getso
London

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3502
წევრი No.: 263
რეგისტრ.: 9-August 01
|
#1022235 · 12 Feb 2005, 04:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრი დავლიეთ. არ მახსოვს რამდენი ბოთლი, მაგრამ გამჭირვალე რომ იყო ნამდვილად მახსოვს. რაღაც წვენებს ვაყოლბედით. როცა გავითიშე ნინომ მანქანაში ჩამსვა და სახლში წამომიყვანა. ნინო ჩემი ცოლია. შვილი ჯერ არა გვყავს. მახსოვს სადარბაზოში რომ შემოვედით ბორჯომი მოვინდომე, და ნინო მაღაზიაში გავაგზავნე. მე იქვე სადარბაზოს კარებს მივეყუდე და მივიძინე. უცბად გამეღვიძა, თავი მტკიოდა, ლოგინიდან ავდექი. იქვე იატაკზე ბორჯომი დავინახე, ავიღე, დავლიე, და ისევ დავწექი. მერე ხელი გადავყავი, და სკამიდან ჩემი მობილური ტელფონი ავიღე რათა მენახა საათი, 4:44 ეწერა. დავდე ტელეფონი თავის ადგილას და ისევ დავიძინე. უეცრად ისევ გამეღვიძა, თავი მტკიოდა, ხელი გადავყავი და ბორჯომის ბოთლი ავიღე. მერე მობილურს გადავწვდი და საათს დავხდე 4:46 ეწერა. ისევ გადავტრიალდი და ძილს დავეჯახე. -ვახ, სად ვარ? რა ხდება? სულ სველი ვარ, ოფლიანი ვარ?! - ისევ ხელი გადვყავი და ტელეფონი ავიღე საათს დავხედე და 4:52 ეწერა. ასე გამეღვიძა რამოდენიმეჯერ, ბოლოს როცა საათს დავხედე 5:06 ეწერა, ასადგომად ძალიან ადრე იყო, ამიტომაც კიდევ ერთხელ გადავტრიალდი და დავიძინე. ისევ გამეღვიძა, ეხლა უკვე 9:00 წერია. მარტო ის მახსოვს რომ წინა ღამეს ბევრი დავლიე, და თავიც ამიტომ მისკდებოდა. ცოტა ხანი ლოგინში ვიწექი და ნელ-ნელა აზრზე მოვდიოდი. მერე თვალები კარგად გავახილე და... -ვახ, სადა ვარ? რა ხდება? ნინოოოოოოო! ნინოოოოოოოოო! სად არის ნინო? ვაიმე! რა დამემართა? დათოსთან დავრჩი გუშიინ? თუ სად ვარ? ეტყობა ნინო გაბრაზდა და სახლში არ წამიყვანა. მაგრამ სადა ვარ? - ოთახი სულ სხვანაირად იყო მოწყობილი, განსხვავებით ჩემისგან. ლოგინი ერთკაციანი იყო ორიანის მაგივრად. ფარდები ვარდსიფერი იყო ლურჯის მაგივრად. კედლებზე ბევრი ნახატები ეკიდა, ეს ჩვენ ოთახში არასოდეს არ ყოფილა. იქვე ერთი პატარა ტელევიზორი იდგა. ტუმბოზე რადიო იყო მიდგმული. მარცხენა მხარეს წითელი კარადა იდგა,კარადაზე დიდი შავი ყუთები ელაგა. გვერდით კედელზე ჩამქვრალი აბრა ეკიდა. მე ფეხზე ავდექი.ძალიან შეშფოთებული ვიყავი. სარკეში ჩავიხედე, თავზე პატარა კოპი მქონდა ამოსული. თითი რომ მივიდე ყვირილი მოვრთე, მერე უცბადვე გავჩუმდი რადგანაც გამახსენდა რომ სახლში არ ვიყავი. დიდ ხანს ვიფიქრე თუ რა უნდა დამმართოდა, რატომ მქონდა თავზე კოპი, სად იყო ნინო, ან ვისთან ვიყავი საერთოდ? მაგრამ ვერაფერ ლოგიკურ დასკვნამდე ვერ მივედი. -სიზმარი ხომ არ არის? არამგონია, აშკარად რეალურად არის ყველაფერი! სიზმრებში სხვანაირად ხდება ხოლმე. თუმცაღა რაღა სხვანაირად, მაგრამ მე ესეთი სიზმრები არ მესიზმრება ხოლმე. არა! არა, სოსულელეა. თანაც რაღა დროს სიზმარია, მე ხომ ცხრა საათზე ყოველთვის მეღვიძება. იქნებ და ისევ მთვრალი ვარ. კი მაგრამ ასეთი მთვრალი ვარ რომ ვერაფერს ვერ ვარჩევ? არა ესეც გამორიცხულია. - უცბად კარები გაიღო, მოვიხედე და გიტლერი დავინახე, ძალიან შემეშინდა, თავი ჯოჯოხეთში მეგონა, რადგანაც ყოველთვის ვფიქრობდი რომ გიტლერი სატანისტი იყო, და ის ჯოჯოხეთის საპატიო სტუმარი იქნებოდა. ისიც ვიფიქრე ხომ არ მოვკვდითქო, მაგრამ ესეც არ იყო ლოგიკური. გიტლერი შემოვიდა, მას თან ლამაზი, ქალი შემოჰყვა. მაღალი და ქერა იყო, ვიფიქრე ეს გერმანელი საყვარელი იქნებათქო, და თან ყავს წამოყვანილითქო. მერე გიტლერმა თვალი ჩამიჰკრა, და შარვლის დუქნის გახსნა დაიწყო. რომლის ბოლოებიც ჩექმებში ჰქონდა ჩატანებული. ძალიან მეშინოდა.და ამავე დროს უხერხულად ვგრძნობდი თავს. ვერაფერს ვერ ვხდებოდი, და კითხვებსაც ვერ ვსვამდი. -ნამდვილად ისეთი მთვრლი ვარ რომ ყველაფერი სასწაულად მეჩვენება, ანდაც მართლა ხდება ეს ყველაფერი მაგრამ როგორ? -მერე გიტლერს კარგად დავაკვირდი, თვალები ხელიბით დავიჭყლიტე და მივხვდი რომ ეს უბრალოდ გიტლერი არ იყო, ისე ჩემი ახლო მეგობარი გიორგი შეროზია ყოფილა, რომელიც ძალიან მაგრად დამგვანებოდა მას. ის გოგო მისი საყვარელი მაკუნა ყოფილა. ძალიან გამიხარდა ამის დანახვა და ვუთხარი -ჰეჰ, რა სულელი ვარ ისეთი მთვრალი ვარ რომ გიტლერი მეგონეთქო.- გიტლერმა შემომხედა და გამიცინია. მერე ისევ შეტრიალდა და თავის საქმე განაგრძო.
