაღებს?..”
რეზიდენციის მშენებლობის ტერიტორიაზე დაცვამ არ შეგვიშვა. როგორც განგვიმარტეს, იქ უცხო პირების შესვლა აკრძალულია. ადგილზე არც მუშების ზედამხედველი დაგვხვდა. ”ახალი ვერსიის” კითხვებს სიტყვაძუნწად მხოლოდ დაცვის თანამშრომელი ლევან გელაშვილი პასუხობდა. პირველად სწორედ მან გვითხრა, რომ ვერ შევძლებდით არქიტექტორის - ირაკლი როსტომაშვილის ნახვას, რომელიც ”ნახევრად ძებნაშია”. რეზიდენციის მშენებელი ფირმა ”ევრა” კი დეპუტატ ვალერი გელაშვილისაა და თავად ჩემი მოგვარე ახლა ვილნიუსშიაო. შემდეგ იქვე მდგარ ბილბორდზე მიგვითითა, სადაც მომავალი რეზიდენციის ფოტოებია გამოსახული. ამ სურათებზე რეზიდენცია რაღაცით აშშ-ის თეთრ სახლსაც ჰგავს. თუმცა, მშენებარე ობიექტი ამ ფოტოსგან ჯერ კიდევ შორსაა.
ჩვენ დავინტერესდით, არის თუ არა გათვალისწინებული ან - რა ფორმით ქალაქის ან ცენტრალურ ბიუჯეტში აღნიშნული თანხები. ქალაქის პრემიერმა, თემურ ქურხულმა გვიპასუხა, რომ ქალაქი ამ საქმეზე არაფერს ხარჯავს. საკრებულოს წევრის, ლეიბორისტ გაგა გუგავას თქმით კი, ასე პირდაპირ რეზიდენციისათვის დასახარჯ თანხებზე მითითებული არსად არ არის. თუმცა, მომავალი წლის ქალაქის ბიუჯეტში ჩადებულია 2 მილიონ ნახევარი ლარი რეზიდენციის ახლოს მცხოვრები ხალხის გასასახლებლად.
გაგა გუგავა ამბობს, რომ ძირითადად, გაფანტული სახით იქნება ეს ხარჯები დაფიქსირებული და სხვადასხვა სახელებს დაარქმევენ ცალკეულ პუნქტებს;
მილიონერი დეპუტატი და ”ორთაჭალის ტურფა”
პრეზიდენტის რეზიდენციას მარტო იქ მცხოვრებლების ნახევრად დანგრეული სახლები კი არ შეეწირა, ან შეეწირება, არამედ, ბარათაშვილის ხიდთან, კლდეზე თავმომწონედ წამოჭიმული, როგორც ამბობენ, მილიონ დოლარად აშენებული სახლიც, რომელიც დეპუტატ ვალერი გელაშვილს ეკუთვნის (უკეთ - ეკუთვნოდა) თუმცა ”რეზიდენციის ხედს ამახინჯებს”. მილიონერმა გელაშვილმა ეს სახლი პრეზიდენტის რეზიდენციას დაუთმო. საინტერესოა - უანგაროდ თუ?..
რა პირადი მოლაპარაკება შედგა გელაშვილს და მთავრობას შორის, ცხადია, ცნობილი არ არის. თუმცა, არსებობს საინტერესო დეტალები, ბევრი უპასუხო კითხვაც და უფრო მეტი გავრცელებული ხმა. მაგალითად, ამბობენ, რომ გელაშვილი, უფრო სწორად მისი სამშენებლო ფირმა ”ევრა”, პრეზიდენტის რეზიდენციას უფასოდ ააშენებს. სანაცვლოდ გელაშვილს ქალაქის მომავლის ახალ უბანს - ”ორთაჭალის ტურფას” ჩააბარებენ. ”ორთაჭალის ტურფას” პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე თვის წინ მოეწყო. ისანი-სამგორის რაიონში, მტკვრის სანაპიროზე მშენებლობა კომპანია ”არსმა” უნდა აწარმოოს (კომპანიის მოწილე ირაკლი როსტომაშვილია).
”ორთაჭალის ტურფა” ე. წ. ”მეგობრობის პარკის” ტერიტორიაზე გაშენდება. თუმცა, ამ ტერიტორიის დიდ ნაწილს ნაგავსაყრელი უფრო ეთქმის, ვიდრე პარკი. როგორღაც გელაშვილმა მოახერხა და თავდაპირველად იქ 3000 კვ.მ. მიწა იყიდა. მთლიანად ამ ე. წ. პარკის ტერიტორია 40 ჰექტრამდეა. აქედან მხოლოდ სამი იყო გელაშვილისა, მაგრამ მოულოდნელად, თბილისის მერიამ მთელი დარჩენილი ტერიტორიაც გელაშვილს გადასცა.
საკითხისადმი ასეთ მიდგომას, ცხადია, ჰყავს ოპონენტები, რომლებიც ამბობენ, რომ დასავლეთისკენ კურსაღებულ ქვეყანას და მის პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ერთი ადგილი მაინც, სადაც მაღალი რანგის სტუმრების მიღებისა არ შერცხვება. მით უმეტეს, რომ რეზიდენცია სახელმწიფოს საკუთრება იქნება და არა მიხეილ სააკაშვილის, რომელიც მხოლოდ 5 წლით (თუკი მეორედ აირჩევენ - 10 წლით) ისარგებლებს ახალი რეზიდენციის ზამთრის ბაღებით და მოუსმენს ეგზოტიკური ჩიტების ჭიკჭიკს.
http://www.versia-online.com/cgi-bin/n_ver..._statia&id=3555[/B]და კიდევ, ბიუუჯეტი ხომ 3ჯერ გაიზადა!!!!...თუმცა მასწავლებლებმა დეკემბრის თვის ხელფასები 12იანვარს მიიღეს
მაგრამ ბიუჯეტი ხომ 3ჯერ გაიზარდა!!!(ჟვანიას ბლოკნოტშო

) ...ანაბრებიც იქნება
რადგან ანაბრებს მაინც დაარიგებენ მაშინაც კი თუ არ გამოიძიებენ!!! აბა! ოპტიმიზმი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!