სალამი ყველას

ამ განყოფილებაში ერთიორჯერ თუ ვიქნები შემოსული. არ ვიცნობ კარგად. ამიტომ თუ თემა შეცდომით გავხსენი განყოფილებაში მომიტევეთ და მოდერტორს ვთხოვ გადაიტანოს შესაფერის განყოფილებაში .
მინდა საიტის გაკეთება, რომელიც იქნება კონკრეტულ მხატვარზე. მე ვერ ვერკვევი ასეთ რამეებში და ამიტომ ვაპირებ რომ ვინმემ გარკვეულ საფასურად დამიმზადოს საიტი. არაა საჭირო სულ ფლეშში და ა.შ. ნორმალური საიტი მინდა გამოვიდეს. რადგან კარგად ვერ ვიძახი როგორი მსურს(იმიტომ რომ არც ვიცი სინამდვილეში) ალბათ თავად ვებდიზაინერები დამეხმარებიან მის გადაწყვეტაში.
მაინტერესებს რა დამიჯდება , დაახლოებით ფასი .
შეიძლება დამჭირდეს ადგილიც ინტერნეტში ამ საიტის განსათავსებლად. ეს ჯერ არ ვიცი ზუსტად.
თუ არ დაგეზარებად იქნებ მითხრათ 100 მეგაბაიტიანი ადგილი რა დამიჯდება წელიწადში?
თუ ვინმე დაინტერესდება საიტის გაკეთებასტან დაკავშირებით , მომწერეთ უფრო კონკრეტულად

p.s. არაფერი სასწრაფო არ არის, შეიძლება ერთ და ორ თვეშიც გაკეთდეს, მთავარია კარგი გამოვიდეს.