მე შემოვტრიალდი, არ მინდოდოა ამ ყველაფრის ყურება. მაგრამ რატომ სხვა ოთახში იმ დროს არ გავედი მე თვითონ ვერ ვხდები.ტელევიზორი ჩავრთე. CNN-ი დავიჭირე და ყურება დავიწყე. ველოდი, რაღაცას ველოდი რომ გამოეცხადებინათ, მაგრამ რას არ მახსოვს. როცა არ გამოაცხადეს გავბრაზდი და სხვაგან გადავრთე. ბინ ლადენი გაიჩითა, ხელში დიდი სიგარა თუ მოსაწევი ეჭირა და კლდეებზე იჯდა. გარშემო ლამაზად აკაშკაშებდა მზე. არე მარე, მწვანე ბალახი მოსჩანდა. ერთი მომენტი ხედიც გამონდა სადაც ძალიან ლამაზი უდაბნო იყო და აქლემები მიაბიჯებდნენ ნელ-ნელი ნაბიჯებით. ლამაზი სანახაობა იყო. მოულოდნელად ბინთან ვიღაც შავ ფრომიანი ჯარისკაცი მივარდა და ხელების ბორკილებით დაბმა დაუწყო. როგორც ჩანს ტერორისტს ეს არ ესიამოვნა და უცბად რაღაც აფეთქდა. ეკრანი სულ გაწითლდა. ეს იმ ჯარისკაცის გაჟღენთილი სისხლი იყო. ბინ ლადენი კი გაქრა. სხვათაშორის გაპარსული პირველად ვნახე, და საკმაოდ სიმპატიურიც გამოჩნდა. გაოგნებული შევცქეროდი ამ ყველაფერს. ვეღარ გამეგო რა იყო ჭეშმარიტება. რაღაც უცხო სამყაროში ვიყავი, ვერაფერს ვერ უჯერებდი. ერთი მომენტი ისიც ვიფიქრე სიმთვრალეშ რამე ხომ არ მოვწიე ან ხომ არ ვიმაიმუნთქო მაგრამ ვერაფერს ვერ ვიხსენებდი. ტელევიზორში ყველა არხი რომ დავათვალიერე, მომბეზრდა და ისევ აქეთ გამოვიხედე სადაც გიტლერი ანუ გიორგი და მისი მაკუნა მეგულებოდნენ, მაგრამ აღარ დამხვდნენ. უცბად კარები გაიღო და პოლ მაკარტნი ABBA-ს ერთერთ ქალთან ერთად შემოვიდა, მაკარტნიმ გადამკოცნა, და გამომესაუბრა. როგორ ხარო? ბორჯომი ხომ არ გინდაო? გუშინ რას გავდიო?. მე დაშტერებული ვუყურებდი, და თვალებს ვიჭყლეტავდი, ეს ვინღაა შეიძლება იყოსთქო, ბოლოს მივხდი, -მემგონი გიორგის ბიძაშვილია დათო, ეს გოგო.. ეს გოგო? ვინღა არის? არვიცი არ მეცნობა. აუცილებელია ყველას ვიცნობდე?! მე ფეხზე ავდექი, შავი კელვინ კლაინის ტრუსი და თეთრი ბრეტლებიანი მაისური მეცვა, ეს რომ იმ ABBA-ს გოგომ დაინახ, გამიცინა და თვალი ჩამიკრა, მაგრამ მაგის თავი მქონდ, ეხლა? ერთი სული მქონდა ნინოს როდის ვიპოვიდი და სახლში წავიდოდი. ცოტა ხანში, პოლმა ამ გოგოს მკერდზე ხელი დაადო, რაღაცას იწყებდა. მე იქ ხომ არ დავრცებოდი, მომერიდა და ოთახიდან გავედი, მაგრამ ჯობდა არ გავსულიყავი. ცოტა გავიარე და დიდი ზალა გაიჩითა. წყნარი მუსიკის ფონზე ბევრი ხალხი ირეოდა ერთმანეთში, კარგი სურნელი იდგა. ესეთი ჩაცმული ამ ზალაში თავსაც კი ვერ შევყოფდი. კარების უკან დავიმალე, და დავიწყე თვალიერება, თუ ვინ იყო, და რომელ გამოჩენილ ადამიანს აღმოვაჩენდი კიდევ. ოფიციანტები აქეთ იქით დარბოდნენ, ხელში მოოქროვილი ფოდნოსები ეჭირათ, თავზე წითელი ლამაზი ქუდები ეხურად, და სახეებზე ნიღბები ჰქონდათ აკრული. მარცხენა კუთხეში ჰარისონი და ჯიმი ჰენდრიქსი იდგნენ. დიდი სიამოვნებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, და კუბურ სიგარებს ექაჩებოდნენ. -ისე ხო იცით სიგარები როგორ კეთდება? მაგარი ქალები ზიან თავიანთ სახლებში, თუ სოფლის ეზოებსა ან ფერმებში და თუთუნს თავიანთ გაოფლილ სველ ფეხებზე იგორგოლავებენ. აი მერე ამას ეძახიან ნაღდ კუბურ სიგარას. -აქეტა კუთხეში ინგლისის დედოფალი ელიზაბეტა მეორე და მადონა ჭორაობდნენ. -აბა ეს როგორი წარმოსადგენია? გახრწნილი ცნობილი მომღერალი დიდი ბრიტანეთის დედოფალთან ერთად რომ ასე ომახიანად იკისკისებდა. -მადონას თითქმის ჩემნაირად ეცვა.