ფორუმზე რუსეთზე გახსნილი თემების რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა. ამიტომ, კიდევ ერთი ახალი თემა რომ არ გამეხსნა, ერთ-ერთი მათგანი წამოვწიე.
მე მგონი, დროა, უფრო ღია საუბარი დავიწყოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. უნდა ვაღიაროთ ფაქტი, რომ რუსეთთან ახლო ურთიერთობების აღდგენას ჰყავს ანგარიშგასაწევი რაოდენობა მომხრეებისა საქართველოში. როგორც ვფიქრობდი, ყოველგვარი ლაპარკი რუსეთის პირდაპირ ინტერვენციაზე არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არარეალურია. რუსეთი ეძებს ადამიანურ რესურსებს ქვეყნის შიგნით, მობილიზებას უკეთებს პოლიტიკურ და ფინანსურ რესურსებს თავისთან და ამგვარად ცდილობს თავის სასარგებლოდ დაალაგოს პოლიტიკური კონფიგურაცია.
რაც არ მომწონს, ეს არის არაგულწრფელობა. იმ იუზერებიდან, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსეთთან ახლო ურთიერთობების აღდგენას, დავასახელებდი სამს: ტანკე, ქსნოროპი (რცხილაძე), ყვარყვარე და მე მათ პატივს ვცემ გულწრფელობისათვის. იმის უარყოფა, რომ 26 მაისის აქციები ბურჯანაძის მეთაურობით იყო პრორუსული ხასიათის, არის არაგულწრფელობა. სააკაშვილის არ ვიცი და ბიძინა, რომ შემოვიდა საქართველოში თავისი გულუხვი მეცენატობით და ქველმოქმედებით, დავასკვენი, რომ ეს იყო რუსეთის გრძელვადიანი პროექტი - უფრო ჭკვიანური, ვიდრე სხვა პროექტები. იმის უარყოფა, რომ ბიძინაც რუსეთის პროექტია, არის არაგულწრფელობა. ასევე, იმის უარყოფა, რომ სააკაშვილი არის აშშ-ს პროექტი, არის არაგულწრფელობა.
გთავაზობთ, გადავდოთ მოზრდილი ადამიანისთვის შეუფერებელი ლექსიკა და დავასაბუთოთ ჩვენი პოზიცია - რატომ გვაქვს, ან არ გვაქვს ესა თუ ის პოზიცია.
არ ვიცი, ჩვენი ფორუმელები რამდენად ფლობენ, არ ფლობენ რუსულ ენას. მე პირადად რუსული კარგად ვიცი, მთლად ქართულივით არა, მაგრამ კარგად. ასევე ვიცი რამოდენიმე სხვა უცხო ენა, რაც მეხმარება ორიგინალში გავეცნო ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ისიც უნდა ითქვას, რომ სხვებისგან განსხვავებით რუსებისთვის არასოდეს მიგინებია და არც ღორები მიწოდებია მათთვის. სხვა ხალხებიდან ყველაზე ახლო ურთიერთობა რუსებთან მქონდა და ვთვლი, რომ მათთან ურთიერთობა შეიძლება. ჩემს პოლიტიკურ ხედვას რუსეთის მთავრობის პოლიტიკა განაპირობებს რეგიონის მიმართ და მეტი არაფერი.
ამ დღეებში გავაცნობიერე, რომ რუსეთთან ურთიერთობების შეცვლა საკმაოდ რეალური პრექსპექტივაა. ჩემი აზრით, სჯობია ამაზე ღიად დავიწყოთ ლაპარაკი, რადგან ასე უფრო მომზადებული შევხვდებით ამ მოვლენას.
ვიფიქრე, ვინ არის ყველაზე ახლოს რუსეთთან? ბელარუსი. ბელარუსი არამარტო პოლიტიკური მოკავშირეა რუსეთის, არამედ, თვით ხალხიც ერთმანეთს ახლობლად განიხილავს და ვინ უნდა მიიღოს მეტი მოგება რუსეთთან ურთიერთობიდან, თუ არა ბელარუსმა? მოდი, გადავრთავ ბელარუსიის არხზე და ვუყურებ, მოვუსმენ, რას ამბობენ რუსეთზე, რა მოგება აქვთ რუსეთთან ახლო ურთიერთობიდან. გადავრთე და გამიმართლა - თვით ბატკა ლუკაშენკო ლაპარაკობდა.

ძალიან დიდი ხანი ილაპარაკა.
რუსეთან დაკავშირებით მან თქვა შემდეგი:
- თურმე ბელარუსს ჰქონია საწარმო (მგონი სასუქების), რომლის შემოსავალი წელიწადში 3მლრდ$-ია. 10 წელში მისი მოგება 30მლრდ$ იქნებაო. რუსეთს უნდა მისი ყიდვაო. კი ბატონოო, იყიდეთ ამ ფასადო. რუსეთიდან მოვიდნენ ვიღაც ბიზნესმენები და მთავაზობენ 15მლრდ$-ს. ვუთხარი უარიო. რუსეთში ატყდა ამბავიო, რომ მე არ მსურს რუსული კომპანიები ჩავრთო პრივატიზაციის კომპანიაშიო.
- სესხის აღებას ვაპირებდიო რუსეთიდან. შემომთავაზეს წლიური 8%-იო. შემდეგ ჩინეთმა შემომთავაზა სესხი 2%-ადო. რა თქმა უნდა, ავირჩიეთ ჩინეთიო და ამაზეც ატყდა ერთი ამბავიო.
- ჩვენთან საუბრებში რუსეთი გამუდმებით ხაზს უსვავს, რომ ურთიერთობა დაფუძნებული უნდა იყოს საბაზრო პრინციპებზეო, როდესაც ჩვენ იგივეს ვითხოვთო რიგ შემთხვევებში, რუსეთში კომპანია იწყება ჩვენს არამეგობრულ ზრახვებზეო.
- კონფერენციაზე ვიღაც ჟურნალისტმა (შავგვრემანი, წითელ ჟაკეტში გამოწყობილი) დასვა შეკითხვა ვინმე მანაევზე, სოციოლოგზე, რომელიც წინა დღეს დაუჭერიათ. ბატკას აშკარად არ ესიამოვნა თავხედური შეკითხვა. დაიწყო საუბარი ჰომოსექსუალიზმზე (ვესტერფალეზე). აშკარად მისხმა უნდოდა თავხედი ჟურნალისტისთვის.
აი, ეს არის პრორუსული სახელმწიფოს რეალობა.
რა თქმა უნდა, არც ისე მოსაწონია.
თუმცა, მე მესმის ე.წ. რუსეთუმეების ზოგიერთი არგუმენტების. რუსეთმა თუ მოახერხა ჩვენი შიგნიდან აფეთქება (ამის ნიშნები კი არის), მაშინ მთლად განადგურებას იქნებ სჯობდეს კიდეც, ვიფიქროთ სხვა მიდგომებზე. მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან მართლაც არ არის ისე ღია, როგორც რუსეთთან იყო და რიგით მოქლაქეეებს მართალც აქვთ ამისგან პრობლემები.
კიდევ ერთი. მე ადრე ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდი რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას. ვთვლიდი, რომ ჩვენი რესურსებით ვერ გავუმკლავდებოდით მას და უარეს მდგომარეობას მივიღებდით. დღეს იგივეს აღარ ვამბობ, რადგან უკვე გალახული ვარ რუსეთისგან და მე გამლახველები არ მიყვარს. შეიძლება ღონე არ მქონდეს, იმ წუთში საკადრისი პასუხი გავცე გამლახველს, მაგრამ სიყვარულით მაინც ვერ მეყვარება.