რას ამბობთ? ნოღაიდელის გაპრემიერება ყველაზე დიდი კომედიის დასაწყისი იქნება ქართულ პოლიტიკაში (რაშიც კომედიების დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდით). ხაინდრავაა მაგარი კაცი, მაგრამ უბრალოდ მაგარი კაცია და არა პოლიტიკოსი!

მე ვფიქრობ, რომ ბენდუქიძის საჯდომი დაამშვენებს პრემიერ-მინისტრის სავარძელს. ეგ ყველაზე ლოგიკური იქნება.
ოქრუაშვილის კანდიდატურა მგონი გამორიცხულია იმიტომ, რომ ხალხის ისედაც ეჩვიან ფიქრებს კიდევ უფრო გაამძაფრებს მისი დანიშვნა. თუმცა არც ეგაა გამორიცხული.
რა ვიცი ამ მთავრობას თქვენ გაუგებთ? შეიძლება მე დამირეკონ და მე დამნიშნონ საერთოდ ან რომელიმე თქვენგანი.
(დარწმუნებული ვარ თითეული თქვენგანი ისევე, როგორც მე უარს იტყვით ესეთ შემოთავაზებაზე)
,,რას გვიშვება კაცო ეს სააკაშვილი!?" - ერის ახალი საფირმო ფრაზა