- კიდევ იცით ვინ იყო?! ამერიკის პრეზიდენტი, და რუსეთის ერთერთი ძველი მეფე. ამ მეფეს სულ ოქროსფერი ხალათი ეცვა. თავზე დიდი შლემი ედგა, რომელიც ათასნაირი ძვირად ღირებული ქვებით იყო მორთული. ხელში სკიპრი ეჭირა და თავის ტახტზე იჯდა. მას გარშემო ტიტველი ქალები ჰყავდა შემოჰხვეული. ამათ გარდა, ზანგებიც იყვნენ. ლეგენდალური ფეხბურთელი პელე, და ლეგენდალური მომღერალი, რეგეის მეფე ბობ მარლეი. თითოეულ მათგანს რომ ვუყურებდი მინდოდა ჩემი მეგობრები ამომეცნო მათში, მაგრამ ეს სასწაულად ძნელი იყო. და სრული აფსურდიც. მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ისინი ჩემიანები იყვნენ. რატომ? ალბთ იმიტომ რომ გიტლერს გიორგი მივამსგავსე, იმ გოგოს მაკუნა, პოლ მაკარტნი დათოთ ვაქციე და კიდევ ბევრი. კარების უკან ყოფნა და მალვა მოსაწყენი აღმოჩნდა და დიდ ხანს ვერარც გავძელი. ზალაში ესეთი ჩაცმული ვერ შევიდოდი, მადონ ხომ არა ვარ?! ამიტომ გადავწყვიტ უკან იმ ოთახში დავბრუნებულიყავი სადაც გავიღვიძე. ოთახი ამჯერად ჯიმ მორისონს და ვირაც კახპა ქალს ჰქონდათ დაკავებული, ჯიმის ხელში ვისკის ბოთლი ეჭირა და ნელ ნელა ყლურწავდა. ის გოგო კოკაინს იყნოსავდა. ამ ოთახიდან ორივე გავყარე. და კარადების ჩხრეკა დავიწყე, რადგანა მეგონა რომ აქ ჩემი ტანსაცმელი უნდა ყოფილიყო. - აქ ჩემი ტნსაცმელი უნდა იყოს, მე თუ აქ ვარ ტანსაცმელი აბა სად იქნება? აქ დავრჩი. წესით ადამიანები სადაც რცებიან იქვე იდიან ხოლმე ტანსაცმლეს, ხოდა მე გიჟი ხომ არ ვარ სხვაგან გმეხადა?! იქნებ ნინომ წაიღო ტანსაცმელი? მაგრამ რატომ? დებილი ხომ არ არის? ტიტველი დამტოვებდა ააქ? თან როგორი ეჭვიანიაა! გამოვაღე წითელი კარადის პირველი უჯრა. შიგნით ბეთმენის შავი ტყავის ტანსაცმელი იყო. ეს ნამდვილათ არ იყო ჩემი. გამოვაღე მეორე უჯრა, სავსე იყო ქალის წიტელი და შავი თეთრეულიდ, ესეც არამგონია ჩემი ყოფილიყო. მესამე უჯრაში სულ სხვადასხვა ნაირი ჰასტუხები ეყარა, ზოგი ”ბოსის” ზოგი ”ვერსაჩის” ზოგიც ”ჟან პოლ გოწიესი” მე ამ ფირმის ჰასტუხები არცერთი არა მაქვს. მეოთხეში, ქალის მაისურები და კოლგოტკები ეყარა. იმედი ნელ ნელა მიცრუვდებოდა, ჩემი ტანსაცმელი არ ჩანდა, ერთი უჯრაღა მქონდა სანახავი. დიდი გულის ფანცქვალით ვაღებდი. -აი ისე კარტით პასეანს რომ შლი და ბოლო კარტს რომ ატრიალებთ, თუ ის ამოტრიალდა რაც უნდა ამოტრიალდეს სურვილი აგიხდებათ.-ბოლოს როგორც იქნა გამოვაღე და არც ამ უჯრაში აღმოჩნდა ჩემი სამოსი,მაგრამ დიდი სავი კეისი იდო. დავინტერესდი კეისით და გავხსენი. შიგნით უამრავი იარაღები, და გამჭირვალე პაკეტებში ჩაწყობილი ჰეროინი დავინახე. სწრაფადვე დავკეტე კეისი და ტავის ადგილას ჩავაბრუნე. ისევ ლოგინზეე დავწექი და გიჟურმა აზრებმა წამომიარა. -ვახ, ეტყობა ბარიგების ბაითში გავიჩითე, ან ვიღაც მაფიოზებთან ვარ. მაგრამ მაფიოზების სახლში პრეზიდენტებს და დედოფლებს რაღა უნდათ? რავიცი, ხომ ამბობენ ეგეთ ხალხზეც, ეტანებიან წამალსო. მაგრამ არამგონია. უფრო რეალურია რომ ისინი ცემი მეგობრები იყვნენ და მე ვერ ვარჩევ მათ, მაგრამ ესეც როგორ? განა ისეთი მთვრალი ვარ რომ... არვიცი! წამალი? ქალის საცვლები? ვისი სახლია? იქნებ ვიღაც ცოლიანის სახლია და მისი ცოლის საცვლები იყო ეს. არვიცი, რა ვქნა უნდა გავიპარო აქედან როგორმე. მაგრმ როგორ გავახწიო გარეთ? დამინახვენ და მერე რა იქნება კაცმა არ იცის. ტან მე როგორ მცვია,ესე ხომ არ გავალ იქ?