ბევრი ვიფიქრე ხალხო და მომინდა ამ ტოპიკის გახსნა. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმობს მაგრამ მე მაინც უნდა დავწერო. იმედია ამაში ყველა დამეტანხმებით რევოლუცია რომ უნდა მომხდარიყო და რარაც ახალი სისხლი უნდა შემატებოდა ჩვენ ქვეყანას და ალბათ იმაშიც დამეთანხმებით რომ მიშას გარდა ამას ვერავინ ვერ იზამდა. მე არ ვარ მიშას ფანი მე უბრალოდ მიყვარს ჩემი სამშობლო და გული მწყდება იმ ქართველებზე რომლების ცდილობენ მის განადგურებას. მე მინდა ისეთ სახელმწიფოში ვიცხოვრო სადაც ხალხს შეეძლება ობიექტურად განსაჯოს მიმდინარე მოვლენები და არა ჭორების საფუძველზე. ჩემი თვალით დანახული ამ მტავრობის კარგი სააქმეები:
1. პატრულის შემოღება და ძველი ღიპიანი კრთამისტი პოლიციელების გაშვება
2. ახალი საგადასახადო კოდექსის შეოღება მართალია ჯერ კიდევ ძალიან დასახვეწია მაგრამ მაინც ხომ შეღავათია ელემენტარული იმით რომ გაარკვევ შიგნით რა წერია.
3. ხელფასების გაზრდა და დროულად მიცემა.
4. ელექტრო კრიზისის ასე თუ ისე მოგვარება მართალია არის შეფერხებები რაც გამოწვეულია საქარტველოს მოღალატეების დივერსიული აქტებით მაგრამ იმედია მალე ყველაფერი მოგვარდება.
5. სიტყვის თავისუფლება ასე თუ ისე მაინც დაცულია.
6. საგარეო კურსი ანუ ჩვენი მისწრაფება სხვადასხვა სტრუქტურებში გასაწევრიანებლად რაც უახლოეს მომავალში მოხდება.
7. ეკონომიკის აღმავლობა. მართალია ჯერჯერობით ძალიან ნელი ნაბიჯებით მაგრამ ამ ქარხნების და საწარმოების გაყიდვა დააჩქარებს უფრო და იმედია ერთ 10 წელიწადში ნორმალური ეკონომიკა გვექნება.
8. ჯარის გაძლიერება. ეს ჩემი აზრით ძემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე დიდი საქმეა იმიტომ რომ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა ასე ტუ ისე გაძლიერდა. ალბათ გაიხსენებთ როგორ აცილებდნენ თავს ჟარში წასვლას ეხლა კი სიხარულით გარბიან, მეც ერთი სული მაქვს როდის მომიწევს

მაგრამ აქაც ბევრი რამე დასახვეწი.
9. აჭარის რევოლუცია. ფაქტიურად დაკარგული აჭარა კვლავ ჩვენს იურისდიქციაში შემოვიდა და ხალხი განთავისულდა. აქაც არის პრობლემები დარჩნენ ძველი გადმონაშთები რომლებიც ცდილობენ კვლავ დესტაბილიზაციის შეტანას იმდია ამასაც მალე მოევლება
10. საქართველოს ექს პრეზიდენტის არ დაჭერა. მე ვფიქრობ რომ ამიტ საქართველოს ავტორიტეტმა აიწია.
11. ძველი კორუმპირებული ჩინოვნიკების დაჭერა და ქონების და ფულის ჩამორთმევა. რათქმაუნდა ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ბევრი ამბობს რომ არ უნდა გამოეშვათ ციხიდან და იქ უნდა ყოფილიყვნენ მაგრამ მე მიმაჩნია თუ ძალიან საშიში დამნაშავე არ არის უნდა შევიწყალოთ კი მესმის რომ ძალიან ბევრი გვაწამეს მაგრამ ისენიც ხომ ქართველები არიან და მოდით შეგვეძლოს პატიება.
12. ტურიზმის მოზიდვა. თუ დაკვირდით მიშა რატომ დადის სხვადასხვა ქართულ კურორტებზე დღეს იქ არის ხვალ აქ. ამიტ ხომ ისე მსოფლიოს აჩვენებს ქართული კურორტების სილამაზეს რაც ასე თუ ისე მოქმედებს ტურიზმის განვითარებაზე.
უარყოფითი მხარეები:
1. ისევ არის ალაგ ალაგ კორუფცია.
2. ასე თუ ისე დაწესებულია ცენზურა პრესაზე.
3. იფლანგება ბევრი ფული სხვადასხვა ღონისძიებებში როდესაც ხალხი მშიერია.
P.S იმედია მიმიხვდით რისი თქმაც მინდოდა, მართალია ცოტა არაორგანიზებულად დავწერე მაგრამ მემგონი საბოლოოჯამში აზრის წაკითხვა არის შესაძლებელი. ალბათ ჩემი ასაკიც მოქმედებს ჩემს შეხედულებებზე რადგან ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ და რავიცი ძალიან მკაცრად ნუ განმსჯით 
[SIZE=14][COLOR=red]
საქართველო მაშინ იქნება ძლიერი როდესაც ქართველი ხალხი ერტმანეთს არ დაჭამს და ერტ მუშტად შეიკვრება