რადგანაც Phonk ჟანრის მუსიკისთვის თემა არ გვქონდა, გადავწყვიტე, შემექმნა.
Phonk-ის ჩამოყალიბების დასაწყისად 90-იან წლებს მიიჩნევენ, და ამ ჟანრს თვლიან hip hop -ისა და trap music-ის ქვეჟანრად, ვოკალის ინსპირაციად კი 90-იანების memphis rap-ს მიიჩნევენ. Phonk-მა ისეთი სახე, როგორითაც შესაძლოა დღეს იცნობდეთ, 2010-იანი წლებიდან მიიღო. ეს ტალღა მნიშვნელოვნად წამოვიდა რუსეთიდან და ხშირად drift phonk-ით მოიხსენიებდნენ.
რა აძლევს Phonk ჟანრს გამორჩეულობასა და 'ორიგინალურობას'? ესაა დამახინჯებული cowbell-ის ხმა, სწრაფი tempo და Roland TR-808 დრამ-მანქანის ტიპის ელემენტები. ცნობისთვის, Phonk/Drift Phonk მნიშვნელოვნად განსხვავდება დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული Funk Carioca-სგან, ე.წ. Brazillian Funk-ისგან. Phonk შეიძლება იყოს ინსტრუმენტულიც (ტექსტის გარეშე).
Phonk-ის მაგალითისთვის რამდენიმე მუსიკას დავლინკავ:
phonk.me, KIIXSHI - GHOST! KORDHELL - MURDER IN MY MIND INTERWORLD - RAPTURE DVRST - Close Eyes KSLV - Override KORDHELL - SCOPIN ვფიქრობ, საკმარისია, რათა ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ, თუ როგორია Phonk ჟანრი.