- მერე რადიოს გადავწვდი და ჩავრთე, არაფერს არ იჭერდა. ბოლოს რაღაც ტალღა აღმოვაჩინე 0,034. ესეთი გაგიგიათ?- ეტყობა ისეთი მთვრალი ვარ თვალებშიც რაღაც არა სახარბიელო მემართება. ეს რა მუსიკაა? ესეთი არასდროს არ მომისმენია. ისეთი მუსიკაა რომ არ გამახსოვრდება. რა ენაზეა? - ბევრი ვუსმინე რადიოს თუ ცოტა, წამოვდექი ისევ და მობილურს დავხედე, საათი უკვე ათი იყო. მობილური გათიშული მქონდა თორემ ხომ დავრეკავდი ნინოსთან და დამხრებას ვთხოვდი. -რა ვქნა? ტელეფონი იქნება ამ სახლში, მივაგნებ და დავრეკავ ნინოსთან, მერე ის მომაკითხავს, და სამუდამოთ მოვშორდები აქაურობას. არარასოდეს აღარ დავლევ. ღმერთო მიშველე, პირობას გაძლევ აღარ დავლევ, ან თუ რამე ცუდი გავაკეთე და გაწყენინე აღარ გავიმეორებ. ისევ წამოვდექი, და ბეთმენის ფორმა გამოვიღე უჯრიდან, ჩავიცვი, ზუსტად ჩემი ზომა აღმოჩნდა. ერთი მომენტი დავფიქრდი ცემი ხომ არ არისთქო, მაგრამ ეს სისულელე იყო. გავედი ზალაში, უეცრად ყველა გაჩუმდა, და მე შემომხედა, ორი წამის მერე საოცარი სიცილის ხმა წამოვიდა, მე გავბრაზდი და გამოვედი. დავიწყე სახლის თვალიერება და სამზარეულოში ავღმოჩნიდი. მარადონა დოპინგს იკეთებდა და ვიღაც ექიმი ეხმარებოდა. მერე ჯიმი შემოვიდა და ლეგენდალურ ფეხბურთელს ვისკი შესთავაზა. იმანაც გამორთვა და ბოთლი მოიყუდა. შემოვტრიალდი და კარებთან ვიღაც კაცი, ვიღაც ქალს ეხუტებოდა. ესენი არვიცი ვინ იყვნენ. მზარეულები, ქათამს წვავდნენ. მაგრად მომშივდა და ერთი ნაჭერი მოვაჭრევინე.გემრიელად შევჭამე, და ერთი ჭიქა პეპსიც დავაყოლე. სამზარეულოდან გამოვედი დანაყრებული. ეხლა საჭირო ოთახში მომინდა, იქ ისევ გიორგი შეროზია შემეფეთა. -მოხვედი აზრზე?-მკითხა მან. -ხო, აი ნელ ნელა მოვდივარ- ვუთხარი მე, მაგრამ ეს სიმართლე არ იყო, რადგანაც გიტლერს ველაპარაკებოდი და არა გიორგის, მაგრამ ვიცოდი რომ ის გიორგი იყო. ეხლა ტელეფონის ძებნა დავიწყე, ბოლოს ვიღაცამ მობილური მათხოვა და ნინოს მობილურზე დავურეკე, გათიშული ჰონდა.მერე სახლში ვრეკავდი და არავინ არ პასუხობდა. ძალიან დავეჭვდი რა ხდებოდა, და ერთი ჩემი ძმაკაცი დათო გამოვიჭირე.-რას გევხარ?-ვკითხე მე. -რას?- გაბრაზებული სახით მომიგო მან. -რას, კი არა ვის! -ვის?- მკითხა მან. -ვის და იოსებ ჟუღაშვილს-მივუგე მე. -ვგევარ კი არა ვარ -მითხრა მან. შეტრიალდა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. -ეტყობა გაბრაზდა. მეც ხელი ჩავიქნიე და გამოვტრიალდი. ქუცაში საგვლა მოვინდომე მაგრამ უთუოდ. ბეტმენის ფორმით ქუჩაში გასვლა ალბათ მსხვერპლის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ ტაქსისი გამოზახება გადავწყვიტე. ვიღცას ისევ გამოვართვი ტელეფონი და დავარეკე, მისამართი არვიცოდი სად ვიყავით. ფანჯრიდან გადავიხდე და მოპირდაპირე სახლზე წავიკითხე -მონროს გამზ. 17. სწორედ ესე მისმართი ვუთხარი იმათაც, და გავუთიშე. მალე ტაქსიც მოვიდა და ჩავედი. ტაქსის კარები რომ გავაღე, მძღოლი შემომიტრიალდა და მკითხა სად მიდიხარო.