ჩემო კეთილო მეგობრებო, ეს დაუჯერებელი ისტორია, რომელიც ახლა მინდა მოგიყვეთ, იყო ჩაწერილი მას შემდეგ რაც შევიკრიბეთ კაკ-ტა რაზ ანტიგონე, პჩილა, მერიგოურაუნდი, ჯასთემინეთი, ფეისითი და თქვენი მონამორჩილი, და გავეშურეთ კინოთეატრისკენ (მარა აღმოვჩნდით ბარში. но это уже совсем другая история).
ზემოაღნიშნული ისტორია ჩაწერილი იყო თვითმხილველის სიტყვებიდან, что называется “из первых уст” (იმის მიუხედავად რომ თქვენი და ჩემი [ორი ერთეული] თანაფორუმელი ამ ჩაწერას ყველანაირ დაბრკოლებებს უქმნიდა [გვარს და სახელს არ დავასახელებ - რცხვენოდეთ!

] ) და ჭეშმარიტ სიმართლეს წარმოადგენს ტყუილის სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში. აბა, ტკბილად მოკალათდით თქვენს კრესლოებში / სკამებზე / ტაბურეტკებზე / მაგიდებზე / საწოლებში / სავარძლებში და წაიკითხეთ:
ზიტა და გიტა ბრუნდება, ანუ ამბავი ფუტკრისა სპილოთა ქვეყანასა შიდა(ისმის ინდური მუსიკა. ფონზე ცეკვავს ორი ქალი და ერთი კაცი. რაღაცას ინდურად მღერაინ სამშობლოს სიყვარულზე. ჩანს სუბტიტრები: ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი კაშმირი...)
აეროპორტში საზღვირს გადაკვეთისას, ფუტკარი დაემშვიდობა თანამემამულეებს, და სულ რამოდენიმე წუთში უკვე თვითმფრინავის ტრაპზე ადიოდა.
(ისმის ინდური მუსიკა. გამცილებლები მღერიან და ცეკვავენ. სუბტიტრები არ ჩანს)
- Добрый день, дзвирпасо стумрэбо. Вас приветствует экипаж «Аэрофлота» на борту рейса Тифлис-Москва. Спасибо что выбрали нашу авиакомпанию. Летайте самолетами «Аэрофлота»; спешите – их осталось совсем немного.
(მგზავრები იკრავენ ქამრებს. თვითმფრინავი გადის ”რულიოჟკაზე”. ისმის ინდური მუსიკა. კაბინაში ეკიპაჟი ცეკვკავს და მღერის რაღაცას ინდურად. ჩანს სუბტიტრები: А нам все равно, а нам все равно... Паша, наливай!)
/ ჩემი ორი ტკბილი თანაფორუმელის დახმარებით, მე ვერ გავიგე, თუ რანაირად აღმოჩნდა მოგვიანებით ფუტკარი მოსკოვი-დელის რეისზე. ამგვარად ამას გამოვტოვებ /
დაახლოებით ღამის 2 საათზე (თბილისის დროით 11 საათსა და 30 წუთზე) ფუტკარმა შედგა ფეხი ბხარატის მიწაზე!
(ყველა ცეკვავს და მღერის)
ინფორმაცია ენციკლოპედიიდან:
ინდოეთი (ხინდის ენაზე ბხარატი) – რესპუბლიკა ინდოეთი არის სახელმწიფო ტერიტორიით 3,3 მლნ კვადრატული კმ და 930 მლნ მოსახლეობით (1995 წლის მონაცემებით). ინდოეთი არის მრავალნაციონალური სახელმწიფო; ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ გაერთიანებებს წარმოადგენენ ხინდუსტანელები, ტელეგუ, მარატახი, ბენგალელები, ბიხარელები, ტამილები, გუდჯარატელები და სხვა. ქალაქებში ცხოვრობს მოსახლეობის 25%. ოფიციალური ენებია ხინდი და ინგლისური. ინდოეთი ფედერატიული ქვეყანაა და შედგება 27 შტატისა და 7 მოკავშირე ტერიტორიისგან. დედაქალაქი არის დელი. სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი.
მსხვილი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები არსებობდა ინდოეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე პირველ ათასწლეულში.
ხომ, მავიწყდებოდა მეთქვა, ინდოეთში კიდევ კინოებასც იღებენ, აი!მაშ ასე, ინდოეთში ჩავიდა თუ არა ჩვენი ფუტკარი, მას ეგრევე შეხვდა... ნუ ვერ გამოიცნობთ... შანსი არაა...
– ხაეს? – ჰკითხეს თბილისიდან ინდოეთში ჩასულ, გაოგნებულ ფუთკარს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოს სამმა მოქალაქემ.
– ნეტ, ვაბშეტა ია ენდოკრინოლოგ, – უპასუხა მეზობლებს დაშოკილმა ფუტკარმა, და გაიფიქრა ”რა შუაშია აქ ენდოკრინოლოგი?”. – ვ სმისლე ია პრიეხალა ნა კონგრეს პო ინფორმაციონნიმ ტეხნოლოგიამ.
– ხო, მაშინ ხო, მაშინ ხო! – არაქართულად წარმოსთქვეს მეზობლებმა და სიმღერა და ცეკვა დაიწყეს.
მარშრუტკით რომელშიც ინჟინრებმა 10 სამგზავრო ადგილი გაითვალისწინეს, მაგრამ მძღოლმა სიმღერით და ცეკვით 30 კაცი ჩასვა, ჩვენი მეგობრები ჩავიდნენ ქალაქ დელიში, სადაც დაბინავდნენ ოტელში MS Regency.
(”MS Regency has performed illegal operation and will be shut down” სთქვა ოტელმა და სიმღერა და ცეკვა დაიწყო.)
უკვე გვიანი იყო. ფუტკარმა ცეკვებს ყრადღება აღარ მიაქცია, დაწვა ნომერში და ტკბილად დაიძინა...
პარატხა იქა, საბჯი აქა [ინდური სამზარეულოს ნაციონალური კერძები]. მეტს ვერაფერსაც მოგიყვებით, რამეთუ ორმა ჩვენმა ტკბილმა თანაფორუმელმა [გვარს და სახელს არ დავასახელებ - ერთხელაც რცხვენოდეთ

] ინტერვიუს ჩამორთმევა ძალისმიერი მეთოდებით აღკვეთეს...
p.s. ისე კი, ინდოეთის სურათები მშვენიერი იყო.

გამოცემისათვის ვამტკიცებ:
პჩილა
This posting is provided "AS IS" with no warranties, and confers no rights.
You assume all risk for your use.
© HUB. All rights reserved.