ადრე მქონდა ასეთი თემის გახსნის მცდელობა მაგრამ ცარიელი ლაყბობის მეტი არაფერი გამოვიდა ეხლა თავიდან ვცდი. კჰმ...
ძვირფასო ნიუბიებო(განმარტება: ნოვიჩოკი)... ეს ტოპიკი მინდა მოგიძღვნათ თქვენ და იმედი მაქვს თქვენ მას გაითვალისწინებთ ფორუმში შემოსვლისას.მაშ ასე! ეს ფორუმი გაიხსნა (თუ არ ვცდები) 2001 წელს. ზუსტი თარიღი დადგენილია მაგრამ მე ის არ ვიცი

. მოდერატორია მამა-Tim-ი. აგრეთვე არსებობენ მოდერატორები ( მოფერებით მოდერები), რომლებიც თუ რამეა დაგ
ბანენ ან დაგვორნავენ. ინფორმაცია ვორნზე, ბანზე და წესებზე შეგიძლიათ ნახოთ
აგერ, ა ! გაჩენის დღიდან ფორუმმა მრავალი ევოლუციური საფეხური მოიარა, განვითარდა და ბევრი წევრიც მოიცვალა. ბევრი დაკარგა და ბევრიც შეიძინა. უფრო საინტერესო სახით ამ ინფოს ნახვა შეგიძლიათ ნახოთ
აქ 
უღრმესად გთხოვთ თუ კი გაგიჩნდებათ რაიმე თემის გახსნა თავდაპირველად მოქექეთ არქივები ( ეს შეგიძლიათ
აქ განახორჩიელოთ), ვინაიდან ადამიანებს ხშირად მსგავსი იდეები აქვთ ხოლმე... (მაგალითად ისეთი თემები როგორიცაა "კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი", "კურიოზები", "ფორუმელების სახელები(ცხოველები, სამუშაო ადგილები, ნასკის ფერები და ა.შ. მრავალი ვარიანტი არსებობს)"
აგრეთვე დიიიიიიიიიიდიიი თხოვნა, განყოფილებაში "ქალი და მამაკაცი" არ გახსნათ თემები ქალიშვილობაზე და ცისფერებზე( ჩვენც ადამიანები ვართ შეგვიბრალეთ) მინდა ეს თხოვნა ავხსნა იმით რომ, წარმოიდგინეთ თავი იმ ფორუმელების ადგილზე ვინც აქ თქვენამდე იყო.. ზოგიერთს ამ თემების ნახვა უკვე მეასედ უწევთ, მოიძიეთ ძველი თემები და დაამატეთ თქვენი აზრი იქ.
აგრეთვე გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და სიწყნარე ნებისმიერ ფორუმისეულ სიტუაციაში.
ჯერ-ჯერობით სულ ეს არის. როცა მეცლება კიდევ დავამატებ ინფოს.
P.S. ხო, ეხლა ვეტერანებთან თხოვნა თქვენც დაწერეთ რაღაცეები, ნუ ტუტორიალის პონტში, აი სურათი როგორ მიაბა პოსტს(ძალიან ხშირი პრობლემა), ავატარი როგორ ატვირთო და ა.შ.
და კიდევ, თუ აქამდე იყო ამის მსგავსი თემა( ცოდვა გამხელილი ჯობია და ამ არქივებში ქექვით არც მე ვიკლავ თავს) ნუ.. რავიცი ამ თემას უქენით რამე.. მოდერები ყოველთვის მოიფიქრებენ რა უქნან უსარგებლო თემას .
აი, ასე...

უი, ხო, მიწერა დამავიწყდა.. კიდევ ერთი თხოვნა ვეტერანებს, არ ჩამქოლოთ !
This post has been edited by Natosha on 17 Feb 2005, 22:05