- მე ძალიან შევშინდი რადგანაც მას სახეზე რაღაც თეთრი ნიღაბი ეკეთა, ისეთივე როგორიც იმ სახლში ოფიციანტებს. ვიფიქრე ესეც რომელიმე ჩემი ძმაკაცია და მეკაიფება თქო, გავბრაზდი და ისევ სახლში ამოვედი. ზალაში როცა შევედი, უკვე სიბნელე იყო და რაღაც ეისიდ ჯაზზს უსმენდნენ. ზოგი ცეკვავდა, ზოგი თამაშობდა, ზოგი ყვიროდა, ზოგი სვამდა, ზოგიც ჭამდა. მე იქვე სკამზე ჩამოვჯექი და რაღაც საგანს მივაშტერდი. ისევ და ისევ დავიწყე ფიქრი. ბევრი ვიფიქრე და ვეცადე გამეგო რა ხდებოდა მაგრამ, ვერაფერს ვერ მივაკვლიე. ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე, ვიფიქრე დრო არის ცხოვრების მკურნალი და ხოლოდ დრო თუ მიშველისთქო. ამ ხალხსაც შევეგუე. თითოეულ მათგანს ისე ვუყურებდი როგორც ჩემიანებს, და მათთან ერთად სმა გავაჩაღე. ისეთი სადღიგრძელოები არასდ არ მომესმინა რასაც ისინი ამბობდნენ. ერთმა თქვა -ისეთ სიგარეტს გაუმარჯოს, რომ მოწევ და არ დაიწვებაო.-მეორემ თქვა- ისეთ სიყავრულს გაუმარჯოს, რომ ცლი და არ იცლებაო.- მესამემ-იმ კაცს გაუმარჯოს ვისაც ეხლა ძინავს და ტკბილ სიზმრებს ხედავსო.- მეც ხომ უნდა მეთქვა რამე რამე უცნაური, ხოდა მოვიფიქრე -იმ ბეტმენს გაუმარჯოს, რომელლსაც სახში წასვლა უნდა და გზას ვერ აგნებსთქო.-ამაზე ყველას სიცილ-კისკისი აუტყდათ, და დიდი სიხარულით და მოწიწებით დალიეს ეს სადღიგრძელო.მერე ისევ განმარტოება მომინდა და ეგრეთწოდებულ ჩემ ოთახში გავეშურე. ისევ წამოვწექი და დავიწყე ფიქრი. იმდენი უაზრობა ვიფიქრე რომ ბოლოს გადავიღალე და ისევ ჩამეძინა. სხავათაშორის მაგარი მოსადუნი სიზმარი ვნახე. ისე იშვიათად თუ დამესიზმრება ხოლმე რამე, მაგრამ თუ დამესზიმრა, ვაი იმ დასიზმრებას. ზღვის სანაპიროზე ავღმოჩნდი. ჩემი ბეტმენის ფორმა და ბრეტელებიანი მაისური გავიხადე, დავწექი და წიგნის კიტხვა დავიწყე. მერე ზაგარს ვიღებდი. მაგარი მზე იყო, ცა სულ გამწმენილი იყო ღრუბლებისაგან. ზღვა საერთოდ არ ღელავდა. მობილურზე საათს რომ დავხედე უკვე შუადღის სამი საათი იყო და დავაპირე სახლში ასვსულიყავი, რადგანაც ამ დროს ცუდი მზე იცის და დავიწვებოდი. რომ წამოვდექი, ჩემი საყვარელი ცოლი დავინახე რომელიც ჩემსკენ მორბოდა და ლამაზი სტაფილოსფერი ზღვის კოსტიუმი ეცვა. მე ძალიან გამიხრდა მისი დანახვა და ცრემლები წამომივიდა. ეს ალბათ იმიტომ რომ რეალობიდან ჩამრჩა ის სახლი სადაც ვიყავი და ნინოს რომ ვეძებდი. ისეთი გრძნობა მქონდა დიდ ხანს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. რომ ჩამეხუტე უცბად ბენდიერი გავხდი, და მისი იქ გადაყვანა მომინდა სადაც ეხლა მეძინა. მინდოდა მეჩვენებინა ყველაფერი რაც ტავს გადამხდა. იქნებ რამეთი დამხმარებოდა. მაგრამ ამაოდ. ეს არ გამომივიდა რადგანაც ეს ხომ მესიზმრებოდა, და სიზმრიდან ნინოს როგორ გავიყვანდი იმ რეალობაში სადაც ჩემ თავს ვერ ვპოულობდი?! მერე ჩემი ცოლი ხელში ავიყვანე და სახლისაკენ გავიქეცი. სახლი ივქე ახლოს სანაპიროსთან იყო. რომ გენახათ რა სახლი იყო, თქვენც მოგინდებოდათ ეგეთი. სამ-სართულიანი, სულ სუშის ფანჯრებით, დიდი აივნებით. შიგნითაც ისე იყო ყცელაფერი მოწყობილი ალბათ ორიათასოც წელს როგორც იქნება სინამდვილეში. სახლში შესვლისთანავე გრილი დუში მივიღე, მერე ჩემი საყვარელი ლევისისი გახუნებული ჯინსები და სპორტული ბოტასები ჩავიცვი. მოგვიანებით