ცოტა ხნის წინ გარემონტებული აეროპორტი უქმდება
" პრეზიდენტს თბილისის აეროპორტი აღარ მოსწონს "
სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ახალი სურვილი გაამჟღავნა. პრეზიდენტს სურს თანამედროვე აეროპორტი…ორიოდე წლის წინ 12 მილიონ დოლარად გარემონტებული აეროპორტი ახლის ამუშავებისთანავე გაუქმდება.
მთავრობას და საპრეზიდენტო უმრავლესობას თუ დავუჯერებთ, ჩვენი პრეზიდენტი უცხოეთში ძირითადად ინვესტორებს დაეძებს. ამ ძებნა-ძებნაში მას უცხოეთის აეროპორტების ხშირი მონახულებაც უხდება….ჰოდა, პრეზიდენტს თბილისის აეროპორტი აღარ მოსწონს.
ახალი აეროპორტის შესახებ ზუსტ მონაცემებს არავინ ასახელებს. სამაგიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ასეა: ”სააკაშვილმა თქვა, ღმერთმა თქვა!”
რა დაუჯდება ქვეყანას ახალი აეროპორტის აშენება
კულუარული ინფორმაციით, აეროპორტის მშენებლობა ასეულ მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ინვესტორის შესახებ ინფორმაციას არავინ იძლევა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ თანხა, რასაც ინვესტორი გადაიხდის, იქნება სესხი და მისი გასტუმრება საბოლოოდ საქართველოს მოუწევს.
”როგორც ჩანს, ეს იქნება საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი, მაგრამ ჯერ საპროექტო სამუშაოები არ დასრულებულა და ზუსტი თანხის დასახელება შეუძლებელია”, - აცხადებს ეკონომიკური გავითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ”საწარმოთა მართვის სააგენტოს” მეშვეობით იქნება აეროპორტის მშენებლობაში ჩართული. თუმცა, როგორც ირკვევა, სააკაშვილის ინიციატივის განხორციელებას ძირითადად უშუალოდ დღევანდელი აეროპორტის ხელმძღვანელობა გაუწევს კოორდინაციას.
როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მაკა მაღლაკელიძე აცხადებს,”ყველაფერი შეჯერდება. შემდეგ მასალებს მოგვაწვდიან და როდესაც ყველაფერი დაზუსტდება, მაშინ გავმართავთ პრესკონფერენციას”, - ამბობს მაკა მაღლაკელიძე.
ახალი აეროპორტის ამუშავებას ბილეთების გაძვირება მოჰყვება
ავიაკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აეროპორტის აშენება და კრედიტის აღება მათზეც აისახება. კრედიტის გასასტუმრებლად სახელმწიფო მათ გარკვეული თანხების გადახდას დააკისრებს. ამის გამო ავიაკომპანიებს საბოლოოდ ბილეთების გაძვირება მოუწევთ.
”ეს არ იქნება ფასების კატასტროფული ზრდა, მაგრამ საშუალოდ 20-30 დოლარით გაძვირებას აუცილებლად გამოიწვევს”, - აცხადებს ”ახალ ვერსიასთან” საუბრისას ავიაკომპანია ”საქართველოს ავიახაზების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კოკა სეფერთელაძე.
http://www.versia-online.com/cgi-bin/n_ver..._statia&id=3559აეროპორტი მართლაც სასიცოცხლოდ პრიორიტეტულია!ურა!...არსებული ვეღარ იტევს მგზავრებს! მართლაც დილის 5 საათიანი რეისები (ნორმალურ დროს განვითარებული ქვეყნების კომპანიებს/აეროპორტებს თავად აქვთ პიკის საათები!)
გადავსებულია!! ამას გვირაბი დაუმატეთ, დაუმატეთ ვაკეში ცათამბჯენი, და მერე აღარ გაბედოთ და მოიკითხოთ ჟვანია რომ იტყვის ბიუჯეტი კიდევ 5ნახევარჯერ გაიზარდაო, რაში წავიდაო!!!

მოკლედ ფულის გათეთრების უებარი საშუალებაა, მართლა Mშურს ამ იდეების ავტორის გონებამახვილობის!ჰო ნინოწმინდა-ხარაგაულის სუპერ თანამედროვე მაგისტრალები გამომჩა

. მარა აეროპორტი მართლა
ძაან მაგარია! დამატებით ერთი ორი კარგი აეროპორტი ნამდვილად გვესაჭიროება ჰაერივით
პატივისცემით,
მარკშეიდერი სააკაშვილი