სტუმრები მოვიდნენ, გიორგი, დათო, მაკუნა, ბაჩო და ვიღაცეები კიდევ. ეტყობა სახლში ”ფართის” ვაწყობდი. სტუმრები რომ მოვიდნენ დავსვი და ვუყვებოდი ყველაფერს რაც იმ სახლში ხდებოდა, იმასაც ვეუბნებოდი ეხლა მძინავს და არ მინდა რომ გავიღვიძოთქო. რადგანაც რომ გავიღვიზებ ისევ თქვენ გნახავთ იქ ოღონდ სულ სხვა ფენომენშითქო. ხომ ხვდებით რასაც ვამბობ?! მოკლედ კარგი დრო ვატარეთ, და ღამეც ჩემ ცოლთან ერთად ტკბილად გავატარე. წესიტ ის დრო იყო რომ სიზმარში დილა უნდა გათენებული რომ გამომეღვიძა. გიტლერი ხელს მირტყვდა ზურგზე. -დროზე დროზე ადექი,უნდა გავიქცე მოდიან. -ვინ მოდიან? მაცადე ძილი რა. -რა დროს ძილია? მოდიან მეთქი ვერ გაიგე?! ძალით წამომაგდო ლოგინიდან და დერეფანში გამომიყვანა, იქ საოცრება ხდებოდა. ყველა გარბოდა, აბსოლუტურად ყველა, ზედახორა იყო. სულ ყვერა ყვიროდა, -მოდიან, მოდიაონო! -მე ისევ ვერაფერს ვერ მივხდი და შეშინებული მეც მათ კვალს გავყევი. სდარბაზოში საფეხურებზე, დავგორდი, მაგრამ ეგ არაფერი ისევ გავრბოდი, და ყველა ჩემს წინ და უკანაც მორბოდა. მე ვყვიროდი -რა ხდება? ვინ მოდის? -მაგრმ არავინ არ მპასუხოდბა, ყველა თავისითავის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ რისგან, ან ვისგან არვიცოდი. რა უნდა მექნა? მეც მივრბოდი, და მივრბოდი. გზაში ჯიმ მორისონს წამოვეწიე. ეს მემგონი მიხო იყო. ვეძახი -ჯიმ, ჯიმ, მაიცა დამელოდე. -მაგრამ არ ჩერდებოდა, თუმცა რატომ გაჩერდებოდა თუ ჯიმი არ იყო და მიხო იყო. მერე ისევ დაუძახე, ოღონდ ეხლა მიხოთი მივმართე და გამომხედა. მე ვკითხე რა ხდება სად გავრბივართთქო? იმან სიმწარით მიპასუხა -იძახიან ვიღაც მანიაკები შემოესიენ ქალაქს და გაასწარითო -მე გაოგნებული, დავრჩი.ეხლა კიდევ მანიაკებირა აკლდნენ ამყველაფერს. ყველა ქუდ მოგლეჯილი გარბოდა. და სად მემგონი თვითონაც არ იცოდნენ. მე მაინც ძალიან მეშინოდა, რადგანაც თუ ეს სიმართლე იყო მაშინ ნინო უნდა მეპოვა, მე ისე ვერსად ვერ გავიქცეოდი, ამ ქალაქიდან, ნინოს მარტო ვერ დავტოვებდი. მაგრამ ტელეფონიც გათიშული აქვს და სახლშიც არავინ არ პასუხობს.რა მექნა? გავიკითხე სად იყო აბაშიძის ქუჩა და ხალხმა მიმასწავლა. მაგრმ ძალიან შორიაო მითხრეს, ფეხით რომ წახვიდე ხუთი-ექვსი საათი მაინც მოუნდებიო. მეს ამას ვერ შევძლებდი და ტაქსი გავაჩერე მაგრამ ფული არ მქონდა, ძალიან ვთხოვე გავეყვანე მაგრამ უარი მითხრა. უკვე ბნელდებოდა, ყველანი ან თავიანთ სახლებში იყვნენ ანდაც უკვე ქალაქ გარეთ გასულიყვნენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის, ნინო არ რეკავდა. არ მეგონა თუ ტელეფონი დამიჯდებოდა, რა უნდა მექნა? სახლში არავის არ მივყავდი, სახლის გზას ვერ ვარკვევდი, თანაც ძალიან შორი იყო. ეს უცნაური ხალხი სულ მაფიქრებდა რა ხდებოდა. ამას მანიაკები გამოჩენა დაემთხვა, ქალაქში სრული სიწყნარე და მობილიზაცია იყო. მე კიდევ ნინოს ისევ და ისევ ვეძებდი მაგრამ ვერ ვპოულოუბდი. გამწარებულზე კაცი რას არ გააკეთებს! გამახსენდა რომ იმ სახლში საიდანაც ყველანი გამოვიქეცით ერთერთ უჯრაში შავი კეისი იდო, რომელშიც უამრავი წამალი და იარაღი იყო. ხოდა გადავწყვიტე ავბრუნებულიყავი, თუ კარი ღია დამხვდებოდა შევიდოდი და გამოვიტანდი ამ ყველაფერს მერე რამე მოხდებოდა. ავედი მაგრამ სამწუხაროდ კარები დაკეტილი დამხვდა. რადგანაც ვიცოდი რომ მეზობლები კარებს არ გააღებდნენ და არ გამოიხედავდნენ შიშისაგან, გადავწყვიტე კარების გატეხვა. მაგრამ ეს როგორ კეთდებოდა მე არვიცოდი, ეს ხომ არასდროს არ გამიკეთებია. სადბაზოში დიდი ქვა ვიპოვე ვიფიქრე ამით გავტეხავ სახელურს და კარიც გაიღებათქო, მაგრამ ესეც ამადო, არაფერი არ გამოვიდა. მერე ქუჩაში გავედი და დიდი რკინა ვიპოვე, ამოვიტანე და ხის კარებზე რტყმა დავიწყე. ბევრი ურტყი თუ ცოტა კარებს პატარა ნახვრეტი დავადე, მერე ისევ იმ ნახვრეტს უმიზნებდი რომ ისევ იმ ნახვრეტში გამერტყა და ვიფიქრე ნახვრეტი უფრო გადიდებათქო მაგრამ ამ საქმიდანაც არაფერი არ გამოვიდა. ბოლოს ძალიან გავმწარდი, ამომსახა ყველაფერმა ერთად და ვიფიქრე რაც იქნება იყოსთქო. ეზოში ჩამოვირბინე ტრიტუარზე ჩამოვჯექი და სახლის აივნებს და ფანჯრებს დაუწყე თვალიერება. მეორე სართული იყო, და ვიფიქრე ადვილათ ავძვრები თქო. ჯერ ეზოში აგურები შევაგროვე და ერთმანეთზე დავაწყვე რათა ზემოდან დამდგარიყავი და პირველი სართულის აივნის რკინებზე ხელი მომეჭიდა, მერე ადვილად ავძვრებოდი. ესეც მოვახერხე და ავძვერი, ჯერ პირველი სართულის აივანზე, მერე კი მეორეზე. პირველიდან ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამომივარდა და ყვრილი დამიწყო, ეხლა მილიციას გამოვიძახებ შენ ხარ მანიაკიო. მე ვისწრაფე და სახლის აივნის შუშები ჩავტეხე, შევძვერი, და სწრაფადვე ის კეისი გამოვიღე უჯრიდან. შესამოწმებლად გავხსენი და ყველაფერი ადგილზე იყო. მერე კარები შიგნიდან გავაღე და სადარბაზოში გმოვედი. ქვემოთა სახლის პატრონი დამხვდა და ხელში თოფი ეჭირა. -დადე, ეგ კეისი, თორე მოგკლავ.- მე არ შემშინებია რადგანაც ამ ტიპს ნარკომანის ვიდი ჰქონდა და ვიფიქრე წამალი ადვილად გამომაძვრენსთქო. უცბადვე კეისი გავხსენი და ერთი პაკეტი ჰეროინი ამოვირე, ქვემოთ ჩამოუგდე და ვუთხარი- ეს ალბათ გეყოფა იმისთვის რომ ცოცხალი გამიშვათქო. იმ წუტასვე გაწია თოფი, ძალიან გაკვირვებული და გახარებული სახე ჰქონდა. სიხარულისაგან დაიბნა,და სახლში შემომიპატიჟა. სახლში ძველის ძველი ავეჯი იდგა, ზალაში ერთი მრგვალი მაგიდა და გარშემო ერთი სკამი იყო. სწორედ ამ საკმზე დამსვა, და თვითონ ტავისთვის პატარა ტაბურეტკა გამოიტანა. ეტყობა ყველაფერი გაეყიდა რაც კი ჰქონდა სახლში გასაყიდი წამლის გულისთვის. ისე ცუდი კაცის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. იქნებოდა ოცდათოთხმეტიწლის. ძალიან გამხდარი და წელში მოხრილი იყო. შავი წვერები და შავი მოკლედ შეჭრილი თმა ჰქონდა. ტანზე უბრალო მაისური და სპორტული შარვალი ეცვა. ფეხზე ფლოსტები. -ეხლავე გამოვალ -მითხრა მან, და გავიდა ეტყობა სამზარეულოში. მე მომნეტით ვიხელთე წამოვდექი და ზალიდან რა ოთახებიც მოსჩანდა შიგნით ვიხედებოდი, დიდი არაფერი. სულ ცარიაელი ჴტახები იყო, მხოლოდ ერთგან მოსჩანდა აყრილი ლოგინი და ლოგინთან ბორჯომის ბოთლი. ამ დროს გამოვიდა, და მკითხა შენ არ გინდაოო? თან ათ მილიანი შპრიცი ეჭირა ხელში და იმაზე მიმითითა. -მე, არა, არა დიდი მადლობა, ვერიდები, საქმეზე ვარ გასასვლელი. -მასაც არ დაუძალებია და თვითონ დაირჭო. უცბად ვუთხარი მე -ფული მწირდება. -რითი დაგეხმარო? კაპიკი არა მაქვს. ისე ფული რათ გინდა მთელი ავლადიდება გეტყობა მაგ კეისში გაქ და... -ბევრი ახსნის გარეშე საქმეზე გადავედი - იარაღი მაქვს და გაყიდვა მინდა. ეტყობოდა დაინტერესდა და თვაის ძმაკაცს გდაურეკა. -რას შვები ყივჩო? -მე ვარ, მე! -ვინ მე, და ზაქრო, შეჩემა... -ხო, გაიჩითა. -არა რა მანიაკი, ის გაიჩითა რა! -ხო, გელოდები მალე მოდი, და ფულის წაღორება არ დაგავიწყდეს. -კაი, კაი ხო გელოდები! მერე მომიბრუნდა მე და მითხრა -მალე მოვა, და ფულსაც მოიტანს, მაჩვენე აბა რა გაქვს? -მე ამოვიღე ყველაფერე და მაგიდაზე დავუწყვე, იმას მემგონი ენა გამდოვარდნაზე ჰქონდა. ალბათ ბარიგა ვეგონე. მე ჩუმად ვიყავი, ისე მომქონდა თავი ვითომ მეც ვიცოდი რომელი რა იარაღი იყო და იმანაც, ხოდა თვითონ აერჩია. დიდ ხანს არჩია და ამ დროს მისი ძმაკაციც შემოგვესწრო. მაღალი და გამხდარი იყო, ალბათ ისიც კაიფში. იარაღების დანახვაზე თვალები დაუშტერდა ალბათ ისეთი რამე მივიტანე რაზე დიდი იყო მოთხოვნა და შესაბამისად შოვნაც ძნელი იყო. -რამდენს ითხოვვ? -მკითხა ყივჩომ. -რამდენსაც გადაიხდით,ვუპასუხე წყნარად, თან ერთი თვალის წარბი ზემოთ ავქაჩე. იმან შემომხედა და დამაკვირდა, მერე მითხრა -ორი ათას დოლარს მოგცემ, და ტყვიები არ მინდა. -მე ამაზე დავთამხდი, და ფული გამოვართვი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ისინიც კმაყოფილები დარჩნენ და მეც. დანარჩენი ტავარი კეისში უკან ჩავალაგე, მათ დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი. ძალიან მომეწონა ეს საქმე, ბარიგობა არასდროს არ მდომებია მაგრამ რაღაც იოლი და კარგიც იდო ამ საქმეში. დაღმართს გავუყევი, და ეხლა ნინოს საძებნელად მივდიოდი. უკვე მაგრად ბნელოდა, ალბათ ღამის თერთმეტი ან თორმეტი საათი იქნებოდა. ტაქსები არ დადიოდნენ, მე კი ჯიბეში ორი ათასი დოლარი მედო, და ხელსი კეისი მეჭირა რომელშიც სულ მცირე ოთხი პაკეტი ჰეროინი და სამი იარაღი იდო, და კიდევ ტყვიები. მეორე ქუცაზე გადმოვედი, და თეთრმა ნოლ შვიდი მარკის ავტომანქანამ ჭამიჩერა, ეს რომ ვიგრძენი სიარულს ავუჩქარე. მანქანიდან ვიღაცეები გადმოვიდნენ და მედევნენ, მეც ვიფირე ჯობია გავჩერდები და წყნარად დავილაპარაკებტქო. არაფერი არარ მახსოვდა მაინაკების შესაებ, და არც ის მეგონა მილიცია თუ იარსებებდა ამ ქალაქში. -ჩვენ განყოფილებიდან ვართ, თქვენი საბუთები თუ შეიძლება -მითხრა ერთერთმა, შავებში ჩაცმულმა, მსუქანმა კაცმა. -ჯერ თქვენი საბუთები მაჩვენეთ რომ განყოფილებიდან ხართ და მერე მე გაჩვენებთთქო.- ის იყო ჯიბიდან საბუთის ამოღებას იწყებდა, და მოვხიე. გავიქეცი, მაგრამ რა გავიქეცი?! მაგრად მივრბოდი, ოფლში ვიღვრებოდი, კეისი სადღაც მოვისროლე, უკანაც არ ვიხედებოდი, როცა ვიგრძენი რომ ძალიან ბევრი ვირბინე სახე უკან მოვატრიალე,რატა მენახა თუ სდ იყვნენ ისისნი. უცბად დავინახე ერთერთის მუშტი ჩემი სახისკენ წამოვიდა, იმ მომენტში ვიგრძენი რომ რაც კი მეგონა რომ ვიურბინე სულაც არ მირბენია. მუშტი სახეში მომხვდა, და მიწაზე დავემხე,და ალბათ გავითიშე. -ვახ, სადა ვარ? რა ხდება? ნინოოოოოოო! ნინოოოოოოოოო! -რა იყო? საყვარელო?- წამოხტა ჩემი ცოლი- აქ ვარ! რა გაყვირებს? ეს ხომ სიზმარი იყო!!!
--------------------
[I][B][COLOR=red][SIZE=14][FONT=Times] http://forum.ge/?showtopic=33577233[/FONT][/SIZE][/COLOR][/B][/I]
|